21/22 თავი

475 31 37
                                    

    ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანისთვის გვიწევს საკუთარ თავზე მონოლოგის წაკითხვა,ახსნა-განმარტებების გაკეთება.მაგრამ დგება მომენტი,როცა მათ კითხვები უჩნდებათ.ისე რომ ჩვენ ვერც კი ვიაზრებთ,ჩვენს გარშემო იკრიბებიან ინდივიდები და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილნი ხდებიან,შემდეგ კი ვერცკი ვხვდებით ეს ყოველდღიურობაში როგორ გადადის.

იცი,როდესაც ურთიერთობა იწყება არავინ ფიქრობს შესაძლო მოვლენებზე.ყველაზე რთული კი ურთიერთობაში პასუხოსმგებლობაა.სხვების წარმოდგენა ახალ ურთიერთობებსა და შედეგებზე.ხშირად ეს რთული მოსასმენიცაა.
  
    არ ვიცი რა როგორ იქნება და ამ ყველაფერსაც მხოლოდ ჩემი გამოცდილებით გიყვები,თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ცხოვრება არც შენ დაგინდობს ,ამიტომ როცა იგი ძლიერად დაგარტყავს მინდა მზად იყო და წამოდგომა შეძლო.

ეს სულ ესეა,ვიღაც მოდის,ვიღაც მიდის,მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა,რომ არც უკვალოდ ჩნდებიან და არც ისე მიდიან თითქოს არ არსებობდნენ.ეს ასე არასდროს ხდება,რადგან ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.ისინი მოდიან,აჩენენ ბევრ შეკითხვას და გვტოვებენ,სამაგიეროდ უამრავ პრობლემას გვიტოვებენ.ჩვენ კი იძულებულნი და ვალდებულნი ვხდებით მათი მოგვარება დავიწყოთ და ესეც ნელ ნელა ყოველდღიურობაში იზრდება.

  შენ ყველაფრის მხილველი ხარ ჩემო პატარავ,ყველაფერი იცი ჩემსა და ჩემს ცხოვრებაზე,ამიტომ მგონი ბევრი ახსნა აღარ სჭირდება იმას,რომ ყველაზე მეტად ტყუილი მაშინებს.მაცდურმა მოატყუა ევა,ევამ ადამი და ბოლოს ორივემ ერთად თუ ცალ-ცალკე ცადეს უფლის მოტყუება.თუ ვინმე გეტყვის,რომ არასდროს მოგატყუებს და არ გატკენს,ეს იმას ნიშნავს რომ მან უკვე გითხრა თავისი პირველი ტყუილი,რადგან ეს ჩვენი განუყოფელი ნაწილია.უსუსური ადამიანების საშინელი ჩვევაა.ჩვენ ყველანი ვიტყუებით,გვაიძულებენ რომ მოვიტყუოთ,ამაზე დგას ურთიერთობები,ცხოვრება,ხალხი,მასა,ბრბო.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now