20 თავი

255 29 43
                                    

თავში დავწერე,იმიტომ რომ ქვემოთ ბევრნი არ კითხულობთ ალბად (ნუ მე პირადად მეზარება ხოლმე😂).პირველ რიგში ყველას ვინც აკომენტარებთ,იწონებთ ან უბრალოდ კითხულობთ ამ მოთხრობას დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ.მართლა საუკეთესო მკითხველი მყავს და ძალიან გემადლიერებით.თქვენი თითოული გამოხმაურება ახალ თავზე ჩემთვის ბევრს ნიშნავს,ყოველთვის ვითვალისწინებ თქვენს რჩევებს და კიდევ ერთხელ გთხოვთ,რომ დააკომენტაროთ და დაავოუთოთ.
დაწერეთ ყველაფერი გთხოვთ რასაც ფიქრობთ,ვიცი რომ მწერალ არ ვარ და ამიტომ ძალიან მჭირდება თქვენი კომენტარები,გეხვეწებით comment and vote.
ახლა კი ისიამოვნეთ მე-20 თავით.♥️♥️♥️







<<<<>>>><<<<>>>><<<<>>>><<<<>>>><

ყველას მართლაც ბრავო,ჩემს ,,სრულყოფილ"ცხოვრებას სწორედ ეს აკლდა.ამდენი თავში სამტვრევი მაქ და ახლა დედაჩემიც დამემატა.ვერავინ აღმიქვამს ზრდასრულად და ფიქრობენ ჩემთვის ყველაფრის დამალვით დამიცავენ.აქ კი დიდ შეცდომას უშვებენ.ყველაზე სუსტი კაცი მაშინაა და უსუსური,როდესაც მძიმე ვითარებას სრულიად მოუმზადებელი ხვდება.მაგრამ რაც არის არის,ვერაფერს ვერ შევცვლი,ახლა საუკეთესო დრო არ არის ყველას,სათითაოდ პასუხი მოვსთხოვო იმისათვის,რომ ჩემს მაგივრად ფიქრობენ და ყველაფერს თავად მიწყვეტენ,რა სჯობს ვიცოდე და რა არა,რა უნდა გავაკეთო და რა არა,სად ვიყო და სად არა,ვის რა ვუთხრა...ყელში ამომივიდა უკვე მათი იდიოტური საქციელი და მალე ავფეთქდები,ეს კი კარგად ნამდვილად არ დასრულდება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა,თუ რას გულისხმობს კამილა.რას ნიშნავს დედაჩემი აქაა.არ მომრიდებია,მაშინვე დავუსვი კითხვა,შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა თავი ფილმში მეგონა,ყველაზე ბანალური რამ მოხდა,ეკატერინე რომელიც ჯერ ყველას მკვდარი ეგონა,მერე დაკარგულად გამოცხადდა,ოთახში ნელი ნაბიჯით შემოდის და აუღელვებლად გვესალმება.სიმართლე ვთქვა არ გავოცებულვარ და თვალები შუბლზე არ ამსვლია მისი დანახვით,თითქოს ყველაფერი ვიცოდი ისე ვიქცეოდი,სხვებს კი აშკარა გაკვირვება ეტყობოდათ.
თითქოს დღეს დილას ვნახეო,ისე მივედი და ჩავეხუტე.როგორც ჩანს მისი დანახვისას მონატრების გრძნობამ სძლია გაოცებას და ამან გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now