8 თავი

292 39 0
                                    

  ომი,კარნავალი,ბრაზი,კრიმინალი,დაკარგული სამოთხეები,სასოწარკვეთა,გადარჩენის ხერხები,გაღვივებული ლავა,სიკვდილთან ცეკვა,პოეტური ტერორიზმი,მარადიულობა,შიში,თვითდესტრუქცია,მიზნისკენ სწრაფვა,კონტროლი...
აზრი არ აქვს,კიდევ რომ უამრავი სიტყვით ავღწერო,უამრავი ზუსტი მნიშვნელობა,რომ მოვუძებნო,დილა მაინც გაქრება.განთიადი:მშვიდი,მაგრამ მღელვარე,მშფოთვარე,საშიში.თბილი,თან სუსხიანი,ძვლებამდე რომ აღწევს.სასოწარკვეთილი თან იმედით სავსე.ხილული,მაგრამ უხილავი.თვითგადარჩენის და თვითგანადგურების ერთობლიობით,ფოლადივით უტეხი და ბავშვივით უმწიკლო,სუფთა,გულუბრყვილო,ერთ ცნობიერებაში დატეული ამდენი დაპირისპირებით, ალიონზე, ცის კაბადონზე იბადება ვარსკვლავი – დილა.

     მკითხველო,ბევრჯერ მიფიქრია,რა იქნებოდა დილა რომ ვყოფილიყავი?
არ ვტყუი,ნურც სასაცილოდ მოგეჩვენებათ და იმასაც ნუ იფიქრებთ ამ მოთხრობისთვის მოიფიქრა და მაგიტომ წერსო.მართლა ხშირად მიფიქრია,როგორი იქნებოდა ჩემი ბიოგრაფია მე,რომ დილა ვყოფილიყავი.წაიკითხეთ თითოული დეტალი და გონებაში წარმოიდგინეთ:
ოდნავ ნისლიანი ღამე,კარზე კაკუნი ისმის.ბიჭი გოგოს ანიშნებს სამზარეულოში გავიდეს და დაიმალოს.ქალმა იცის თუ კოდურ სიტყვას გაიგებს გაისროლოს,ჩაიდანი დუღს,მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს.ორსული დედა სამზარეულოს კუთხეში დგას შეშინებული და ნიშანს ელის.ბავშვი კი არხეინადაა მუცელში.დედამ გაისროლა და ლამის ტყვიასაც  თან გაყვა.აი მე კი ასე არხეინად და უდარდელად ვარ 9 თვე მუცელში.თითქოს ეს მე არ მეხება.

სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი,მასწავლებლები სულ მაქებდნენ,პარალელურად კი სკოლის ფანჯრებს ვამსხვრევდი.ჩემს მშობლებს სკოლაში იბარებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ლიზასგან კარგი მოქალაქე დადგებოდა.
ძაან ცუდი პერიოდი იყო 1945 წელი, აშშ,ქ.პორტ-ფილიპი.ომის გამო აქაურობა გაპარტახებული იყო.ერთ დროს ლამაზი ქალაქი,ახლა წუმპეთ იყო ქცეული.
არ ვიცი რა მინდოდა,რასაც მეტყოდნენ ის უნდა გამეკეთებინა და პრეტენზია სრულებითაც არ მქონია.
  ომის დროს ხალხს რაღაც ემართება – ყოველდღიურობა ყირაზე დგება, ცოტა კარნავალს ემსგავსება, ყველა იცვლება.მშიერი და სასოწარკვეთილი ხალხი დადიოდა,უსმენდნენ წინასწარმეტყველებას ან ლოცულობდნენ.ერთი 3 სართულიანი კორპუსი იყო,სადც ჩემი ოჯახის ჩათვლით სამი ოჯახი ცხოვრობდა.მეზობელი ბიძია რობი გაქანებული ნარკომანი იყო.მამაჩემი კი გერმანიიდან ემიგრირებული ლეიტენანტი ოყო.ორი წუთი რო დაგეტოვებინა სახლი შიგნით აღარაცერი დაგხვდებოდა.მოსაწევი – 9 წლიდან ვიღებ რაღაცეებს. ცალკე კრივზე სიარული, მახსოვს, რაღაც მინიჩემპიონატი მოვიგე და არც ჯილდო ქონდათ, არც ფული, ამიტომ ერთი თვის მარაგი ფქვილი და კარტოფილი გადმომცეს.გოგო ვიყავი მაგრამ ეს სპორტი მიტაცებდა.დედ-მამა ჩემით ამაყობდნენ და რაც თანხა ჰქონდათ თავიდან ბოლომდე ჩემს სწავლა განათლებაში დებდნენ.დაც მყავდა და ძმაც.ჩემი და აგურის ქარხანაში მუშაობდა,ჩემზე 3 წლით უფროსი იყო,სამუშაოს შემდეგ კი საავადმყოფოში მიდიოდა და უფასოდ ეხმარებოდა ექიმებს დაჭრილების მოვლაში,მაგრამ ეგეც ფულზე გაიყიდა და აგურის ქარხნის მფლობელს,რომელიც საკმაოდ მდიდარი კაცი იყო და გრეთჰენზე ბევრად უფროსი ლოგინში ჩაუგორდა.ჩემს ძმას კი ტყის ნადირის სუნი ასდიოდა მუდამ.მოჩხუბარი და მუშტი-კრივის მოყვარული იყო,მუდამ შარში ეხვეოდა და ყველაფერი ცალ ფეხზე ეკიდა.ერთხელ ისე აურია,იმ აგურის ქარხნის მფლობელის სახლს ცეცხლი წაუკიდა,რის გამოც ქალაქიდან მოტყდა და ბიძასთან წავიდა,სადაც ბენზინ გასამართ სადგურში მუშაობდა,ბოლოს კი მზარეული შეუყვარდა და ბიძამისის ფულსაც ჭამდა.მე რაც შემეხება იმ აგურის ქარხნის მფლობელს დავუძმაკაცდი.სწავლაზეც ხელი ავიღე და საკმაოდ დიდ მაღაზიაში დავიწყე გამყიდველად მუშაობა.ჩემს მეგობრებს რაც შეეხებათ,მანდ ერთი ნაბიჯია, რამე ახლის მოგონებიდან წყალში გადავარდნამდე. ზოგი ბირჟაზე დაჯდა, ზოგი წამალზე, ზოგმა თავი ჩამოიხრჩო, ზოგმა ცოლი მოიყვანა და ბავშვები აკეთა.
აი სწორედ ეს იყო ამოყირავებული რეალობა, სადაც საზოგადოებრივი შეთანხმებები არ მუშაობს და აბსოლუტური ფსიქოდელიაა.ზოგადად ამ ამბავს ასე წუწუნით არ ვყვები ხოლმე,ყველა გამოცდილება წყევლაცაა და ჯილდოც.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora