11 თავი

293 34 1
                                    

ლილის თვალთახედვით

ეს სიტყვები მისგან წამოსული,იმდენად მესიამოვნა,გული გამითბო,თითქოს გაზაფხული მოვიდა.თითქოს თავიდან დავიბადე,პირველი ჰაერი ჩავისუნთქე.ამ სიტყვებმა ბიძგი მომცეს,ბიძგი იმისაკენ რომ მეცხოვრა და არა მეარსება.ვიცი,ვხვდები და ვიაზრებ,რომ ეს ყოველივე გამანადგურებს,უფსკრულისკენ მიმაქანებს.მაგრამ არ შემიძლია მისი უგუნებელყოფა,ძალიან ძლიერია.როდესაც გადავწყვეტ,რომ იგი უნდა დავივიწყო,უკუ ვაგდო და ცხოვრება განვაგრძო,მასზე ფიქრს ისევ ვაგრძელებ და ვგრძნობ,რომ ეს აბსტრაქტული გრძნობა დროდადრო კი არ ქრება,არამედ იზრდება და ამით ყველაფერი იცვლება,სამყარო ნათდება,ეს ხსნაა შავ-თეთრი სამყაროდნ,მაგრამ ამავდროულად,რაც უფრო ბედნიერი ხდები,მით უფრო უახლოვდები სიკვდილს.ეს ჩვენს შემთხვევაში,როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი მნიშვნელობით.მას რომ რამე დაემართოს ვერ გადავიტან,იქ და იმ წამს დამთავრდება ჩემთვისაც ყველაფერი.და ვგრძნობ,მთელი ჩემი სხეულით ვგრძნობ ის მოდის.

-ლი-თვალწინ ამიფრიალა ხელი ჰარიმ და გამიღიმა-დედამიწა იძახებს ლილიან ჯონსონს.
-გისმენ?
-აბა მოგეწონა?
-რა?
-ადგილი სადაც იყავი
-ჩემი სამყარო?ახლა უკვე მომწონს
-ადრე არ მოგწონდა?
-არა,იქ ბნელოდა.
-ახლა რა შეიცვალა.
-ყველაფერი განათდა და ყველაფერს აზრი მიეცა.
-ეს ჩემს გამოა არა?-როგორ ახერხებს მუდამ ჩემს გაწითლებას.ეს ნერვებზე მოქმედებს.
-იცი რომ ძალიან ნარცისი ხარ?
-სულაც არა.
-კარგი.-ეს ვთქვი და ტელეფონი ამოვიღე
-ვის ურეკავ?
-მსოფლიოში ყველაზე სიმპატიურ მამაკაცს.
-წინ გიზივარ,რატომ მირეკავ
-აჰაააა,ხომ ვთქვი ნარცისი ხარ მეთქი
-მოდი აქ ჩემო პატარა ველურო.-თავისკენ მიმწია,ხელი კისერზე გადამხვია და თავზე მაკოცა.
-ფილმი ჩავრთოთ რა გთხოვ
-რომელი გინდა
-რაიმე საშინელება,იქ სადაც ბევრი მკვლელობებია
-ეგეთ სამყაროში ცხოვრიბ და მთავარი გმირი ხარ,კიდე მაგის ყურება გინდა შეენ?
-რატომ არ გიკვირს ჰორორი რომ მიზიდავს
-მელოდრამა რომ გეთქვა დაგცინებდი.
-რატომ?
-ისეთი ფიქრები და ოცნებები გაქვს არაამქვეყნიური არსება მგონიხარ,რომელსაც ცუდი ხალხისგან თავის დაღწევაზე ეკეტება და სხვის ნერვებზე დაკვრა უყვარს,ასე რომ...
-გასაგებია.ჩართავ?
-არა,დღეს რომანტიკის რალღაზე უნდა გადაგიყვანო.-ჰარი მომიახლოვდა, თავი მუხლებზე დამადო და ფილმიც დაიწყო.როდესაც დამთავრდა შევხედე და ჩასძინებოდა.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now