5 თავი

362 40 0
                                    

გათენდა,მზის სხივები ნაზად იღვრებოდნენ ოთახში,მაგრამ ძალიან სუსტად ანათებდნენ,თითქოს მათი დრო უკვე ამოიწურა და გვემშვიდობებოდნენ,მაგრამ არა სამუდამოდ.
ხეებიც გაშიშვლდნენ და ზამთრის მოსვლისთვის მზად იყვნენ.ფრინველის ჭაჭანება არ იყო,მათი წასვლით ისე დადუმდა არემარე დილის ხალისს ვეღარავინ გრძნობდა.
მე უკვე მზად ვარ,დილის 10 საათია და ჰარის ჯერ კიდევ არ ღვიძავს.რომ ჰკითხო ქორწინება ნამდვილს უნდქ ჰგავდეს,თაფლობის თვეში მივდივართ 1 კვირით,თვითონ კი ჯერაც არ გაუღვიძია.
მასთან ავედი ვიფიქრე გავაღვიძებდი,საათნახევარში უკვე უნდა გავიდეთ.
მივუახლოვდი და გავშეშდი,ვერ შევძელი იმდენად საყვარლად ეძინა.სახეზე ოდნავ ხელი შევახე.ანაზდად ხელი დამიჭირა და საწოლზე გადამაგდო და მას დავეცი,პირდაპირ სახეში ვუყურებდი.
-რას აკეთებ-გაბრაზებული ტონით მითხრა
-უბრალოდ შენი გაღვიძება მინდოდა,რა ველურობაა,გვაგვიანდება შენ კი...
-კარგი ლილიან გაჩერდი,ამ დილაუთენია რამდენს ლაპარაკობ.
-რა დილაუთენია,10 საათია და გვაგვიანდება.
-ლილიან კერძო თვითმფრინავით მივდივართ
-კაი კაცო მე მეგონა ურმით მივდიოდით,იმ შენ კერძო თვითმფრინავს ხაზი არააქ რაზეც დაფრინავს?და რა გგონია ეს ყველაფერი დროში გაწერილი არაა?ადექი ახლა და ჩაიცვი.
-მგონი ძაან შეიჭერი როლში
-რომელ როლში?
-ცოლის.გიხდება-სახეზე ავხურდი და გულისცემა ამიჩქარდა-კარგი ისეთი არაფერი მითქვამს,დაწყნარდი.
-არ გამიშვებ?
-არა რატომ,ასე ძალიან მომწონს.
-ჰარი ეს ფიქტიური ქორწინებაა,მართლა შენი  ცოლი ან შეყვარებული ხომ არ გგონივარ.
-არა არ მგონიხარ,მაგრამ ძალიან მიზიდავ და დიდი სიამოვნებით...
-არ გაჩერდები?-რაღაცნაირად მისი მარწუხებიდან თავი დავიხსენი და ფეხზე დავდექი.-15 წუთში ქვევით იყავი-კარი გავიხურე და ოთახიდან გავედი.

სამზარეულოში ჩავედი და ჩემთვის საუზმის მომზადება დავიწყე.რამდენიმე ფრანგული კრეპი გავაკეთე და ბარზე დავდე,ჩაის დასხმა მინდოდა ამიტომ ჭიქის ჩამოსაღებად შევტრიალდი და რომ მოვტრიალდი რას ვხედავ,ჰარი ზის და ამ ჩემს ნაწვალებს მიირთმევს.ისე გავბრაზდი მზად ვიყავი ეს ჭიქა მისთვის თავზე გადამეფშვნა მივვარდი და თეფში თვალის დახამხამებაში ავაცალე.
-რას აკეთებ შე ურჯულო ჰა?-ვ იყვირე რაც ძალი და ღონე მქონდა
-უკაცრავად?და მე რა ვჭამო,რატომ ამაცალე,მომეცი გემრიელი იყო.
-უფ,კიდე რა გნებავთ მეფეო,რას ინებებთ,რა მოგართვათ
-ნუ მეიაზვები,და ხო ყავა მინდა კიდე
-ჰარი გამასწარი აქედან თორე ეს თეფში წამოვა თავში
-ჯერ ეს ერთი ეს ჩემი სახლია
-ჰარი 5 მდე ვითვლი 1
-მე ადამიანი არ ვარ?რა ვჭამო, მშია.
-2
-კაი რა მომეცი სულ რაღაც 3 ცალს შევჭამ
-იდიოტო მეტი არც გამიკეთებია და ხო 3
-დილით შენ არ იყავი კნუტივით რო თავზე დამადგა და ცდილობდა საყვარლად გავეღვიძებინე?შენ ხო გიჟდებოდი ჩემზე-აი აქ ამომასხა და ეს კრეპებიანი თეფში ვესროლე,დაიხარა და სულ ღაღაც მილიმეტრებით ასცდა.ეტყობოდა საკმაოდ გამწარებული იყო,მე კი გამარჯვებული სახით ვუყურებდი,მაგრამ ჯანდაბა ამან სულ გააფრინა ფინჯანი მესროლა,რომელიც რომ არ გავწეულიყავი თავს გამიტეხავდა.ისეთი გაცხარებული ვიყავი მივვარდი რომ კარგად დამელურჯებინა,ამ დროს ხელში ამიყვანა და მისაღებში სავარძელზე დამაგდო.უხეში გაუთლელი კუნძია ნამდვილი.
-ახლა კმაყოფილი ხარ?მეც მშიერი ვარ და შენც.აქ იჯექი და არ გაინძრე,ჩავიცმევ და მოვალ.-მართლა ძალიან მკაცრად მელაპარაკებოდა,ნეტა ამ ბიჭს გაორება ხომ არ  სჭირს?რამდენიმე წამის წინ ჭიქა რომ გამომიქანა სიცილით კვდებოდა ახლა კი ისე მელაპარაკა თითქოს ჩემი მოკვლა უნდოდა
-წავედით
-არ მეტყვი სად მივდივართ "ძვირფასო"?
-კი "საყვარელო",იქ სადაც საფრთხე აღარ დამემუქრება რომ შენ მომკლავ და სადაც ბენჟამენი თავის ჯაშუშებს ვერ შემოუშვებს
-მოიცა რომელ ჯაშუშებს
-შენ რომ გადმოხვედი დაცვა გავაძლიერე და რამდენიმე ახალი დავამატე, მათ შორის 3 მისი მოგზავნილი იყო.რამდენიმე დღის წინ სანამ შენ სამსახურში იყავი თავდასხმა მოხდა,არ ვიცი რატომ ეგონათ რომ სახლში იყავი,მაგრამ კიდე კაი ასე მოხდა.ჩემი ორი დაცვა დაიჭრა
-და მათ რა ბედი ეწიათ?
-ციხეში ამოყვეს თავი.ასე რომ ახლა 1 კვირა მთებში გავიხიზნებით,იქ ვერავინ მოგაგნებს.თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე იმედია.
☆☆☆
უკვე თვითმფრინავში ვართ და გასაფრენად ვემზადებით.მალე ალბათ გული საგულედან ამომივარდება,ძალიან მეშინია სიმაღლის და თვითმფრინავების.სადაცაა ყვირილს დავიწყებ.ჰარი ყურადღებასაც კი არ მაქცევს.არადა სახეზე მაწერია ყველაფერი.რომ  ვუთხრა ვინ იცის რას იფიქრებს,ჯერ ისედაც ასე მეხმარება და ჩემს გამო რისკავს და ახლა ჩემი ჰობიები რომ დავუმატო ზედმეტი იქნება.თან ელემენტარული თავმოყვარეობის ამბავია.იმ სატანას დახმარებას რომ მომკლათ მაინც  არ ვთხოვ.მერე მისი გამარჯვებული სახის ატანა მომიწევს.არა ამას ნამდვილად სიკვდილი სჯობს.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now