9 თავი

299 40 0
                                    

   ღამე,დიდებული,როგორც შორეული წარსული,ჩამოსწოლოდა ამ ცოდვებით სავსე ქალაქს.გეგონებოდათ,ღამეული ზეცა ატლანტებს შეუდგამთ თავის განიერ მხრებზე დ ა დაღლილობისაგან მიწისაკენ სულ უფრო მეტად და მეტად დახრილები,ვარსკბლავებს მიწასთან აახლოვებენო.
     ღამე ეწოდების მწუხრიდამ ვიდრე განთენება მდე; ხოლო მწუხრი– დასლვასა მზისასა.

მაგრამ არ იყო ეს არც ღამე და არც მწუხრი.ეს უფრო იყო ბნელი,უსინათლობა,იქ სადაც სინათლის სხივი ვერ აღწევს.არა ეს იყო წყვდიადი,ფრიად ბნელი,სვლა შეუძლებელი.მაგრამ არა ესეც არ კმარა,ეს იყო უკუნი,უდიდესი მათგან.

გამოუცნობი ქალაქი გაწოლილიყო ფერხთით.დიდხანს დავცქეროდი მას,ვცდილობდი გამერჩია რამე,ყველაფრისდა მიუხედავად ვცდილობდი და შევკრთი-სიბნელეში აღმართული ტაძრის ვეება,ღამეზე უფრო შავი გუმბათი.ეს იყო პეტრეს ტაძარი.

☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆

გულის ხმამაღალი ბაგაბუგი,პულსის აჩქარება,სახეზე სიმხურვალის მოწოლა,სრული სიჩუმე,წყვდიადი და რაც მთავარია დიდი ტკივილი.

დაიხარა მასთან,მოეხვია,ჩაეხუტა და  ამდენი წლის შემდეგ პირველი ცრემლი მის სახეზე.ირგვლივ სისხლის გუბე იდგა.მის გაყინულ მკლავებში კი ლილიანის ჯერ კიდევ თბილი სხეული,მძიმედ ესვენა."ოღონდ ახლა არა,ოღონდ ახლა არ დამტოვო,იცოცხლე,გაუძელი,იცოცხლე,იცოცხლე,იმიტომ რომ ჯერ არცკი დაგვიწყია...
ჯერ არ გვიგვრძვნია...
ჯერ არ ჩაგვისუნთქავს პირველი ჰაერი,არ მოსდებია ფილტვებს...
იცოცხლეეე,გთხოვ,გთხოვ გააკეთე ეს ჩემთვის...".სასოწარკვეთილი,მაგრამ ღრმა რწმენით,იმედს არ კარგავდა და ხო,იგი ენდობოდა მას ამიტომ ღრმად სჯეროდა,რომ არ წავიდოდა.
"ჯიუტო გოგონავ,ამ ერთხელ დამიჯერე,მხოლოდ ამ ერთხელ შემისრულე თხოვნა,დათმე ეგ შენი სიჯიუტე..."სიმწრის სიცილით ჩაიცინა.

გაისმა ხმა,უამრავი ექიმი მივარდა ლილიანის სხეულს და შეეცადნენ ჰარი მისგან მოეშორებინათ,რისთვისაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now