,,შეეცადე გადაუსწრო",მარტივი სათქმელია,მიდი აბა გააკეთე როგორი გასაკეთებელია,დაკლაკნილად მიდის და გზას მოჭრის.მანქანა სპორტ რეჟიმზე გადავრთე და წინ მდგომ ტრაილერს მოვუარე,გზა ვიწრო იყო,თუმცა მაინც გავრისკე გზიდან გადასვლა და ისე გასწრება.თავი დავაღწიე და სადღაც გადავუხვიე.უკვე ქალაქგარეთ ვიყავით აშკარად,ირგვლივ ტყე იყო და გზა დაუმთავრებლად გრძელდებოდა,ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა და ვნერვიულობდი, ვფიქრობდი გავექეცი და დამკარგა მეთქი.თუმცა მალე ჰორიზონტზე ნაცნობი ნომრები შევნიშნე,მაშინვე ჰარის მივწერე.არ ვიცოდი ეს ბიჭი რას აპირებდა.

მაგრად შევინჯღრიე,უკნიდან დამარტყა და მეც გასროლის ხმა გავიგონე.ეს ჰარიმ გააკეთა.არც იმათ დაუკლიათ,სულ ტყვიების ქარცეცხლში გავიარეთ.პირველად განვიცადე შიში ასეთ მომენტში,ალბათ იმისი ბრალია,რომ ამ სამყაროში მაქვს კიდევ რაღაც გასაკეთებელი და მაქვს დასაკარგი,ჰარის სახით.

საბოლოოდ მანქანა გავაჩერე,ჰარი მაშინვე გადმოხტა და სანამ მოწინააღმდეგე რაიმეს იზავდა ტყვია ისე დახალა წარბიც არ შეურხევია.მეც მას მივბაძე და მანქანიდან გადმოვედი.ავტომობილში 3 ცხედარი უკვე ესვენა,თუმცა შეტევას არ წყვეტდნენ.
ერთ-ერთი ჩემთან მოვიდა და დაჭერა სცადა,მაგრამ დამსახურებული წიხლი მაშინვე მიიღო.
-ლილი,ცოცხალი არცერთი არ გაუშვა!-მიღრიალა და იარაღი მესროლა.იმ მომენტში რაღაც ვიგრძენი,თუ ადრე შემეძლო ეს თვალის დაუხამხამებლად გამეკეთებინა,ტყვიები წამიერად ამეცილებინა და სხვისთვის სიცოცხლე წამერთმია,ახლა გაშეშებული და შეშინებული ვიდექი.
-ლილიან გამოფხიზლდი!-კვლავ გაქვავებული ვიყავი,ამჯერად ცხედრებს ვაშტერდებოდი.-ლილილიან,გაიწიეეეე!-იღრიალა ჰარიმ და სულ 1 წამის შუალედში,ძვლივს მოახერხა ჩემი ტყვიისაგან ხსნა.დანარჩენი არ მახსოვს,არ მახსოვს როგორ ჩავჯექით მანქანაში და როგორ მივედით დანიშნულების ადგილზე.
ერთადერთი რაც მახსოვს ის კადრია სადაც ათიოდე ცხედარი,ძირს მიმოფანტულნი ეყარნენ უპატრონოდ,საფლავსაც რომ არავინ აღირსებდათ.,,რისთვის ვიბრძვით,ვკლავთ ამდენ ადამიანს,რა უფლებით ვართმევთ მათ სიცოცხლეს!" ეს კითხვები მებადებოდა და ზუსტად ვიცოდი რატომაც.აბა ერთი წამით მათ ადგილზე ჰარი წარმომედგინა,მეც ზედ მივაკვდებოდი.მათაც ხომ ყავთ საყვარელი ადამიანები,როგორებიც არ უნდა იყვნენ,რასაც არ უნდა სჩადიოდნენ,ისინიც უფლის შვილები არიან,ისინიც ვიღაცამ გააჩინა,გაზარდა და ვიღაცისთვის,მათი სიცუდის მიუხედავად,საყვარელი ადამიანები არიან.ჩვენ ვებრძვით მტერს და რისთვის? იმისთვის რომ ის ხალხს კლავს,იმისთვის რომ ის ცუდია და მავნეა ამ სამყაროსთვის.და ჩვენ? ჩვენც იგივეს არ ვაკეთებთ? ჩვენ უარესები ვართ! ბოროტებას ჩავდივართ სიკეთის სახელით! ეს უარესია ვიდრე ტერეზას საქციელი,ჩვენც მათსავით სისხლში გვაქვს ხელები გასვრილი,თან იმ ადამიანებისაში,რომლებსაც შესაძლუა არც სურდათ ამის გაკეთება მაგრამ იძულებულნი იყვნენ.
და ახლა მე არ ვარ ეგოისტი? მე საშინელი ადამიანი ვარ,ყველაზე უარესი მათ შორის.ეს ყველაფერი მაშინ გავიაზრე,როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი,რომელსაც უანგაროდ,ყველაფრისდა მიუხედავად ვუყვარვარ და ვისთვისაც ღირს ცხოვრება ანუ ბრძოლა.ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now