19 თავი

216 29 29
                                    

13.05.17
მექსიკა,ვერაკრუსი

თვალებს ვახელ და ვხვდები,რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია ვიდრე საყვარელი მამაკაცის დანახვა შენს გვერდით,გაღვიძების თანავე,ყოველ დილით.შეუძლებელია ახლა, ამ ამომენტში ჩემზე ბედნიერი ქალი არსებობდეს.

შეიშმუშნა და ზურმუხტისფერი თვალები,რომლებშიც მე ვიძირები დაუშურებლად მომანათა.გამიღიმა,წამოდგა და კვლავ საწოლში დამაბრუნა.ზევიდან მაკვირდებოდა,თითქოს ხელოვნების ნიმუშს აკვირდებაო,ხელს ისე ნაზად მისვამდა,თითქოს ფაიფურის ვიყავი და გავტყდებოდი.ბოლოს დაიხარა და აი დილის პირველი კოცნაც მაჩუქა,ამის შემდეგ შეუძლებელია ჩემი დღე ცუდად წავიდეს.თუმცა უცებ ისევ დავსევდიანდი.

-რამე მოხდა?
-მეშინია.
-რისი საყვარელო,მე შენთან ვარ!
-ყველაფერი ზედმეტად იდეალურად არ გეჩვენება?როცა ასე ვართ ყოველთვის რაღაცაშია საქმე,ახლაც მგონია რაღაც საშინელება დატრიალდება.
-ჩემი პატარა.
-ჰარი,ის მე მამაჩემით დამემუქრა.
-რა?
-უნდა ვიჩქაროთ,გესმის? მამა გავაფრთხილე,ყველაფერი მოვუყევი და გადავმალე,მაგრამ ხო იცი ტერეზას ეგ ვერ შეაჩერებს.
სასწრაფოდ გვჭირდება ხალხი.
-ნაილმა და ზეინმა გაარკვიეს კამილას ადგილ -სამყოფელი,დღეს უნდა წავიდე.
-წავიდე-თ,ჰარი.
-შენ აქ დარჩები,და გაფრთხილებ თუ წამოხვალ არ ვიცი რას გიზავ.
-მეც მოვდივარ!
-არა მეთქი,საშიშია!-ფეხზე წამოდგა და აბაზანაში შევიდა. ,,მაინც გავიტან ჩემსას",გავიფიქრე და მეც აბაზანაში შევედი.საშხაპის მინა დაორთქლილიყო და არაფერი ჩანდა,საღამური და შიდა თეთრეული გავიხადე,შუშის კარი გავაღე და მეც ჰარის შევუერთდი.
მხრებზე მოვკიდე ხელები და ნელ ნელა ქვევით დავუყევი.
-თამაში გინდა პატარავ?
-შენი შებმა.
-ლილი არ...
-შშშშ-საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივუტანე.

♡♡♡♡♡

ასეთი მარტივი თუ იქნებოდა არ მეგონა.უკვე მანქანაში ვზივარ და იმ ლოკაციაზე მივდოვარ,რომლებიც ბიჭებმა მომწერეს.ჰარი საბარგულშია,ძვლივს დავარწმუნე რომ იქ ჩამჯდარიყო,ბოლოს და ბოლოს მენდოზასთვის ის მკვდარია.
სვეტაფორზე წითელი აინთო და მეც შევაჩერე მანქანა,მწვანეზე გზა კვლავ განვაგრძე,რამდენიმე ხნის შემდეგ შევამჩნიე,რომ მანქანა რომელიც სვეტაფორთან ჩემს უკან იდგა მე მომყვებოდა.ტელეფონი ავიღე და ჰარის დავურეკე,ამ დროს მანქანამ წინ გადამასწრო და ჩემი დამტვრევა სცადა.
-გისმენ!
-მანქანა მომყვება,მათ იციან!
-ჯანდა,ამის დედაც,შეეცადე გადაუსწრო დანარჩენს მე მივდედავ.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now