12 თავი

262 33 0
                                    

    ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა სამყაროს ნაწილია-ნივთიერება,საგნები,სივრცე,ენერგია,დრო.მასში შევდივართ ჩვენც.იგი განუსაზღვრელად დიდი და უზარმაზარია.ნაწილი, რომლის დანახვაც შესაძლებელია, ვრცელდება დაახლ. 1.6 ,,მილიონ, მილიონ, მილიონ, მილიონ კილომეტრზე" და არავინ იცის, იმის იქით კიდევ რამდენად შორს მიდის.და იცით რა არის გასაკვირი მისი განუსაზღვრელობის მიუხედავად,მაინც მგონია რომ მას გააჩნია ბოლოც.ზოგჯერ ვფიქრობ რომ თუ ეს დედამიწა ამ სამყაროს ნაწილია და არა მისი ცენტრი,თუ იგი მზის სისტემაში შედის,ხოლო ეს სისტემა ირმის ნახტომში და ა.შ.გამოდის რომ ყველაფერი რაღაცის ნაწილია.და ამიტომ მგინია რომ ეს ჩვენი საოცრად დიდი კოსმოსიც,რომელსაც ჩვენ სამყაროს ვეძახით რაღაცის ნაწილს წარმოადგენს.თითქოს იგი ერთი დიდი ბურთია და მის გარეთ კიდევ ვიღაც ან რაღაცაა,რაც მართავს ამ ყოველივეს,როგორც თამაში ისე.და მაინც არაფერია უმიზეზო.ყველაფერს გააჩნია საკუთარი დანიშნულება და მიზეზი იმისა ეს ასე რატომ ხდება,ამის მაგალითი კი ცხოვრებაში ძალზედ ხშირად გვხვდება.ამიტომ,მხოლოდ ამიტომ მწამს ღმერთის არსებობის.ესაა ერთადერთი მიზეზი,და წარმოიდგინეთ სამყარო უსასრულოა,ტრილიონობით და უფრო მეტი ვარსკვლავია შიგნით თავმოყრილი და აი ამხელა სამყაროში იმ ერთადერთმა,ამ ყოველივეს შემქმნელმა იცის ჩემი სახელი.ასეთმა დიადმა რაღაცამ იცის ვინ ვარ მე.ეს რაღაცნაირად მაბედნიერებს და მჯერა მისი.

☆☆☆☆

-გიჟები ხართ.ნამდვილი თვით მკვლელთა რაზმი ხართ რა.მაინც არ მჯერა, როგორ გამოაღწიეთ.-უკვე მანქანაში ვისხედით და ლას ვეგასის ქუჩებს მივუყვებოდით.
-ნაილ გაზის პედალს დააჭირე და ლაყბობას მორჩი.-მკაცრად უთხრა ჰარიმ,მეკი ჩამეღიმა.
-იცით ბიჭებო,ეს საუკწთესო თავგადასავალი იყო.და კიდევ გავიმეორებდი დიდი სიამოვნებით.-ვთქვი და ჰარის მხარს დავადე თავი.მან ზევიდან დამხედა,მკრთალად გამიღიმა და ჩემს თმებზე თამაში დაიწყო.-არ მეტყვით რატომ მივდივართ კაზინოში?
-ჯერ სასტუმროში უნდა მივიდეთ.
-შემდეგ?
-მერე ლივთან.
-ლივი ვინღაა.
-ის ჰარ...
-ის ჩვენი ძველი მეგობარია.-ჩაეჭრა ჰარი საუბარში,რამაც ცოტა არ იყოს დამაეჭვა.
-კარგით გვრიტებო,მოვედით.1 საათში იქ უნდა ვიყოთ იჩქარეთ.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now