წამი წუთი საუკუნე

120 15 13
                                    

ვიდრე ამ თავის კითხვას დაიწყებდეთ,უმორჩილესად გთხოვთ თვალი გადაავლოთ ბოლო რამდენიმე თავს.🙏(ბოლო თავი 18 იანვარს დაიდო)ვინც ამ ფიქციას შექმნის დღიდან მოყვებით დიდ ბოდიშს გიხდით ხოლო ვინც არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეთ იგი  მოგესალმებით.ასეა თუ ისე ფიკს როგორც იქნა ვაგრძელებ ალბათ ოდესმე ამხელა ჩავარდნის მიზეზსაც გაგიმხელთ (ან არა😜) მიხარია დაბრუნება ვეცდები მაქსიმალურად საინტერესო თავები დავდო enjoy<3
_________________________________________

შავი ვოლვო ჯონის სახლთან შეჩერდა,როგორც ყოველთვის სახლი სამარისებურ სიჩუმეში იდგა.გარშემო არცერთი სულიერის ხმა არ ისმოდა,თითქოს აქაურობა სამყაროს მოწყვეტილი იყო.
ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა თითქმის სამი წელი გასულიყო (თუ მეტი არა) იმ ავბედითი ღამისგან.ოთხი ახალგაზრდის ცხოვრება სწორედ მაშინ აირია...მაშინ იტალიაში.

ბოლო წლების მანძილზე მომხდარი ამბების გახსენებამ გული მტკინვეულად შეუკუმშა ბატონ პაკს.
მტკინვეული მოგონებები თავიდან ამოიგდო და კართან მისულმა ფრთხილად დააკაკუნა.

-ბატონო პაკ...

გაკვირვება გამოისახა მოსამსახურის სახეზე როდესაც შარვალ კოსტუმში ელეგანტურად გამოწყობილი ახალგაზრდა დაინახა

-სახლშია?

-დ...დიახ მაგრამ არ გავუფრთხილებივარ რომ მოხვიდოდით

ბიჭს არაფერო უპასუხია,კარი თავად შეაღო და სახლში შევიდა.აქაურობა იმაზე ცივი ეჩვენა ვიდრე ოდესმე იყო,მისი ... მეგობარი არასოდეს გამოირჩეოდა თბილ ფერებში ჩაძირული ინტერიერის სიყვარულით,თუმცა ეს უფერული კედლები,ეს შავი სავარძლები და ფეხის ხმა მთელს სახლში ექოდ რომ ისმოდა ახლა სულის მხუთავი გამხდარიყო.

არ დასჭირვებია პაკს იმის კითხვა თუ სად იყო სახლის მეპატრონე,თავად მშვენივრად იცოდა,რომ ჯონი საათობით ზოგჯერ კი მთელი დღით იკარგებოდა თავის კაბინეტში,იქ საუზმობდა იქ ვახშმობდა,მხოლოდ ღამ-ღამობით ბრუნდებოდა საძინებელში თავის მეუღლესთან.

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიМесто, где живут истории. Откройте их для себя