ნუ გაამხელ საიდუმლოს

222 28 6
                                    

ოთახში გამაღიზიანებელი სიჩუმე იდგა

სამი ადამიანი,სამი ახალგაზრდა,სამი წყვილი თვალი რომლებიც ხან ერთმანეთს უყურებდნენ
ხანაც ერთმანეთს უყურებდნენ მაგრამ ვერც ამჩნევდნენ ამას

კითხვების კორეანტელს მოეცვა ახალგაზრდა ბიჭების გონება თუმცა მათთან შორიახლო მჯდარი მუხლებში თავჩარგული გოგონას გამო ყველა მკაცრ სიჩუმეს იცავდა
(ალბათ ყრუ და მუნჯი ხალხი რომ დაგესვათ ასე უფრო მეტი ხმაური იქნებოდა)

-ჰოოომმმ...

უხერხულობის დასარღვევად წარმოთქვა ქერამ და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა

-ანუუ....

წითურმა ბიჭმა რომელმაც გადაწყვიტა ,,ამხანაგისთვის,, მხარი აება ჯერ ჯიმინს გახედა შემდეგ რეიჩელს რომელიც ამ წამს მათ საერთოდ არუსმენდა და მეტიც,მათ არსებობასაც კი ვერ ამჩნევდა

-ეემმ...ის...შენ....აახხ! დაივიწყეთ წავალ დასალევს მოვიტან

მობეზრებული ხმით ქერა ფეხზე იჭრება და დიდი ხნის ჯდომის შემდეგ მოდუნებულ სხეულის ნაწილებს ბედნიერი შლის

-ბექიონ?

-მე ვისკი

-შეკვეთა მიღებულია რეიჩელ შენ?

უკვე ფეხზე მდგარმა ქერამ შავთმიანს გახედა და როცა მის სახეზე მარტოსული ცრემლი დაინახა შემდეგ კი ბექიონისგანაც მიიღო უხმო ნიშანი ,,ნუ შეაწუხებო,, სამზარეულოსკენ აიღო გეზი

ოთახში სიტუაცია არ იცვლებოდა
ერთადერთი რაც შეიცვალა...ახლა ორი სხეული იჯდა უხმოდ თითქოს ენაგადაყლაპულები

ერთს ჩუმად ყოფნა უნდოდა მეორე კი ენას კბილს პირველის სურვილის გამო აჭერდა

-იუ რაე...არ გინდა რამე ჭამო? გინდა შენი საყვარელი რამიონი მოგიმზადო?

მოუთმენლობით სავსე წითურამ ღიმილით გახედა ბავობის მეგობარს და მხარზე ოდნავ შეეხო დედამიწაზე დასაბრუნებლად

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიМесто, где живут истории. Откройте их для себя