პინოკიო

165 23 7
                                    

-ეს ყოველივე უკვე ზედმატად დიდხანს გაიწელა და იმედია შენც გესმის

მეგობრის სიტყვებზე შავთმიანს არაფერი უპასუხია მხოლოდ თავი დაუქნია განაწყენებული გამომეტყველებით

-დროა ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდე

თითქოს სულის რაღაც ნაწილი ამოგლიჯესო გოგონას გულში რაღაც შეეკუმშა

დაუბრუნდე ჩვეულ რიტმს ეს ნიშნავს შეწყვიტო ის რაც ამწამს წარმოადგენს შენს რეალობას

-იუ რაე ასეთი სახე ნუ გაქვს დარწმუნებულივარ შენც მშვენივრად გესმის და იაზრებ შექმნილ ვითარებას...გინდოდა იმ ოჯახისთვის დახმარება გაგეწია,ეს უკვე გააკეთე თანხა ორივე ბავშვის ანგარიშზე გადარიცხულია,გარდა ამისა იმისათვის რომ ის ბიჭი ციხეში არ ჩამჯდარიყო ამხელა შარში გახვიე თავი ვფიქრობ დანაშაული უკვე კარგა ხანია გამოსყიდული გაქვს

წითურა მშვიდად საუბრობდა მაგრამ ყოველი მისი სიტყვა ლახვარი იყო რეიჩელისთვის

-თუმცა...როგორც ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელია როცა გაიგეს რომ ჯეონების მემკვიდრეზე გათხოვებას აპირებ შენმა ძმამ და ბიძამ სიხარულით გააღეს შენთვის კვლავ სახლის კარები ხომ გესმის ჯეონების გვართან ამგვარი კავშირი ნებისმიერი ბიზნეს კომპანიისთვის საკმაოდ მომგებიანია

გოგონას სახეზე ირონიული ღიმილი გამოესახა

-ესეიგი არაქვს მნიშვნელობა როგორ ვეცდები...მე შეძლებული ოჯახის შვილივარ და ამას სამწუხაროდ ვერაფერი შეცვლის

ბიონს ხმა არ ამოუღია
ვერც ვერაფერს იტყოდა ისიც ხომ იგივე სოციალური ფენის წარმომადგენელია, სხვას ვის ესმის ამ გულგატეხილი გოგონასი ისე კარგად როგორც მას

-გარდა ამისა სკოლა ჯერ არ დაგიმთავრებია ეს შენი ბოლო წელია და არიქნება კარგი თუ კიდევ მეტს გააცდენ

-ანუ...ტეგუს უნდა დავემშვიდობო? იუნჯის...ბებია კიმს...თეჰიონს...ამ ყველაფერს უნდა დავემშვიდობო?

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now