როგორც თქვი...ცოტას გავერთობი

193 23 10
                                    

მზის ამოსვლას ახალი დღე მოაქვს,დღე როცა საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ყოველივესთვის წერტილის დასმა.
კარადის კარზე ჩამოკიდულ თეთრ საქორწინო კაბაზე მიმაგრებული ფურცელი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთბინების ფიალაში.

მზის პირველი სხივების დანახვისთანავე მობილურს დავავლე ხელი და მეგობრის ნომერი ავკრიფე,ასეთ სიტუაციებში ყოველთვის მქონდა მისი იმედი (სასაცილოა ,,ასეთ სიტუაციებში,, თითქოს მსგავსი რამე ოდესმე დამმართნოდეს)

ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერიო ნათქვამია, თუმცა ჩემს გასაგონად არ უთქვამთ ეს.შეიძლება სწორედ ამიტომ მოვიშორე უკვე ყურთან მიტანილი მობილური, შეიძლება სწორედ ამიტომ არ მივმართე ჩემს მეგობარს სიტყვებით ,,შარშივარ დახმარება მჭირდება,,....უბრალოდ.... როდემდე?!

ამ ადამიანმა იმდენი რამ გააკეთა ჩემთვის, იმდენი ტყუილი თქვა და იმდენი უძილო ღამე აიტანა სწორი იქნება ჩემი მხრიდან კვლავ მისი მოხმობა?

ფიქრებში გართული ვერც ვამჩნევ ოთახის კარი როდის იღება და ზღურბლზე ქალის ოდნავ ჩაპუტკუნებული მოსამსახურის ფორმაში გამოწყობილი სხეული ჩნდება

რაღაცას მსაყვედურობს ხელუხლებელ ვახშამზე რომელიც მანვე მომართვა გუშინ და ხელცარიელი შემოსული ახლა ლანგართან ერთად გადის.

უცნაურია დანის ადგილზე არ ყოფნაზე არაფერი უთქვამს თუმცა ნახა რომ საჭმელი ხელუხლებელი იყო...მისი გასვლის შემდეგ კარს ვუახლოვდები,ველი როდის მიწყდება ნაბიჯების ხმა რომ დერეფანში გავიდე და ჯონგუკს დაველაპარაკო დარწმუნებულივარ რიმ მისი რომელიმე ,,მონის,, ხელი ურევია ამ საქმეში

ნაბიჯები აღარ ისმის კარს ვაღებ და გასვლა ვაპირებ როცა ვაცნობიერებ...კარი გაიღო...გაიღო თუმცა ბოლოს რომ ვნახე კვლავ ჩაკეტილი იყო

ფეხები ტვინის ბრძანებას აღარ ელიან რეფლექსურად გარბიან ამ სახლში ერთადერთი ადამიანის ოთახისკენ ვისიც არ მეშინია

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიحيث تعيش القصص. اكتشف الآن