წესი პირველი

269 26 6
                                    


***
-კიდევ დიდხანს აპირებ ძილს?-უკვე კარგად ნაცნობი ხმა ჩაესმა რომელმაც აიძულა სიზმრების სამყარო მიეტოვებინა,თავი გადააბრუნა და მისი ნამძინარევი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ყავისფერ თვალებს შეხვდა

-ადგომის დროა ხომარ დაგავიწყდა დღეს შენი მუშაობის პირველი დღეა-დაავიწყდა?არა ახსოვდა უფროსწორად ახლა გაახსენდა უბრალოდ ადგომა არ სურდა ამავდროულად ძალიან უნდოდა საქმეს მალე შედგომოდა.როგორ გითხრათ...ეს ის სიტუაციაა როცა რამის გაკეთება გინდა მაგრამ დაწყება გეზარება

-ძილს თუ განაგრძობ მეც მომიპინტრიშებენ სამსახურიდან-ქერას საუბრისას ღიმილი შეეპარა თუმცა მალევე მოიშორა ბაგეებიდან,აქამდე გოგონასთან დახრილი წელში გასწორდა,და გოგონას საბანი გადახადა,მისი სითბოს ერთადერთი შემქმნელი შავთმიანი მაშინვე მოიკუნტა და ცდილობდა თავისთავთან ჩახუტებით აენაზღაურებინა წართმეული სითბო

-ათ წუთს გაძლევ მოსამზადებლად-ბიჭმა საბანი ძირს მოისროლა იმის გარანტიისთვის რომ გოგონა ვერ შეძლებდა კვლავ კომფორტის შექმნას

შავთმიანმა საბოლოოდ ვეღარ აიტანა სიცივე და სწრაფად მოირგო ტანისამოსი რის შემდეგაც კვლავ საწოლზე დაენარცხა

საბანი აღარ სჭირდებოდა უკვე უიმისოდაც თბილად იყო,მაგრამ კომფორტულად ნამდვილად არა

-არა ეს ალბათ მეხუმრება-გაღიზიანებულად ჩაიბურტყუნა კვლავ ოთახში დაბრუნებულმა ქერამ

-ეი ტანსაცმლიანი წოლა რომ არ შეიძლება არ იცი?-ბიჭი საწოლს მიუახლოვდა და მხარში ხელის ჩავლებით შავთმიანი ოდნავ შეანჯღრია

ნეტავ ვინმეს შეძლებოდა იმ მომენტში იქ მისვლა და თეჰიონისთვის იმის შეხსენება რომ ყოველღამე თავად იძინებს ტანსაცმლით ვინაიდან სამსახურიდან გვიან ბრუნდება და ძალაგამოცლილ ბიჭს იმდენიც კი აღარ შეუძლია ტანისამოსი გაიხადოს.მაშ თუ თვითონ ასეთია რატომ არ აცდის ახლა ამ გოგონას მშვიდად ძილი განაგრძოს

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now