ჩემგამო აღარ იტირო კარგი?

235 31 2
                                    

ქუჩებში მალევე ჩამობნელდა, წასასვლელი არსად მქონდა ამიტომ უაზროდ დავბორიალობდი, თავი ცოტათი მაინც რომ დამეცვა თებერვლის სუსხიანი ქარებისგან სუპერმარკეტებში შევდიოდი თავს ვიკატუნებდი თითქოს რამეს ვარჩევდი საათნახევარი სითბოში დავაბიჯებდი ჩემი ცისფერი კეტებით და როცა მომსახურე პერსონალის ეჭვის თვალს შევამჩნევდი შოკოლადის პატარა ბატონს ვყიდულობდი და სხვა სუპერმარკეტში შევდიოდი

-ფრთხილად არ დაამსხვრიო ძვირფასი ღვინოა-მომესმა ხმა როდესაც ერთ-ერთ მაღაზიას ჩავუარე სატვირთო მანქანაში ახალგაზრდა 14-15 წლის ბიჭი ღვინით სავსე ხის ყუთებს ტვირთავდა. შევნიშნე როგორ უჭირდა ყუთების სატვირთოში ატანა რადგანაც მარჯვენა ხელი ბინტით ჰქონდა შეხვეული და მაინც ზოგი რა გამოუვალ მდგომარეობაშია, იძულებულია ასეთ ასაკში ასეთ სიბნელეში და მდგომარეობაში იმუშაოს

სწრაფად მივედი მასთან და დახმარება შევთავაზე,თავიდან უარზე იყო მაგრამ როცა დარწმუნდა რომ არაფრის მოპარვას არ ვაპირებდი დიდი მადლობების მოხდით დამთანხმდა. მე სატვირთოში ავედი და მის მოწოდებულ ყუთებს აკურატულად ვალაგებდი ერთმანეთზე რომ არცერთი ბოთლი არ გამტყდარიყო

-მორჩა ეს ბოლო ყუთი იყო დიდი მადლობა დახმარებისთვის ნუნა

-არღირს სამადლობლად-ბოლო ყუთი დავდე და ხელები დავიფერთხე

-მე უფროსს უნდა დავუძახო მანქანა რამდენიმე წუთში დაიძვრება

-ა გასაგებია

ზურგჩანთის ასაღებად წავედი რომელიც სატვირთვოში ატანილ ყუთებთან მივაგდე რომ ხელი არ შეეშალა მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ერთ-ერთ ყუთს ლურსმნი ჰქონდა გამოჩვერილი თასმით გამოვედე და თავის დაღწევას ვეღარ ვახერხებდი

-ჯანდაბა ვინმე დამეხმარეთ თუშ...-სატვირთო უეცრად ბრახუნით დაიხურა და იქ სრულებით დაბნელდა მაშინვე დამცხა პანიკამ ამიტანა

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now