წესი მეორე

208 24 5
                                    

ოდესმე თუ შეხვედრილხართ ,,საზღვარზე მყოფ,, ადამიანს,რათქმაუნდა აქ არ იგულისხმება ადამიანი რომელიც ორ ქვეყანას შუა დგას

აქ იგულისხმება ადამიანი რომელსაც ვერ გაუგია ვინაა
საკმარისია მისმა პიროვნებამ წარმოაჩინოს რა ბუნების ადამიანია რომ მისი მეორე მხარე საპირისპიროს დაამტკიცებს

ასეთი ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს, მათში ორი ერთმანეთის მოქიშპე სამყარო იბრძვის,სწორედ ასეთ ტიპს მიეკუთვნება კიმ თეჰიონი

რაში გამოიხატა ეს ვფიქრობ თავადაც მიხვდით, ერთი შეხედვით ბიჭი ცივი და უგულოა,თითქოს არ ადარდებს შავთმიანი რეიჩელის ბედი, მაგრამ ამავდროულად სადღაც გულის კუნჭულში თავს მოვალედ თვლის მასზე იზრუნოს, ვინაიდან ეს გოგო სწორედ მის ფანჯარასთან დაეცა, როგორც ბეღურა ზამთარში.

და მაშინაც როცა ბართან იდგა და ვისკის ჭიქებს ამშრალებდა, მის ერთ მხარეს სულ არ ადარდებდა იუ რაეს პირველი დღე ახალ გარემოში, მეორე მხარე კი თვალებს აცეცებდა,ეშინოდა გოგონა შარში არ გახვეულიყო

-კიდევ ერთი დამისხი....ოე თეჰიონ გესმის კიდევ ერთი დამისხი!!!

დაუყვირა უფროსმა ბიჭმა უმცროს და თითები სახის წინ გაუტკაცუნა

-რა რაგინდა?

გონს მოსულმა ქერამ ჯიმინს ყურადღება მიაქცია

-კიდევ ერთი დამისხითქო

ქერამ უფროსის ჭიქაში ყელის მწველი სითხე ჩაასხა და უფროსმაც ერთი ყლუპით სასმლისგან დაცალა ჭიქა

-არ გეყოფა?ეს უკვე მეექვსე იყო

-მე გადავწყვეტ როდის მეყოფა

ქერამ მხოლოდ თავი გააქნია და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა

-თეჰიონ კლიენტები წუწუნებენ რომ ცოცხალი მუსიკა არ არის სად დაეთრევა ის ნაბიჭვარი

გაღიზიანებით მიუახლოვდა მენეჯერი ბარს და ქერას საყვედურებით სავსე თვალებით ჭამა დაუწყო

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now