ხაფანგი

215 27 8
                                    

უკვე მერამდენე საათია წვიმა არ წყდება,ფანჯრის მიღმა მთვარის მოტანილი სიბნელე და მზის თანმხლები სინათლე ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებიან,ნიშნად იმისა,რომ მალე გათენდება

მალე გათენდება,მე კი თვალიც არ მომიხუჭსვს.
უბრალოდ არ შემიძლია...მეშინია ახალი დღის,მეშინია გათენების,მეშინია იმის რაც მოხდება

ქუჩის ლამპიონები ნელ-ნელა დაკისრებულ საქმეს ასრულებენ და ერთი მეორეს მიყოლებით ქვრებიან.
წვიმა კი ისევ მოდის...

ოთახში სამარისებური სიჩუმეა რომელსაც მხოლოდ ჩემი გულისცემა,საათის წიკწიკი წვიმის წვეთების ფანჯრის რაფასთან შეჯახების ხმა და ქერათმიანი ბიჭის მშვიდი სუნთქვა არღვევს.

მთელი ეს დრო გაუნძრევლად ვიწექი,მეშინოდა არ გამეღვიძებინა მაგრამ ახლა ცდუნება მძლევს და მისკენ ნელა ვბრუნდები,ძლიერი მკლავები კვლავ ჩემს სხეულზე აქვს შემოხვეული,ასე მშვიდად,ასე წყნარად...

ხელს მის ქერა თმაში ვაცურებ რომელიც ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივების ქვეშ ოქროსფრად ელვარებს
ურჩ თმას თვალებთან რომ ჩამოჰყრია სახიდან ვაშორებ და მშვენიერი ხედი მეშლება აკურატული ნაკვთების სახით...

ზამთრის ძილით ჩაძინებულ დათვს მიუგავს სახე
ისე მშვიდად ისე წყნარად...
ცდუნება მძლევს და ალუბლისფერი ტუჩებისკენ ვიწევი მაგრამ ვიდრე შეხებას მოვასწრებდე ღრმა თაფლისფერი თვალები ჩემს გამოჭერას ახერხებენ

ბიჭის სახეზე გამარჯვებულის ჩაცინებას ვამჩნევ და როცა აჭარხლებული ლოყებით უკან ვიწევ წელზე ხელის შემოხვევით კვლავ თავისთან მაბრუნებს

-დილამშვიდობისა

ძილიდან ახლად გამოსულს ხმა ოდნავ ჩახლეჩილიაქვს მაგრამ მაინც ჩვეულებისამებრ მის დაბალ ხმაზე ტაოს მაყრის

-დილამშვიდობის

ვცდილობ ღიმილითვე ვუპასუხო მაგრამ დროულად ვერ ვასწრებ რადგან მის თვალებში ვარ ჩაკარგული

ჩემი ღარიბი პრინცი-კიმ თეჰიონიWhere stories live. Discover now