Class Playboy

161 20 6
                                    

ლიზა*

მე და ჩაემ მთელი შუადღე Netflix-ის ყურებაში გავატარეთ.

როცა ნაყინს ვჭამდით, თქვა:
ლიზა, ღამე აქ დარჩი რა? ლეკვის თვალებით მიყურებდა და თვალებს აპაჭუნებდა.

აჰ.. მაგრამ... შემოთავაზებაზე უარის თქმის მიზნით სიტყვების ძებნა დავიწყე. მის სახლში ბატონი ჯეონის გამო ვერ დავრჩები. არ ვიცი  დამთანხმდება თუ არა, ღამე სხვაგან დარჩენაზე.

გთხოვ ლიზა, ახლა ძალიან მოწყენილი ვარ და ჯიმინს ვერ დავუკავშირდები. შესაძლოა,  ბატონი ჯეონის გაკვეთილზეა ორიენტირებული. მას ნამდვილად მოსწონს ის თქვა უდანაშაულოდ.

გონებაში უკვე მიტრიალებდა ჯიმინისა და იმ გოგოს ცხელი სცენები, რომლებიც შეიძლება ახლა აქვთ.

მის ასე ნახვას ვერ ვიტან , ამის გამო არ შემიძლია რომ შევეწინააღმდეგო. უბრალოდ ბატონ ჯეონს მოგვიანებით ავუხსნი ყველაფერს, რომ სახლში არ ვიქნები ან ჯერ სახლში  წავალ და პირადად ვთხოვ ნებართვას.

კარგი, კარგი, მაგრამ ჯერ სახლში უნდა წავიდე. ფორმა უნდა გამოვიცვალო.

მოიცა რა, მე ბევრი ტანსაცმელი მაქვს,რაც გინდა ის აირჩიე. თქვა მან და ჩემს ფორმას დახედა.

ვიცოდი, რომ ამას შემომთავაზებდა, მაგრამ პირველ რიგში სახლში უნდა წავიდე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მისი ტანსაცმელები არ მომწონს, უბრალოდ ძალიან მინდა ბატონი ჯეონი დღის დასრულებამდე ვნახო.

მაგრამ რა ვქნა? სხვა გზა არ არის.

კარგი, მაგრამ დამპირდი, რომ ტირილს შეწყვეტ.

აღარ ვიტირებ. ახლა შენ ხარ აქ და ნაყინიც მაქვს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დღე გავძლო. მაგრამ ჯიმინიც მენატრება, ამოისუნთქა მან.

მეც ამოვისუნთქე. რომ იცოდეს, რას აკეთებს ახლა ის შტერი.

Crash Landing on You-ს ვუყურებდით და უცებ ჩაემ, პირზე ხელი აიფარა, და თვალები აუწყლიანდა.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Where stories live. Discover now