Teacher VS Student

201 22 3
                                    

ლიზა*

მომდევნო დღეს

3 საათიანი ძილის შემდეგ გამეღვიძა. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, როგორ მტკიოდა სხეული მანქანის დაჯახების გამო და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერ მოვახერხე ჩემი ჩანთის უკან დაბრუნება,  რომელშიც ფული მედო, ეს ფული კი ძიძად ყოფნისას ვიშოვე.

ფულის არქონლობა ნიშნავდა, რომ ბიძაჩემის ალკოჰოლისა და მეძავის ფულს ვერ გადავიხდიდი და ამის ყველაზე მეტად მეშინია. ვიცი რომ მცემს, ან უარესი გამაუპატიურებს.

მაგრამ მე ამისთვის ყოველთვის მაქვს გეგმა B.

მე შევძელი რომ ფული გადამეხადა, სახლში ჩემი საიდუმლო ყულაბის გატეხვით. თუმცა გული დამწყდა, რადგან ეს ყულაბა ჩემთვის ძვირფასი იყო, იგი ჩემმა ტკბილმა კლასელმა ჰობიმ მაჩუქა.

ათასჯერ მინახავს როგორ ურტყამს ბიძაჩემი იმ მეძავებს ხელს, ეს ამაზრზენად გამოიყურება. ამიტომ ვფიცავ, რომ არასოდეს მივცემ უფლებას არც ერთ ბიჭს შემეხოს. შეიძლება ვერც კი გავუძლო პენისის ხედს, როცა დრო მოვა.

დილის 5 საათზე ცივი აბაზანა მივიღე. ფრთხილად ვიყავი, რადგან სუნიანი მდივანზე მწოლი ბიძაჩემი არ გამეღვიძებინა. სკოლაში მანამ უნდა წავიდე სანამ ის გაიღვიძებს, მაგრამ ფეხი ძალიან მტკივა და სიარული მიჭირს.

ჯანდაბა იმ ბიჭს რომელიც დამეჯახა და ველოსიპედი დამიმტვრია, ძალიან გაუმართლა რომ არ მოვკვდი. გუშინ ღამითაც ვეძებდი იმ კაცს, რომ ყველაფრისთვის მომეთხოვა. ის ქურდიც ვერ ვნახე. ახლა ველოსიპედიც დამემტვრა და სკოლაში ფეხით წასვლა მომიწევს.

ვსაუბრობთ გოგონაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ადამიანია. ფეხი დავიზიანე, ველოსიპედი დამემტვრა და ფული დავკარგე სულ ამ ბიჭის გამო! ახლა კი სკოლაში ფეხით სიარული მიწევს.

საწყალი მე.

სკოლაში ჩვეულებრივ ადრე მივედი და გარშემო მიმოვიხედე, სადაც მხოლოდ რამოდენიმე სტუდენტი იყო.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Where stories live. Discover now