Knowing Her

154 20 6
                                    

ლიზა*

ველოდებოდი ბატონ ჯეონს, რომ მითითება მოეცა თუ რა გამეკეთებინა.

ცოტა ხნის წინ მისაღებში დამტოვა, რათა ვახშამი მოემზადებინა.

ძალიან მინდა ვკითხო, დახმარება უნდა თუ არა საჭმლის მომზადებაში, მაგრამ ის არ ლაპარაკობს. მისი პირი მჭიდროდ არის დახურული, მისი თვალები კი მხოლლოდ საჭმელზეა მიმართული.

მე მხოლოდ ვზივარ და ვუყურებ.

ეს მართლაც უხერხულია.

საერთოდ არც კი მიყურებს.

კიდევ 3 წუთიანი ლოდინის შემდეგ თავი ვეღარ შევიკავე.

ამ... ბატონო ჯეონ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?

უბრალოდ დაჯექი. სასადილო სკამზე მანიშნა, ცარიელი გამომეტყველებით. ის მაინც არ მიყურებს.

ბატონი ჯეონი ცუდ ხასიათზეა?

თუმცა მაინტერესებს რამ გააღიზიანა?

ნამჯუნის დედამ?

მაგრამ მან ბოდიში უკვე მოიხადა.

მაგიდისკენ მსუბუქი ნაბიჯებით წავედი და სკამზე დავჯექი და ველოდებოდი როდის დაამთავრებდა.

როცა დაასრულა, ქათამი და რამდენიმე ბოსტნეული მაგიდაზე დადო, ბოლოს კი ჩემს წინ დაჯდა.

აი, ვჭამოთ. - თქვა ბატონმა ჯეონმა. მისი თვალები საჭმელზე იყო კონცენტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უხერხულია მასთან ერთად ჭამა, მეტი არაფერი მითქვამს.

ბატონი ჯეონი საოცრად მშვიდია. მგონი ეს მისი ნამდვილი პიროვნებაა.

ალბათ კიდევ სხვა მხარეებიც აქვს, რომლებიც არ ვიცი და ჯერ არ მინახავს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინო, როგორ მოვიქცევი მის გარშემო.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Where stories live. Discover now