Jeon's Advice

207 23 8
                                    

ჩვეულებრივზე ადრე ავდექი იმ იმედით, რომ წასვლამდე ლიზას დაველაპარაკებოდი

ასე რომ აღელვებული წავედი სასტუმრო ოთახში, რათა მენახა უკვე გაიღვიძა თუ არა

დავინახე რომ ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა, მას ჯერ კიდევ ეხურა საბანი რომელიც გუშინ დავაფარე, ხელებით კი ბალიშს ეხუტებოდა.

ოთახიდან გასვლამდე ცოტახანი ვუყურებდი

ის აშკარად დაღლილია გუშინდელის გამო

სამზარეულოში ჩავედი რათა მისთვის რაიმე მომემზადებინა. უბრალო ბლინები და ტოსტები გავუკეთე. ცოტახანში ყავაც მოვიმზადე. ნელ-ნელა ვსვავდი და თან ლიზას საჭმლის წერილს ვუწერდი, შემდეგ კი საუზმის მახლობლად დავუდე.

ლიზა, მიირთვი ეს რათა ძალები სწრაფად აღიდგინო, შეგიძლია დღეს სკოლა გააცდინო.
გთხოვ კარგად დაისვენე
ბატონი ჯეონი.

სკოლაში მივედი, მაგრამ დირექტორმა სასწრაფო შეხვედრაზე დამიბარა

დილამშვიდობისა ბატონო იანგ გჭირდებით?

ბატონო ჯეონ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ რაღაც უნდა გკითხოთ

მისმა სიტყვებმა შემაშფოთა, ნუთუ ლიზაზე სურს საუბარი, მან რა იცის რომ ის ჩემთან რჩება?

რა არის ბატონო იანგ? ვკითხე ნერვიულად

ეს თქვენს კლასზეა, მათი ტესტების შედეგები ძალიან დაბალია, მხოლოდ ორმა მოსწავლემ ჩააბარა გამოცდა, რა ხდება მათ თავს? განსაკუთრებით კიმ ლიზას ქულა, მას ერთი სწორი პასუხი ძლივს აქვს.

ლიზა? ვკითხე დასადასტურებლად, დარწმუნებული ვარ სახლში არსებულმა ვითარებამ იმოქმედა მის ნიშანზე.

დიახ ლიზა და ასევე თითქმის ყველა მოსწავლეს ემუქრება კოლეჯის საკვილიფიკაციო გამოცდაში ჩაჭრა, ისინი ვერ წავლენ საუკეთესო კოლეჯებში და უნივერსიტეტებში, შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ?

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Where stories live. Discover now