Finaly Rescued

174 22 10
                                    

12 მილიონი ვონი? რა! ეს თითქმის 10 ათასი დოლარია!

რათქმა უნდა მე ყოველთვის შემიძლია ამის გადახდა მაგრამ რა ჯანდაბაა.

დიახ ბატონო ჯეონ, აი აქ არის ქვითარი და შეამოწმეთ. ცოტა ხნის წინ გადარეული პატრონი საბოლოოდ დამშვიდდა, როცა ვთქვი რომ ამას მოვაგვარებდი.

მაგრამ არ მეგონა რომ გადასახადი ასეთი მაღალი იქნებოდა.

რა ჭამეს ასეთი? ოქროს ზოდები?ოქროს სასმელები დალიეს? ეს უბრალოდ კარაოკისთვის ზედმეტად ძვირია.

ყველა მათგანს გავხედე.

ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ყველამ თავი ჩახარა. თუ არ მიპასუხებთ ახლავე დავურეკავ თქვენს მშობლებს!

არა გთხოვთ ბატონო ჯეონ მათ არ დაურეკოთ, ყველამ ვედრება დამიწყო.

ეს დაჰიუნის ბრალი იყო ბატონო. ჯონგიონმა შეწუხებულმა გახედა თავის თანაკლასელს. თქვა რომ კარაოკეზე დაგვპატიჟებდა, მაგრამ საბოლოოდ ფული არ აქვს.

მართალია ქალბატონო კიმ? ვკითხე და თავი დამიქნია.

ვფიცავ რომ სფულე დავკარგე. ნაღდი ფული და ბარათები იქ მედო, თქვა თითქმის ტირილით.

მათი შეშინებული სახეების დანახვისას ამოვისუნთქე და ჯიბიდან საფულე ამოვიღე. მფლობელს გადავუხადე და ხელი მოვაწერე, პოლიციას რომ გამოეშვა ისინი.

როდესაც გარეთ გამოვედით დაძაბულობა უფრო გამწვავდა.

იცით ის თანხა რომელიც ახლა გადავიხადე, ჩემ 3 თვის ხელფასზე მეტი იყო. ვთქვი და ყველამ ლეკვის თვალებით შემომხედეს.

საქმე ფულში არ არის, მე იმაზე ვბრაზდები რომ ამ ასაკშიც უპასუხისმგებლოები ხართ.

მაგრამ დაჰიუნი...

შესაძლოა დაჰიუნის ბრალია მაგრამ, ასეთ დროს ყოველთვის უნდა გქონდეთ გეგმა B. ისეთი ინციდენტები როგორიცაა საფულის დაკარგვა, გარდაუვალია. თითქმის სკოლა დაამთავრეთ და ყოველთვის ისე იქცევით თითქოს ისევ პირველ კლასში იყოთ. გავჩუმდი და ვფიქრობდი მართლა ნანობდნენ თუ არა თავიანთ საქციელს.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें