Class Gossip

176 23 22
                                    

სახლში რომ მივედი ბატონი ჯეონის მოცემული ტანსაცმელი გავიხადე და გავრეცხე.

იმის შიშით, რომ არ ვიცოდი
ბიძაჩემი რამდენ ხანს დარჩებიდა ციხეში, ვეცადე რომ სახლი სწრაფად დამეტოვებინა.

სახლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი ავიღე და ობოლთა სახლისკენ წავედი, თანაც იმედი მაქვს ცოტახანს იქ დარჩენას შევძლებ

არც ვიცი სად უნდა წავიდე, სახლში ბიძაჩემის შიშით ვერ დავბრუნდები, ბატონ ჯეონთანაც ვერ წავალ, რადგან თქვა რომ მხოლოდ ერთი ღამით დავრჩებოდი.

ამიტომაც მის მოსვლამდე წავედი სახლიდან, თუ იქ ვიქნებოდი შესაძლოა გამოვეგდე..

როუზის სახლში ვერ დავრჩები, რადგან არ მინდა ავანერვიულო, მას ახლა ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და არ მინდა მეც დავემატო.

ახლა ერთადერთი ადგილი სადაც შემიძლია წავიდე ბავშვთა სახლია,
იმედი მაქვს დეიდა იუშა ერთი ორი დღით დარჩენის უფლებას მომცემს.

როცა თავშესაფარში მივედი, ყველამ ჩახუტებით დამხვდა, ჩემი პატარები. წამით ჩემი ყველა პრობლება დამავიწყდა, მათი ღიმილის დანახვა
ბედნიერებას მანიჭებს.

ბავშვები იმედს მაძლევენ, ამიტომ მინდა მასწავლებლობა.

მინდა ისეთი კარგი მასწავლებელი ვიყო, როგორიც ბატონი ჯეონია.

მის გახსენებაზე გამეღიმა, თითქოს მისნაირ მომხიბვლელ პრინცზე ვოცნებობ.

როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სრულყოფილი იყოს?

ბატონი ჯეონის შეყვარებული ძალიან იღბლიანია.

მაინტერესებს როგორ გამოიყურება

შესაძლოა ის ისეთივე ლამაზია, როგორი სიმპატიურიც ბატონი ჯეონია.

ნეტავ ოდესმე ვიპოვი ბატონი ჯეონის მსგავს კაცს? იმედი მაქვს. მაგრამ ჩემნაირი ნაგვისათვის ასეთი სრულყოფილი კაცის პოვნა შეუძლებელია.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon