Missing Bestfriend

208 22 6
                                    

ლიზა* 

მეორე დღე ჩვეულებრივი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ბატონი ჯეონისთვის. გამეღვიძა და დავინახე, როგორ ამზადებდა საუზმეს ორივესთვის. 

გამახსენდა, რომ წუხელ ჩემს ოთახში შემოვიდა, რათა მათემატიკის ამოცანის გადაჭრაში დამხმარებოდა.

ჩემდა გასაკვირად, ბატონი ჯეონი მათემატიკაში ძალიან კარგია.   ყველაფრი გავიგე, რაც მან ამიხსნა.

მისი ხელმძღვანელობით ამოცანის პრობლემა გადავჭერი და როცა დავამთავრე, შემიმოწმა და მითხრა, რომ სწორად გავაკეთე.

წუხელ ძალიან ბედნიერი ვიყავი. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რადგან ჩემი მასწავლებელი ისე მასწავლის, რომ სანაცვლოდ არაფერს არ მთხოვს.

ბატონ ჯეონთან ცხოვრება ისეთი შეგრძნებაა, თითქოს პრინცესა ვარ რომელიც წლების გამნმავლობაში ბიძამისის ძალადობაში იმყოფებოდა და პირველად იგრძნო თავი მშვიდად.

ყველაფერი ბატონი ჯეონის სიკეთის წყალობით ხდება და ისევ, რაც დრო გადის, ჩემი გრძნობები მის მიმართ უფრო ღრმავდება.

გრძნობა საშინლად ამაღელვებელია, მაგრამ ძალიან კარგად ვაცნობიერებ მის საშიშროებას.

ბატონ ჯეონს შეყვარებული ჰყავს.

არ ვიცი რამდენი ხანია რაც ურთიერთობაში არიან, მაგრამ ვგრძნობ, რომ ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე რომ, რასაც ახლა ვგრძნობ, განზე უნდა დავტოვო, რათა არ დავარღვიო მათი მშვიდობიანი ურთიერთობა.

არ მინდა რომ იცოდეს რას ვგრძნობ. იმიტომ რომ არ მინდა ჩემს ირგვლივ უხერხულად იყოს. მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ახლა გვაქვს.

ეს მასწავლებელისა და მოსწავლის ურთიერთობა ჩემთვის მოხერხებულად მუშაობს. შემიძლია ყოველდღე გავატარო დრო მასთან.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Where stories live. Discover now