Change Impression

176 26 6
                                    

ბატონმა ჯეონმა ბიძაჩემი მომაშორა და იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ მისი მეორე მხარეს დაგდება მოახერხა.

ბიძაჩემმა ცადა რომ ბატონი ჯეონისთვის დაერტყა, მაგრამ მან სწრაფად აიცილა მუშტი.

ბატონმა ჯეონმა მოახერხა და ბიძაჩემი მკლავის გადმოტრიალებით დაიჭირა, მე კი ადგილზე გაშეშებული ვიყავი განვითარებული მოვლენების გამო.

მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა - პოლიცია გზაშია, თქვა და ბიძაჩემმა ძირს ჩაიკეცა.

ის იმდენად შეშინებული იყო, რომ ბატონ ჯეონს ვედრება დაუწყო, რომ გაეშვა. მაგრამ ბატონი ჯეონი ძალიან გაბრაზებული ჩანდა, თვალები ისეთი ცივი ჰქონდა, როგორც არასდროს.

ციხეში დალპები! მისი პირიდან ამოსული სიტყვები შხამიანად ჟღერდა, ამის გაგონებაზე ბიძაჩემი ადგილზე გაიყინა.

მალე პოლიცია მოვიდა და მონსტრი წაიყვანა. ერთმა პოლიციელმა სცადა ჩემთან დალაპარაკება, მაგრამ ბატონმა ჯეონმა შეაჩერა. ისინი ერთ კუთხეში საუბრობდნენ. მე ისევ იატაკზე ვიჯექი და მუხლებს ვეხუტებოდი.

ლიზა, ბატონი ჯეონის თბილმა ხმამ ტრანსიდან გამომიყვანა, როცა მას შევხედე ის თავისი ქურთუკის შემოთავაზებას ცდილობდა, მაშინ გავაანალიზე თუ როგორ გამოვიყურებოდი.

საცვლების და ბიკინის ამარა ვიყავი, სახე გამიწითლდა, როცა მივხვდი რომ ბატონმა ჯეონმა საცვლებით დამინახა.

მისი ქურთუკი ავიღე და ტანზე შემოვიხვიე.

ნაზად ვუთხარი - მადლობა.

ეს პირველი დღეა როცა მას აღტაცებით შევხედე.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როცა ვიღაც ამ ჯოჯოხეთისგან გადამარჩენდა.

ბატონმა ჯეონმა თავისი ნაზი თვალები ჩემსკენ მოატრიალა როცა დარწმუნდა რომ ქურთუკი შემოვიხვიე. მის თვალებში წუხილს, სევდას და დანაშაულის გრძნობის განცდას ვკითხულობდი.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum