Coincidence

226 25 6
                                    

ბატონმა ჯეონმა საბოლოოდ ხელი გაიშვა. წამოდი, მშიერი იქნები. თქვა და მისი მანქანიდან გადმოვედით.

როცა მის სახლში შევედით, ის პირდაპირ სამზარეულოში გავიდა, რომ საჭმელი გაეკეთებინა.

ბატონო ჯეონ..  შეიძლება დაგეხმაროთ? ვიკითხე.

-არაა საჭირო ლიზა, თავად გავაკეთებ, შენ შეგიძლია შენს ოთახში ახვიდე გამოსაცვლელად.

უი ხო.. ისევ ჩემი ფორმა მაცვია.

Მადლობა ბატონო. ვუთხარი, შემდეგ კი მეორე სართულზე კიბეებით ავედი. ოთახში რომ შევედი სააბაზანოში შევედი, რათა მებანავა

როცა წყალში ვიწექი. ხელები მკერდთან დავიდე და ჩემს გულის ცემას მოვუსმინე.

შანსი არაა რომ ეს გრნობა ნორმალური იყოს.

გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ ჩემი გრძნობები ბატონი ჯეონის მიმართ ყოველდღიურად იზრდება.

და რამდენჯერაც სინდისი მეტყვის რომ შევჩერდე, ვერ ვჩერდები. ჩემი გული ბატონი ჯეონისკენ მიიწევს და ჩემი თავის გაკონტროლება არ შემიძლია

Მე ის მომწონს.

მე ძალიან მომწონს ბატონი ჯეონი.

ის ნამდვილად კარგად მექცევა. მან გადამარჩინა გაუპატიურებისგან, თავის სახლში მომიყვანა, საჭმელს მაჭმევს, ისე თითქოს მისი ოჯახი ვარ  და მისი ნაზი სიტყვები ყოველთვის ამშვიდებს ჩემს დამწუხრებულ გულს.

როგორ შეიძლება ასეთი კაცი არ მოგწონდეს?

ის უბრალოდ ზედმეტად სრულყოფილია, რომ არ მომეწონოს.

ახლა კი საჭმელს მიმზადებს. მანქანაში ხელი ჩამკიდა და სულ ცოტა ხნის წინ სკოლიდან მომიყვანა.

თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან დავადანაშაულე, რომ ჩემზე არ ზრუნავდა მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი დღე ქალბატონ ჯი-ეუნზე ვეჭვიანობდი.

მაგრამ სინამდვილეში ჩემს გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს. მას  შეყვარებული ჰყავს. ის ლამაზი მსახიობია და თავს დავდებ, რომ მასთან ერთად ძალიან ბედნიერია.

შესანიშნავი მასწავლებელი ჯეონი (მიმდინარე)Where stories live. Discover now