Part 22

2.7K 100 33
                                    

Time skip
  
     უკვე 2 წელია მე და დაჩი ერთად ვართ. დედას და მამას უკვე გავაცანი კარგი შთაბეჭდილება დაუტოვა მათ და მგონი ჩემზე მეტად შეუყვარდათ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. სოფომ სწავლა ამერიკაში გააგრძელა, მარი და დემეც ამერიკაში არიან. ნიკას შეყვარებული ყავს, ნიცა ჰქვია. ძალიან საყვარელი გოგოა და შევეწყეთ ერთმანეთს. მუშაობა დავიწყე რაც ძალიან მიხარია, უფრო იმიტომ რომ დაჩის კომპანიაში ვმუშაობ. რამდენიმე გოგო საშინლად არ მეპიტნავება, კიდევ ვერ შეიგნეს მე და დაჩი რომ ერთად ვართ. ახლა ჩემი საყვარელი სეზონია, ზამთარი. ახალი წელი ახლოვდება და სახლის მორთვის „რიტუალები" მაქვს გაჩაღებული.
მართალია თბილისში არ ვხვდებით ახალ წელს, მაგრამ მაინც. ბაკურიანში ვაპირებთ წასვლას, გული მწყდება ჩემი ახლო მეგობრები ჩემთან ერთად რომ ვერ იქნებიან ახალ წელს.  2 კვირა დარჩა ახალ წლამდე, დაჩიმ აიჩემა შენი მშობლებიც წამოვიდნენ ცოტანი ვართ და ცუდი არიქნებაო. მეც დავთანხმდი და 29ში ისინიც ჩვენთან ერთად მოდიან. უფრო ადრე მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებთ.

      — როგორ ხარ პრინცესა?-ჩემს კაბინეტში დაჩი შემოვიდა და ყავა შემომიტანა-ისეთია შენ რომ გიყვარს
    — მადლობა-გავუღიმე და ცხელი ყავა დავაგემოვნე
     — დაიღალე?-მკითხა და მზრუნველი თვალები მომაბყრო-მომეცი ეგ ნახაზები და მე დავამთავრებ
     — არმინდა შენც დაღლილი ხარ. მალე მოვრჩები და რამე ვჭამოთ რა, მომშივდა
     — კარგი-ჩემს უკან დადგა და კისრის დამასაჟება დაიწყო
     — დაჩი ყურადღება მეფანტება!
     — ამაზე არ იფიქრო! უბრალოდ მოეშვი, ძალიან დაძაბული ხარ!-მალე დავასრულე ჩემი საქმე და საჭმელად გავედით
      — რას შეჭამ?
       — ცეზარს-შეკვეთა მივეცით და დაველოდეთ როდის მოგვიტანდნენ
     — ბაკურიანში რას იცვამ?
     — არვიცი დაჩი, ალბათ რამე წითელ კაბას! ახალი წლის შესაფერისს
     — წითელი ძალიან გიხდება, მაგრამ კაბაში არ შეგცივდება? ეციება იქ
     — დაჩი გარეთ ხომ არ ვიქნები კაბით და სახლში არ ეციება
     — კარგი, როგორც შენ იტყვი-გამიღიმა და ფანჯარაში დაიწყო ხედის თვალიერება. მალე ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს, გემრიელად მივირთვით და წამოვედით
     — დღეს დარჩი ჩემთან
     — კაი, ნიკას გავაფრთხილებ

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now