part 10

1.9K 79 6
                                    

ნიკას და იკას ერთმანეთზე ჩახუტებულებს ძირს ეძინათ, ლილიანა და ალექსანდრე მდივანზე გაშოტილიყვნენ. ორივე წყვილს ფოტოები გადავუღე და ჩემი ოთახისკენ გავეშურე, სადაც უფრო გასაოცარი სიტუაცია დამხვდა მარის და დემეს ჩემს საწოლზე გადახლართულებს მშვიდად ეძინათ, რომ კითხო არაფერი ხდება მათ შორის. გაოცებული ისევ უკან გამოვედი და სოფოს ძებნა დავიწყე ბოლოს სამზარეულოში გადავაწყდი
— ამდენ ხანს სად ხარ საშინლად მოვიწყინე-დაიწყო წუწუნი
— დაჩისთან ერთად ვიყავი, მიდი ყავა გააკეთე და ახალი ამბები მაქვს-ვუთხარი ღიმილით და ახალი „წყვილის" გასაღვიძებლად წყლით გავეშურე რაზეც სოფოს ჩაეცინა ორი დიდი ჭიქა წყალი გადავასხი ზედ და კმაყოფილი სახით ვუყურებდი მათ რეაქციას
— რახდებაა, სულ სველი ვარ გაგიჟდიიი?!!-დაიწყო ყვირილი მარიმ რაზეც გამეცინა
  — ანანო ვერ გადამირჩები!-ჯერ ისევ მძინარე ხმით შემიბღვირა დემემ
— ბედავთ და ხმას იღებთ?-ორივე სწრაფად გაჩუმდა
— თქვენი ეს საქციელი რას მივაწერო?
— ჩვენ...იციი..ანუუ-დაიწყი ბლადუნი მარიმ
— ჩვენ უბრალოდ ბევრის დალევა მოგვივიდა და თავი და გრძნობები ვეღარ გავაკონტროლეთ უბრალოდ ერთად გვეძინაა ესაა და ეს-თქვა დემემ
— ხო ისეთი არაფერია-დაეთანხმა მარი
— გრძნობები?-ეჭვისთვალით გავხედე დემეს
— ხო...ნუ მარის მიმართ გრძნობები მაქვს და ეს გავუმხილე
— ვაიმეეეე! ეს რას მოვესწარი როგორც იქნაა თვალები აეხილაა-დავიწყე ყვირილი და სიხარულისგან ხტომა
— რაგაყვირებს გოგო?!-ოთახში ახალგაღვიძებულმა ნიკამ შემოაბიჯა
— ძამიკო ჩვენი ახალი წყვილი უკვე გაიცანი?
— რომელ ახალზე მელაპარაკები წლებია ერთმანეთის დანახვაზე თვალებში ვარსკვლავები უცეკვდებიან-დაამთქნარა და ლოყაზე ძლიერად მაკოცა-მომენატრე ნუ გადაიკარგები ხოლმე!
— ერთი დღეც ვერ ძლებ ჩემს გარეშე რაგეშველება-თავი დავიფასე-ქალბატონო მარიამ მორჩით ნებივრობას და სამზარეულოში ყავაზე გამობრძანდით
— აჰჰ ადამიანს არაფერს დააცდით-ადგომა დააპირა, მაგრამ დემემ გააჩერა შუბლზე აკოცა, ლოყები გაუწელა და შემდეგ გამოუშვა. მე კი ამ სანახაობაზე თვალები ავატრიალე თუმცა შიგნიდან სიხარულისგან ვცეკვავდი მათი ამ ამბის გამო. დემე ისევ ძილს მიუბრუნდა და ნიკას გვერდით მიუწვა, ორივე მუტრუკი ჩემს საწოლზე გაშხლართულიყო. მე და მარიმ სამზარეულოსკენ ავიღეთ გეზი მანამდე მარიმ სველი ტანსაცმელი გამოიცვალა
— გაცივდა ყავა დაგეძინათ?!
— დემეს და ამ ქალბატონის კოცნებს და ჩახუტებებს ვუყურებდი
— დაიწყეს უკვე?
— დიახ დიახ-გავიცინეთ მე და სოფომ
— ჩემზე რო იცინი დაჩისკენ რახდება ქალბატონო?
— ხვალ შუაღამეს გერმანიაში მიდის და დამიბარა არ მოიწყინო უჩემოდო
— ეხლა მოუნდა გერმანიაში გაქცევა როცა დალაგდით?!-თქვა სოფომ
— ხოო 2 კვირით მიდის ან საერთოდ რა საქმე აქვს არც მიკითხავს
— ალბათ სამსახურის საქმეზე მიდის-თქვა მარიმ და კიტკეტით გამოიტენა პირი
— ლილიანა არ გავაღვიძო?
— წეღან თქვა დაღლილი ვარო და ეძინოს ბარემ
— კაიი, აუ სამეცადინო მაქვს ხვალ ვეღარ გავაცდენ ლექციებს
— ხოო დღეს გიკითხა აბაშიძემ
— კაი წავედი ვიმეცადინო დაწექით თქვენ ხვალ ადრე უნდა ავდგეთ
— ხო, ისედაც დაღლილი ვარ, მეძინება ეს ყავაც არ მოქმედებს უკვე-მთქნარებით გავიდა სოფო-ტკბილი ძილიიი-მოგვაძახა გასულმა
— წადი შენ ნიკა გააღვიძე და დაწექი დემესთან-წარბები ავუთამაშე მარის, რაზეც საპასუხოდ შუა თითი დავიმსახურე მადლობა ჩემს ზრდილობიან დაქალს
— წავედი მეც ვიმეცადინო, ნიკას ოთახში ვიქნები-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სამეცადინოდ წავედი, დიდი დრო დამჭირდა. 2ზე მოვრჩი მეცადინეობას ყველას ეძინა, ამიტომ შხაპის მიღება გადავწყვიტე გავიმზადე საჭირო ნივთები და სააბაზანოში შევედი. 10 წუთის შემდეგ ტელეფონზე გაუთავებლად შემოდიოდა ზარები მეც სწრაფად მოვრჩი ბანაობას და ტელეფონი შევამოწმე, დაჩი იყო. 20 გამოტოვებული ზარი დამხვდა, დავპანიკდი თავში მილიონმა აზრმა გამიელვა და სწრაფად გადავურეკე...

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now