part 16

1.4K 66 6
                                    

მე და ქეთი ოთახში ვიყავით და ბევრს ვჭორაობდით, როგორც ჩემზე ისე მასზე. გავიგე მასაც ჰყოლია შეყვარებული 23 წლის ქერა და ცისფერთვალება ლევანი. ფოტოც მაჩვენა ცუდი ბიჭი ნამდვილად არიყო
— ანანო წასვლის დროა მოსაღამოვდა უკვე
— კაი ჩადი და ჩამოვალ-ქეთის ჩავეხუტე და დაბლა ჩავედი. მამუკას და ქეთის გამოვემშვიდობეთ და გზას გავუყევით. 9 საათი იყო
— აუ ნიკა ნეტა მანქანით წამოვსულიყავით, მეზარება სიარული
— კიდე შენ წუწუნებ? შენ მითხარი ფეხით წავიდეთო, ხოდა ხმას ნუ იღებ-ჩემი წუწუნისა და ნიკას როჟების მერე ძლივს მივედით სახლში
— სად ხართ ამდენ ხანს ბავშვებო
— დედა ძლივს წამოვიყვანე ეს ღლაპი. რააქვთ ამდენი სალაპარაკო არ მესმის გეფიცები-ხელები ასწია ნიკამ
— შენც მშვენივრად ჭორაობდი და მარტო მე ნუ მაბრალებ-თვალი ჩავუკარი და კიტრის მწნილი პირში გავიქანე
— ნელა არ დაიხრჩო გოგო-თვალები დამიბრიალა ნიკამ
— დეე ილო სადაა?
— დაბლა სარდაფში კომპოტს ეძებს
— აუუ წავალ ატამს და მარწყვს გამოვატანინებ-წარბები ავათამაშე და სარდაფისკენ წავედი
— მაა ატმის და მარწყვის გავხსნათ რა
— გული გამიხეთქე გოგო-მითხრა სიცილით ილუშამ. ლოყაზე ვაკოცე და ატმის კომპოტს ხელი დავავლე
— მარწყვის შენ წამოიღე-დავუბარე მამას და მაღლა ავირბინე
ამ საღამომაც მშვენივრად ჩაიარა ჩემს თბილ ოჯახთან ერთად. მართლაც მჭირდებოდა განტვირთვა მათთან ერთად. ყველაფერს მოვრჩი და გადაღლილი ოთახში ავედი დასაძინებლად. ჩემს ფუმფულა საწოლზე ვიწექი, როცა ნიკამ შემოაბიჯა ჩემს ოთახში
— გძინავს?
— კი-სწრაფად შემოვიდა ოთახში და გვერდით მომიწვა
— ხვალ მივდივართ და გაემზადე?
— კი ჩავალაგე წეღან
— გინდა შენთან ერთად დავიძინო?
— კიი-ნიკას მივუწიე საწოლში ჩამისკუპდა და ჩამეხუტა
— მიყვარხარ ჩემო პრინცრსა
— მეც მიყვარხარ-თმაზე ფერება და კოცნა დამიწყო მალე მოვითენთე და ჩამეძინა...

ახლა უკვე თბილისში მივდივართ. დედამ და მამამ იმდენი რაღაც ჩაგვიდეს და გამოგვატანეს ჩვენი ადგილი ძლივს დარჩა მანქანაში. რადგან 6 საათზე გამაღვიძა ნიკამ და 7ზე წამოსვლა მოგვიწია გზაში საშინლად მეძინებოდა, ამიტომაც დავიძინე. თბილისში ჩასვლამდე გამეღვიძა. მე და ნიკა მუსიკებს ვუსმენდოთ და ვმღეროდით, შემდეგ პატარა მაღაზიასთან გააჩერა და სასუსნავები იყიდა. მშვენიერი მგზავრობა გამოგვივიდა კარგად გავერთეთ
— ადი შენ სახლში მე მაღაზიაში უნდა გავიარო და თან ჩვენი ნივთებიც ამოვიტანო
— კაიი, რამე გამომიყოლე
— კაი-ჩემს მონატრებულ სახლში ავირბინე და სიხარული შევაბიჯე. ოთახში შევედი გამოსაცვლელად, მაგრამ ერთმა გენიალურმა იდეამ გამიელვა თავში და გადავიფიქრე გამოცვლა. მისაღებში გავიქეცი და სოფოს მარის და ლილოს ჩემი გეგმის შესახებ ვაცნობე. სამივე თანახმა იყო. რათქმაუნდა ერთადერთი პრობლემა ეხლა ნიკას დათანხმება იყო რაც საერთოდ არ გამიჭირდებოდა და აი ნიკაც ამოვიდა სახლში დატვირთული
— ნიკაა ჩემო სიყვარულო ძამიკო
— რა უნდა მთხოვო
— ასეიგი შენი მანქანით ლილიანას მარის და სოფოს გავუვლით უნივერსიტეტში, შენ დემეს იკას და ალექსანდრესაც ეტყვი მაგათაც გავუვლით და წავალთ აგარაკზე. თან სასმელს და რაღაცეებს ავიტანთ. გთხოვ რააა
— მოვიფიქრებ-ფიქრის იმიტაცია გააკეთა
— ანუ კიი?-საყვარელი ბავშვი თვალებით გავხედე
— აჰჰ კარგი წადი გამეზადე. ეს ბავშვი ხო არ მომასვენებს რა
— ბავშვი შენ ხარ! ხო და კიდე რამდენიმე დღით მივდივართ და ლექციებს გავაცდენ
— მაგას მე გადავწყვეტ, ნუ ტლიკინებ შენ! ეხლა გაემზადე-ჩემი ნივთები ჩავალაგე, თავი მოვიწესრიგე და ნიკასთან გავედი. ნიკაც მზად დამხვდა
— წავედით?
— მომეცი ჩავიტანო ნივთები და ჩამოდი-გოგონებს დავურეკე რომ უკვე გავედით სახლიდან და მალე უნივერსიტეტთან ვიქნებოდით. დემე იკა და ალექსანდრე დემეს მანქანით მოდიოდნენ. ძალიან მიხაროდა აგარაკზე წასვლა ყაზბეგში. მალე მივედით უნისთან და ჩემი გოგონები წამოვიყვანეთ. გზაში ერთი ჟრიამული გვქონდა, გამვლელი მანქანები გაშტერებულები გვიყურებდნენ. ბევრს ვმღეროდით და ვიცინოდით. რამდენჯერმე გავჩერდით რაღაცეების საყიდლად და გოგონების სახლში ნივთების წამოსაღებად და აი დავადექით ყაზბეგის გზას...

________________________________
დღეს შეიძლება კიდე დავდო და მადლობა აქტიურობისთვის🫶🏻🤍

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now