part 8

1.9K 90 2
                                    

მანქანას დიდი სისწრაფით ატარებდა, ყველა ძარღვი დაჭიმული ჰქონდა. ხმას არ იღებდა სიჩუმე ისევ მე დავარღვიე
— მას რა გაუკეთეთ?
— რაში გაინტერესებს?!!-იმხელა ხმაზე იღრიალა შემეშინდა
— რა გაყვირებს?!
— ნუ მელაპარაკები ისედაც გაღიზიანებული ვარ ვერ ხედავ?!
— შენ შეგეკითხო როდის ვილაპარაკო? ან საერთოდაც სად ჯანდაბაში მივდივართ?!
— ანანო! ჯანდაბა გაჩუმდი?!!-საშინლად მომეშალა ნერვები რა უფლებით მიყვიროდა
— მანქანა გამიჩერე ახლავე!
— შენ სულ გამოშტერდი ხო ჩემს ნერვებს ნუ ცდი იცოდე?!
— მანქანა გამიჩერეთქო!
— ამის დედაც!-საჭეს ხელები დაარტყა და მანქანა გადააყენა სწრაფად გადმოვედი მანქანიდან დაჩიც გადმომყვა და მანქანაზე ამაკრა
— ამას სპეციალურად მიკეთებ?-ტონი დაუმშვიდდა
— რას ვაკეთებ სპეციალურად დაჩი რააას?!
— შენზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული კიდე ვერ გაიგეე?! შენი აზრით რა რეაქცია მექნებოდა იმ სიტყვებზე რაც იმ სირმა გითხრა ღმერთო რა გულუბრყვილო ხარ!
— შენ გგონია ჩემთვის სასიამოვნო იყო ეს ყოველივე? იცი რა, მეც შემიყვარდი... თავბრუ დამახვიე შენი ქცევებით სიმპათიები რომელიც შენს მიმართ გამაჩნდა სხვა გრძნობად გადაიქცა არცკი მჯერა ბიჭი, რომელსაც 4 დღეა ვიცნობ თავდავიწყებით შემიყვარდა... სასაცილოა-უკვე ტირილის პირას ვიყავი დაჩი ჩამეხუტა, შუბლზე მაკოცა და ისე მიმიკრო სადაცაა გამჭყლეტდა
— როგორ მინდოდა ეს სიტყვები მომესმინა შენგან ამდენი წლის შემდეგ-მშვიდად მესაუბრებოდა და თმაზე მეფერებოდა, რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მივხვდი რო საშინლად ციოდა და მეც შემცივდა დაჩიმ მოსასხამი გაიხადა და მომაფარა მანქანის კარი გამიღო თვითონაც ჩაჯდა, ღვედი შემიკრა და გამათბობელი ჩამირთო. სითბოში თვალები მეხუჭებოდა მოვითენთე ძილში მივდიოდი ფეხზე შეხება ვიგრძენი, რომელიც სასიამოვნოდ მომეჩვენა საბოლოოდ სიზმრების სამყაროში გადავეშვი, როდესაც გავიღვიძე დაჩის ოთახში ვიყავი. ღამის 3 საათი იყო, მისაღებში გავედი სადაც დაჩი დამხვდა, დივანზე ეძინა ვერ ეტეოდა გამეცინა ამ სანახაობაზე, რამდენიმე ფოტო გადავუღე მას და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. წყალი დავლიე და მისაღებში გავედი. დაჩისთან მივედი და სახეზე ფერება დავუწყე
   — რატომ ადექი?-გაისმა მისი საშინლად ბოხი ხმა რამაც ცოტა შემაშინა
   — წყალი მინდოდა-დივანზე წამოჯდა და თავის გვერდით დაჯდომა მანიშნა, მეც რათქმაუნდა გვერდით მივუსკუპდი.
თავი კალთაში დამადებინა და თმაზე ფერება დამიწყო
   — იცი რალამაზი ხარ როცა გძინავს?
    — ...
   — ხვალ ორშაბათია ხომ არ დაგავიწყდა
  — ჯანდაბა ხვალ ლექციები მაქვს და არც მიმეცადინია!
  — არ წახვიდე
  — ნიკა არ გამაცდენინებს
  — ნიკას მე ვეტყვი-გამეცინა
  — კარგი-შუბლზე მაკოცა და ოთახისკენ მანიშნა
  — მიდი დაიძინე
  — შენც წამოდი აქ ვერ წევხარ წესიერად-გამიღიმა, ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა თვითონაც გვერდით მომიწვა წელზე ხელები მომხვია და სხეულზე მიმიკრა და თავი ყელში ჩამიდო მალევე დამეძინა...

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now