part 14

1.5K 81 12
                                    

საღამოს გვიან გამეღვიძა. პლედი მქონდა გადაფარებული, როგორც ჩანს ნიკამ გადამაფარა. ტელეფონს დავხედე დაჩის მესიჯები იყო მოსული, ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი მისთვის რო მეპასუხა, ასე რომ სხვა დროისთვის გადავდე მისთვის მიწერა. ოთახიდან გასვლა არ მინდოდა, მაგრამ მომიწევდა საშინლად მშიოდა და მწყუროდა. სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად და გავედი. სუფრა ისევ გაშლილი იყო. ნიკას არაფერი არ ჰქონდა ნაჭამი. სამზარეულოში გავედი, წყლის დასალევად, სადაც ნიკა დამხვდა, გვერდი ისე ავუარე არც შემიხედავს. მაცივრიდან წყალი გამოვიღე ჭიქაში დავისხი და გასვლა დავაპირე
   — ცოტახანში სოფელში მივდივართ დედასთან და მამასთან გაემზადე!-მკაცრი ტონით მითხრა იდიოტმა
   — არ მინდა წამოსვლა!
   — აღარ გამამეორებინო ნახევარ საათში გავდივართ?!
   — სამეცადინო მაქვს არ მინდა წამოსვლა ვთქვი და მორჩა!-სწრაფად გამოვედი, კარები მოვიჯახუნე და ოთახისკენ წავედი. ნიკაც უკან ოთახში შემომყვა და ჩემი ნივთების ქექვა დაიწყო
   — რას აკეთებ?!
   — სწრაფად ჩაიცვი მე ნივთებს ჩავალაგებ!
   — არ მინდა წამოსვლადან რომელი სიტყვა ვერ გაიგე ნიკა?!
   — აბა აქ მარტო დაგტოვო?! დედამ წამოიყვანეო და სწრაფად ჩაიცვი
   — ჩემს ნივთებს ნუ ქექავ! გადი და ჩავიცვამ-ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე, ბევრი არაფერი მინდოდა, საჭირო ნივთებიც ჩავილაგე და გამზადება დავიწყე. 15 წუთში მზად ვიყავი ნიკა მისაღებში მელოდებოდა
   — წავედით?
   — კი, და რამდენი ხნით მივდივართ?
— 2 დღით
   — ლექციები?
— გააცდენ-სუფრა ისევ ავალაგე და სახლი სწრაფად დავტოვეთ. მანქანაში ნიკა არ მელაპარაკებოდა, არადა სულ ვსაუბრობთ ხოლმე. ხო მართლა ჩემი მშობლები ატენში ცხოვრობენ, მიყვარს ატენში ზაფხულობით წასვლა ბუნება და სიგრილეა, თან დამღლელი თბილისისგან განტვირთვისთვის კარგი ადგილია. არც დიდი ხნის სავალი არაა. მანქანაში ჩახუთულობა იყო ფანჯარას ცოტა ჩავუწიე, მუსიკები ჩავრთე და თვალები მოვხუჭე. მალევე ჩამეძინა...

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now