part 9

1.7K 84 3
                                    

    დილით 1ზე გამეღვიძა, დაჩი ჩემს გვერდით არ იწვა. მოვწესრიგდი საწოლი ავალაგე და სამზარეულოში გავტანტალდი, დაჩი დამხვდა წელს ზემოთ შიშველი საუზმეს ამზადებდა, გაშტერებული ვუყურებდი მის სხეულს მანამ სანამ მისმა სიტყვებმა არ გამომაფხიზლა
  — პატარა ქალბატონო დიდხანს აპირებ ჩემზე მოშტერებას?
  — უბრალოდ თვალი გამიშტერდა შენ არც გიყურებდი! მოგეჩვენა-გავუღიმე, თვალი ჩავუკარი და მაცივრიდან წყალი გამოვიღე
  — ფეხზე ჩაიცვი გაცივდები?!-მკაცრი ტონით მითხრა დაჩიმ და ლოყაზე მაკოცა
  — კარგი, კარგი მივდივარ-თვალები ავატრიალე და ფეხზე ჩავიცვი
— ვისაუზმოთ და სახლში სანამ გაგიყვან ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო
— კარგი მაშინ სწრაფად შევჭამ-გამიცინა და სუფრის გაწყობა დაიწყო. როდესაც ყველაფერს მოვრჩით გავემზადე და წავედით ნახევარ საათში პარკში მიმიყვანა ცოტა არიყოს გამიკვირდა
— დაჩი აქ რაგვინდა?
— ანანო პარკში გასართობად რომ დადიან პირველად გაიგე?
— უბრალოდ გამიკვირდა
— კარგი წამოდი დღეს კარგად უნდა გავერთოთ
— აბა საიდან დავიწყოთ?
    
      მთელი დღე სხვადასხვა ატრაქციონზე ვერთობოდით რამდენჯერმე ნიკამაც დამირეკა მომიკითხა და დამიბარა ჭკვიანად იყავიო თითქოს პატარა ბავშვი ვიყო. უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და მშიოდა
  — დაჩი სადმე საჭმელად წავიდეთ რა
  — აქ დამელოდე მანქანას მოვიყვან და მოვალ
— კარგიი ცოტა სწრაფად!
   
      მალევე წავედით პატარა კაფეში, ლამაზი და წყნარი გარემო იყო სადაც თავს მშვიდად ვგრძნობდი. ჩვენთვის სასურველი რამ შევუკვეთეთ და ველოდებოდით, როდესაც დაჩიმ ლაპარაკი წამოიწყო
  — ანანო 2 კვირით გერმანიაში მივდივარ საქმეებზე
  — სერიოზულად? 2 კვირა ვერ გნახავ?!
  — მთელი დღე შენთან ერთად დროის გატარება მინდოდა, ძალიან მომენატრები. იცოდე როცა დაგირეკავ რასაც არ უნდა აკეთებდა მიპასუხებ!
— როდის მიდიხარ
— ხვალ შუაღამეს-გული მწყდებოდა დაჩის წასვლასთან დაკავშირებით, როგორც იქნა ჩემს გრძნობებში გავერკვიე და მას გამოვუტყდი, მაგრამ ისევ ჩემი დატოვება მოუწევს ცოტა მოვიწყინე
  — 2 კვირა მალე გავა პატარა ქალბატონო სახე ნუ ჩამოგტირის-გამიცინა და ხელზე ფერება დამიწყო. ცოტახანში ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს და გემრიელად შევექეცით. 9 საათზე გამოვედით და სახლში მივყავდი დაჩის, გზაში არც ვლაპარაკობდით უბრალოდ ორივე გზას გავყურებდით. გადასვლისას დაჩიმ კარი დაკეტა და სერიოზული სახით შემომხედა
  — ეხლა კარგად მომისმინე, ღამე კლუბებში მხოლოდ გოგონები არ წახვალთ არ მინდა ზედმეტ უსიამოვნებაში გაეხვიო და მერე ვინმესთვის სახის გალამაზება მომიწიოს, იცოდე ნიკას დაუჯერებ და ყოველთვის ყურადღებით იქნები, როცა დაგირეკავ ან მოგწერ პასუხი დამიბრუნე თუ არ გეცლება უბრალოდ მითხარი ეხლა კი ადი სახლში!-დაჩის ყურადღება მესიამოვნა, მაგრამ ნეტავ არ მიდიოდეს ეს 2 კვირა საშინლად გაიწელება
  — არ გადმოხვალ?
  — საქმეები მაქვს
   — კარგი მაშინ ავალ-ლოყაზე ვაკოცე და გავიქეცი კორპუსისკენ
   — ანანო?!-დაჩის ყვირილმა შემაჩერა უკან გავიხედე მანქანიდან გადმოსულიყო და ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ მოდიოდა
   — ჩემი ჩახუტების გარეშე სად მიდიხარ!-თითქოს გაბრაზებული ტონით მითხრა, ჩემს წინ დადგა და ძლიერად მიმიკრო თავის სხეულზე, თავი ყელში ჩამირგო ჩემი სურნელი ძლიერად შეისუნთქა და თმაზე ფერება დამიწყო. რამდენიმე წუთი ასე ვიდექით ბოლოს როგორც იქნა გამიშვა ტუჩებში ძლიერად მაკოცა და მანქანისკენ წავიდა მე კი სახლში ავირბინე სადაც გასაოცარი სიტუაცია დამხვდა...

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now