part 6

1.8K 90 3
                                    

მანქანის კარის გაღებას ვცდილობდი მაგრამ ჩაკეტილი იყო, უკან მივტრიალდი და დაჩი შემეფეთა ცოტაც და ზედ ამეკრობოდა
— ჩემს გაგიჟებას ცდილობ?-მშვიდი, მაგრამ ვნებიანი ტონით მითხრა თან მანქანასთან მიმიმწყვდია
— არა რატომ უნდა ვცადო!
— აჰჰ პატარა ქალბატონო ვითომ არიცი-ენა ტუჩებზე გადაიტარა და მომშორდა, მანქანის კარი გამიღო და მანიშნა დაჯექიო მეც აღარ დავაყოვნე და ჩავსკუპდი სწრაფად დაძრა მანქანა და თვალს თან ჩემსკენ აპარებდა მე კი ჩემი თავით კმაყოფილმა ფანჯრისკენ დავიწყე ყურება. ცოტახანში მანქანაც გაჩერდა და ლილიანასთვის ტორტის არჩევას შევუდექით. ლილიანა ჩემი დეიდაშვილია, სამოდელოდან რამდენიმე წელი პარიზში იყო წასული და ძალიან მოგვენატრა, შეყვარებულიც გაიჩინა რომელზეც ძალიან ბევრს მიყვება და თავი მომაბეზრა. შეყვარებული დიზაინერი ჰყავს და მისი ტანსაცმლით პოზიორობს ქალბატონი. დღეს, როგორც იქნა ჩამოდის და შეყვარებულიც მოყავს წესით, ერთი სული მაქვს ვნახო ორივე და ალექსანდრეც გავიცნო. ტორტიც ავარჩიეთ და 7 საათისკენ წამოვედით დაჩიმ სავაჭრო ცენტრთან გააჩერა პატარა საქმე მაქვს და მანქანაში დამელოდეო მეც არ შევეწინააღმდეგე და მანქანაში ველოდებოდი სადღაც 15 წუთში დაბრუნდა მანქანა სწრაფად დაძრა და წავიდა გზაში სიჩუმე მე დავარღვიე
— რა საქმე გქონდა წეღან?-ჩაეცინა
— რა ცნობისმოყვარე ხარ პატარა ქალბატონო
— უბრალოდ დავინტერესდი არ შეიძლება?
— კარგი კარგი ნუ ბრაზდები მეგობარმა რაღაც დამაბარა და ეგ ვუყიდე-კმაყოფილმა ჩავიცინე და თავი ფანჯრისკენ მივატრიალე რამდენიმე ხანში ბარძაყზე ხელის დადება ვიგრძენი რომელიც სასიამოვნოდ დასრიალებდა ჩემს ფეხზე არმინდოდა ეს მომენტი გამეფუჭებინა, ასერომ დაჩის არაფერი ვუთხარი და უბრალოდ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე. ნახევარ საათში სახლში ვიყავით უკვე 9 საათი იყო ჩემმა ძმამ ამდენ ხანს სად იყავითო დაიწუწუნა და ვითომ ძალიან დაღლილი ჩაესვენა სავარძელში ღმერთო როგორი მსახიობია
— თუ ასე ძალიან გადარდებდა დრო შენ წასულიყავი მუტრუკო-ენა გამოვუყავი და ოთახისკენ გავწიე სადაც მარი და სოფო მეგულებოდნენ შევედი თუარა კითხვები მომაყარეს
— რამე მოხდა თქვენ შორის?
— ისეთი ხოარაფერი გითხრაა?
— დამშვიდდით არაფერი მომხდარა-თვალები ავატრიალე და საწოლზე დავხტი. ცოტახანში დემემ თავი შემოყო და გვითხრა
— აეროპორტიდან პირდაპირ რესტორანში მივდივართ და გაემზადეთ! თან ლილომ დარეკა და გვითხრა ადრე გამოვფრინდით 12ზე მანდ ვიქნებითო
— რაააა 12ზე, თან რესტორანში! გამზადებას ვერ მოვასწრებთ, კარგით რაა ცოტა ადრე არ უნდა გეთქვათ რა ჩავიცვა ეხლა აუუ!!-დავიწყე წუწუნი დემე ჩემთან წამოვიდა ლოყაზე მაკოცა
— ყველაფერში ულამაზესი იქნები-ჩამჩურჩულა მარის თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა
— სასწრაფოდ ძალიან ლამაზი და სექსუალური კაბები გვჭირდება-გავაფრთხილე გოგონები და მაშინვე კარადას მივვარდით 30 წუთში ტანსაცმელი არჩეული გვქონდა ჩემთვის ოქროსფერი ბრჭყვიალა მოკლე შეხსნილი კაბა ავარჩიე უკან თასმებით შესაკვრელი, სოფომ თანზე მომდგარი მწვანე მოკლე კაბა აარჩია, მარიმ წითელი გრძელი შეხსნილი წინ ამოღებული კაბა შეარჩია მალევე ჩავიცვით მაკიაჟი გავიკეთეთ და გოგოებმა დამტოვეს ტორტს მივხედავთო. ცოტახანში დაჩი შემოვიდა, მე კაბის შესაკრავს ვეწვალებოდი უკან დამიდგა და მისი შეკვრა დამიწყო, როცა მორჩა მხარზე სველი ნაზი კოცნა დამიტოვა და უკნიდან ჩამეხუტა. შავი სმოკინგი ეცვა საშინლად სიმპატიური იყო ხელს საათი უმშვენებდა პერანგის რამდენიმე ღილი შეეხსნა, საიდანაც მისი სხეულის რაღაც ნაწილი მოჩანდა
— ულამაზესი ხარ!-ყურში ჩამჩურჩულა და ბიბილოზე მაკოცა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სხეულზე სიამოვნების ტაომ დამაყარა, ჩაეცინა ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა და იქიდან ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო, ჩემს ყელზე მოათავსა და საწოლზე ჩამოჯდა ბეჭდების გაკეთება დაიწყო რამაც ცოტა გამაკვირვა
— ბეჭდები?
— ხო რაიყო, გული მიგრძნობს დღეს ვიღაცის სახის გალამაზება მომიწევს და უფრო მწარე ხელი არ მაწყენდა!
— ნუ ბოდიალობ რაღაცეებს! ხო მართალა მადლობა ყელსაბამისთვის-ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა
— იქნებ მადლობა სხვა რამით გადაგეხადა!-მიჩურჩულა და ტუჩებზე დამაშტერდა
— რას ცდილობ ბატონო დაჩი?
— არაფერს პატარა ქალბატონო რას უნდა ვცდილობდე!-ლოყაზე მიჩმიტა და ჩემსკენ დაიხარა მეც აღარ დავაყოვნე და მის ტუჩებს დავეწაფე ჩაიცინა და კოცნაში ამყვა...

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now