part 11

1.8K 90 7
                                    

      რამდენიმე წამის შემდეგ, როგორც იქნა ტელეფონს უპასუხა
    — რა მოხდა?-პირველი რა კითხვაც მომივიდა თავში ვკითხე და პასუხს ველოდი, რომელიც დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ გაისმა
    — მომენატრე-დაჩის ხმა ბუნდოვანი იყო და აშკარად ეტყობოდა ლაპარაკზე რომ ზედმეტის დალევა მოუვიდა
   — სად ხარ დაჩი?
   — შენ არ მოგენატრე?
   — კი, მეც მომენატრე. მითხარი ახლა სად ხარ და მოვალ
  — რატომ უნდა მოხვიდე?
  — ხმაზე გეტყობა რომ ნასვამი ხარ!
— ჩემზე ნერვიულობ პატარა ქალბატონო?
  — რა სულელურ კითხვებს სვამ, მითხარი სად ხარ
— არაა საჭირო შენი მოსვლა გვიანია, თანაც სახლში მალე მივალ
— საჭესთან ნასვამი ზიხარ?
  — აჰჰ რამდენ შეკითხვას სვამ, დაიძინე დილით ადრე უნდა ადგე
  — მაგის სათქმელად დამირეკე?
  — არა შენი ხმა მომენატრა
  — ...
  — კარგი პატარა ქალბატონო უნდა გავთიშო...ტკბილი ძილი
  — შენც
    დაჩისთან საუბარს მოვრჩი და დასაძინებლად გავემზადე, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი, დაჩიზე ფიქრი არ მასვენებდა. ვნერვიულობდი მივიდა თუარა სახლში ასეთ მდგომარეობაში და რამე შარში ხომ არ გაეხვა, ათას რაღაცაზე მეფიქრებოდა რა დროსაც მესიჯი მომივიდა

დაჩი: სახლში ვარ უკვე არინერვიულო მიყვარხარ🤍

   ამის წაკითხვის შემდეგ უფრო დავმშვიდდი და თანაც გამეღიმა. მესიამოვნა მისი ასეთი ყურადღება, ტელეფონი გამოვრთე და დაძინება უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რადგან გამიჭირდებოდა დილით ადრე ადგომა რამდენიმე წუთში სიზმრების სამყაროში გადავეშვი...
  დილით ვიღაცის ჩურჩული და მოფერება მაღვიძებს
   — ანანო გაიღვიძე დაგაგვიანდება-ნიკა თმაზე მეფერება და ლოყაზე მკოცნის
  — აუუ მეძინებააა ცოტახანიც რაა გთხოოვ
  — ვეღარ მოასწრებ დროულად მისვლას ადექი გაემზადე მიდი-გადასაფარებელი გადამხადა ნიკამ და ოთახიდან გავიდა, მეც სხვა გზა არ მქონდა, ამიტომაც ზოზინით ავდექი და გამზადება დავიწყე. სოფო და მარი უკვე მზად იყვნენ და ყავას მიირთმევდნენ თან მე მელოდებოდნენ
   — დილამშვიდობის-მივესალმე ყველას და იგივე პასუხიც მივიღე
  — 15 წუთში მზად ვიქნები და გავიდეთ
  — მე და მარი უკვე მივდივართ შენ დაჩი გამოგივლის ნიკას დაურეკა და უთხრა
— კარგი
სწრაფად გავემზადე ცოტახანში დაჩის მესიჯიც მომივიდა, გელოდებიო. ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავირბინე, მანქანაზე მიყუდებული, შავებში ჩაცმული დაჩი დამხვდა. ხელში სიგარეტი ეჭირა და მშვიდად აბოლებდა, ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა, სიგარეტი სწრაფად გადააგდო და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. მალე მივუახლოვდი მანქანას, დაჩიმ ხელები გაშალა და ძლიერად ჩამეხუტა
— მომნატრებიხარ
— მეც მომენატრე-დაჩიმ ლოყაზე ძლიერად მაკოცა და თმაზე მომეფერა
— წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება-
მანქანაში ჩავსხედით და სწრაფად წავედით. გზაში ხმა არ ამოგვიღია
— წასვლისას მოგაკითხავ სადმე გავიაროთ დღეს მივდივარ და 2 კვირით ვეღარ გნახავ-ლოყაზე მაკოცა და თავი ყელში ჩამიდო
— კარგი, წავედი თორემ დამაგვიანდება-სწრაფად ვაკოცე და მანქანიდან გადავედი. ლექციებმა უაზროდ ჩაიარა, შესვენებაზე სოფოსთან და მარისთან ერთად ყავას ვსავდი, როცა ჩვენთან საბა მოვიდა. სახეზე კარგად იყო „შელამაზებული" რამდენიმე ნაკერი ედო წარბთან და ტუჩთან
    — აქ რას აკეთებ?
   — შენთან სალაპარაკო მაქვს!
   — არგეყო რაც მოგხვდა?-დამცინავი ტონით ვუთხარი და გოგონებს ვანიშნე წავიდეთთქო
  — არ მეცინება გეუბნები სალაპარაკო მაქვსთქო?!
  — მე კი არ მსურს შენთან საუბარი და შეიგნეე ეს-შევუღრინე და წასვლა დავაპირეთ რა დროსაც ხელში მწვდა და ადგილზე დამაბრუნა
   — და არც მაშინ მოგინდება საუბარი თუ გეტყვი რომ შენს დაჩიკოს თავს ციხეში ვუკრავ იმის გამო რაც ჩაიდინა და შენს ძამიკოსაც მივაყოლებ?!-ამაზე უკვე ნერვები მომეშალა რამდენს ბედავს საერთოდ
    — ნუ ბოდავ რაღაცეებს
    — ამის გამო ყველა პასუხს აგებთ დაიმახსოვრე
    — შენი მუქარები ტრაკში შეიტენე და დაახვიე აქედან!-შეუღრინა სოფომ, საბამ მწარედ გაიცინა და კარისკენ წავიდა. გასვლისას შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ცუდ ხასიათზე დავდექი მასთან საუბრის შემდეგ, რაც გოგონებს არ გამოპარვიათ
   — დაიკიდე რა ნუ იგრუზები მაგის გამო ხოიცი არაფრის ტრაკი რო არ აქვს-მამშვიდებდა მარი. რამდენიმე წუთში ბოლო ლექცია იწყებოდა, მოვწესრიგდით და აუდიტირიაში შევედით. ეს ლექციაც მალე გავიდა შემდეგ, დაჩის მესიჯი მომივიდა გარეთ გელოდებიო მეც გოგონებს დავემშვიდობე და გარეთ გავედი. დაჩი მანქანაში მელოდებოდა, სწრაფად წავედი და ჩავჯექი ლოყაზე მაკოცა და თმა გადამიწია
   — რა გჭირს?
   — არაფერი
   — რაღაც არაფერს არ გავს, რა მოგივიდა?
  — არაფერითქო!
   — ანანო ვერ მომატყუებ, გელოდები ეხლა. უხასიათოდ ჩანხარ მითხარი რამოხდა!
  — არ მინდა ლაპარაკი უბრალოდ სახლში წამიყვანე
   — რას ნიშნავს არ გინდა?! ჩემგან გეწყინა რამე თუ რა გჭირს
   — არაფერი არ მწყენია უბრალოდ დავიღალე
    — მატყუებ!
    — დაჩი სახლში წამიყვანე რა
    — კარგი-ამოიხვნეშა და მანქანა დაძრა გზაში აღარაფერი უკითხავს, აღარც მქონდა ლაპარაკის თავი. რამდენიმე წუთში საკუთარ სახლთან გააჩერა
    — აქ რატომ მომიყვანე?! სახლში მინდა უნდა დავისვენო
   — აქაც შეგიძლია დასვენება
   — ნერვებს მიშლი
   — ამას შენ ამბობ? რაღაც მოხდა და არ მეუბნები კიდე შენ გეშლება ნერვები?!
   — არ მსურს ამაზე საუბარი
   — არმაინტერესებს გადმოდი სახლში ავიდეთ და იქ წყნარად ვისაუბროთ-მანქანიდან გადავედით და სახლში ავედით, დაჩი სამზარეულოში გავიდა მე კი მისაღებში დივანზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. რამდენიმე წუთში დაჩი 2 ჭიქით ხელში დაბრუნდა
     — ჩაი გავაკეთე დალიე და დაისვენე
    — ცხელია ჯერ-წამოვჯექი დაჩიც გვერდზე მომიჯდა თავი მხარზე დამადებინა და თბილი ხმით მითხრა
    — მართლა არ მეტყვი რამოხდა?
    — უბრალოდ არ მინდა ტყუილად ინერვიულო არაფერია ისეთი
    — მითხარი და მე გადავწყვეტ სანერვიულოა თუ არა
    — მაშინ დამპირდი რომ არ გაბრაზდები
   — ანუ გასაბრაზებელიცაა?!
   — დაჩი!
   — კარგი გპირდები
   — წეღან უნივერსიტეტში საბა იყო მოსული...შენთან საუბარი მინდაო უარი ვუთხარი, მაგრამ არ მომეშვა. ბოლოს უნდა წამოვსულიყავი, როცა მითხრა რომ შენ და ჩემ ძმას ციხეში ჩაგსვავდათ და დამემუქრა ეს ამბავი ასე არ ჩაივლისო
   — ეგ სირი კიდე დიდ გულზეა?! არ ეყო რაც მოხვდა და დამატება უნდა ალბათ
   — დაჩიი!
   — კარგი არაფერს ვამბობ მაგას მე მოვაგვარებ
   — რამე სისულელე არ გააკეთო
   — შუაღამეს ისედაც მივფრინავ და 2 კვირაში მივხედავ მაგ საცოდავს
   — მართლა რომ ციხეში ჩაგსვას რას იზამ?! შეუძლია გიჩივლოს ამაზე არ გიფიქრია?!!
    — ესეთ სისულელეებზე ნუ ფიქრობ! ვერაფერს გააკეთებს მსგავსს, ეხლა ჩაი დალიე და დაისვენე მაგას მე მივხედავთქო-სწრაფად დავლიე ჩაი და დაჩის კალთაში ჩავდე თავი. თმაზე მეფერებოდა რაზეც მოვითენთე და ჩამეძინა...
 

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now