part 17

1.5K 67 6
                                    

უკვე ყაზბეგში ვართ, რამაგარია. ყველა ძალიან მხიარული განწყობითაა. აქ ცოტა გრილა. მანქანიდან ნივთების წასაღებად ბიჭებმა გარეთ გამოგვყარეს
— აი მესმის ჯელტმენობა-დაიწუწუნა ლილომ. ალექსანდრემ თვალები აატრიალა და გამოართვა ყველაფერი, რაზეც სიცილი აგვიტყდა. ჩვენი ნივთები სახლში შევათრიეთ და ოთახები გავინაწილეთ. რადგან მხოლოდ 4 ოთახი იყო წყვილებად მოგვიწია ყოფნა. მე და სოფო ერთად ვიყავით, მარი და დემე ერთად, ალექსანდრე და ლილო ერთად და ნიკა და იკა ერთად. ჩემი გადაწყვეტილებით რათქმაუნდა
— აბა ბავშვებო, ეხლა ყველა მოეწყეთ ოთახებში თქვენი ნივთები დაალაგეთ და სახლი მოვრთოთ ჩვენი წვეულებისთვის-ვთქვი მთელი სიხარულით. ყველა დაიფანტა. მე და სოფომ მეორე სართულზე ავირჩიეთ ოთახი და ნივთების დალაგებას შევუდექით. ნახევარ საათში ყველაფერი დავალაგეთ და ჩვენც მოვემზადეთ. დაბლა ჩავედით და ბავშვებიც იქ დაგვხვდნენ.
    — აბა დავიწყოთ დალაგება-დაიყვირა სოფომ. ყველა წამოხტა. მუსიკები ჩავრთეთ ბოლო ხმაზე და სახლის დალაგებას და მორთვას შევუდექით. მე ნათურებს ვეძებდი, რომელიც ბოლოს ნიკამ იპოვა და მე ჩამოვკიდებ რამე არ მოიტეხოო წამართვა. შეფუთული პუჰები გავხსენი და პატარა მაგიდასთან დავალაგე.
     — აუ მე მეზარება დალაგება და სასუსნავებს და სასმელს მივხედავ რა-დავიწუწუნე და სამზარეულოში გავედი.  საათს დავხედე და 10 საათი იყო. გადმოვალაგე სხვადასხვა ალკოჰოლური, ენერგეტიკული და  გაზიანი სასმელები. მზა პიცა ღუმელში შევდე, ჩიფსები თასებში გავანაწილე და სუფრის გაშლას შევუდექი. იკაც შემომიერთდა. 15 წუთში ჩვენი სახლი ბრწყინავდა
    — აბა დავიწყოთ დალევა?-შევძახე ბავშვებს და ყველა სიხარულით შეგროვდა მაგიდასთან. ლედ განათება ჩავრთეთ, ნათურები ავაციმციმეთ და მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთეთ. არაფრით ჩამოუვარდებოდა კლუბის სიტუაციას ჩვენი სახლი, უფრო მეტიც, უკეთესიც კი იყო. მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები და არა სექსზე და ნარკოტიკზე დამოკიდებული სასტავი. და აი გართობაც დავიწყეთ. ბევრს ვცეკვავდით, ვმღეროდით, ვსვამდით და ერთმანეთის სიხარულს ვიზიარებდით. ბევრიც ვიტირეთ უმიზეზოდ და ვითამაშეთ. უკვე ღამის 1 საათი იყო, ყველა საშინლად მთვრალი და დაღლილი იყო. ზოგს დივანზე ჩასძინებოდა, დემე მარის კალთაში უჯდა და ისე ეძინათ ორივეს. ჩემი „მოხუცი" ძმა ყველაზე ფხიზელი იყო, ყველა გააღვიძა და დააბინავა.
     — ანანო დაწექი გეყოს დალევა!
      — კარგი ჩემო საყვარელო ძამიკო წავედი-ლოყაზე ვაკოცე და ოთახამდე „ამიტანა"
     — დაიძინე ეხლა! ცუდად თუ იყავი დამიძახე ან დამირეკე ხო გაიგე
     — კიიი-შუბლზე მაკოცა და საწოლში ჩამაწვინა
     — ყარხარ სასმლის სუნად ლოთო?! წავედი ეხლა, ჭკვიანად!-ნიკა გავიდა. ცოტახანში ტელეფონზე დაჩი მირეკავდა.
    — როგორ ხარ?
    — არცისე კარგად დაჩიკო შენ?
    — დალიე?
     — დიახ
     — სად ხარ? კლუბში ხოარ ხარ? ბევრი დალიე? ანანო რა გაგაფრთხილე? ისედაც გადაღლილი ვიყავი და ეხლა შენზეც უნდა ვინერვიულო! კარგი რაა?!
    — დაწყნარდი! ბავშვებთან ერთად აგარაკზე ვარ ყაზბეგში. არ დამილევია ბევრი და არ გაქვს სანერვიულო?!
     — ვინ ბავშვებთან? ნიკაც მანდაა?
     — კიი დემეც, იკაც და ალექსანდრეც
     — დავმშვიდდი მაშინ. ანუ ჩემ გარეშე ერთობით ხო? ვიმახსოვრებ იცოდე
    — რომ ჩამოხვალ კიდე წავალთ არ ინერვიულო
    — კაი არ ვინერვიულებ...დაიძინე ეხლა ცუდად არ გახდე!
    — კარგიიიი
    — მიყვარხარ და წყნარად იყავი იცოდე?!
    — მეცცც, მე ყოველთვის წყნარად ვარ დაჩი!
    — კაი მიდი ეხლა, ტკბილი ძილი!
    — შენც-დაჩის გავუთიშე და სიზმრების სამყაროში სამოგზაუროდ გადავეშვი...
  
      დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ღმერთო ოღონდ ეს არაა! პირველი საათი იყო. სოფოს ისევ გაგუდულს ეძინა. ავდექი მოვწესრიგდი და დაბლა წამლის მოსაძებნად ჩავედი. ყველა იქ დამხვდა
    — წამალი სამზარეულოში დაგიდე და მინერალურიც იქაა-მომახალა სიტყვები ნიკამ ისე რომ თავი ტელეფონიდან არ ამოუყვია
   — მიყვარხარ
   — მე არა
    — მაშინ არც მე-შუა თითი ავუწიე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. წამალი დავლიე და მკვდარივით ჩავესვენე პუჰში.
სოფოც ჩამოვიდა
    — აუ სოფო გთხოვ წვნიანი მოგვიმზადე რა?!-დაიწუწუნა მარიმ
    — აუ ხო-ავყევი მეც
    — გამოფხიზლებას მაინც მაცდით?
    — მიდი, მიდი ნუ წუწუნებ-სოფო სამზარეულოში შევიდა და წვნიანის გაკეთება დაიწყო. ესეც ჩვენი ნაბახუსევი!

     ყაზბეგში გატარებულმა 2მა დღემ მშვენივრად ჩაიარა. გართობა ნამდვილად არ გვაკლდა. მესამე დღეს კი ნიკამ უნდა წავიდეთ მეტ ლექციას ვეღარ გააცდენო.
     — აუ ნიკა გთხოვ 2 დღეც რა
     — ანანო ტყუილად მებაზრები ეხლა არა და ვსო საღამოს წავალთ!
     — თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ
      — ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ მარა არა!
      — შენი და აღარ ვარ! სხვაა ძმა მინდაა-ტირილის იმიტაცია გავაკეთე და იკას ჩავეხუტე
      — კაი შეჩემა რა გჭირს! 2 დღე რა გახდა, მერე შაბათ-კვირაა-გამოეხმაურა ჩემი იკუშა
      — ჩამორჩება ეს ხიხო და არ მაწყობს-ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა
      — დავრჩებით ხოიცი-გვერდზე მომიჯდა დემეც და თმა ამიჩეჩა
     — თმები დემეეე-ჩემს სიტყვებზე სიცილი დაიწყო. უცებ გახარებული ნიკა შემოვიდა
     — კარგით შეგვიძლია დავრჩეთ დღეს
     — მართლა?-სიხარულისგან წამოვხტი
     — გადავიფიქრებ ეხლა ისევ
     — კარგი კარგი-მივედი და ჩავეხუტე
     — ამას სხვა ძმა არ უნდოდა?
     — გადამინდააა-ენა გამოვუყავი და სამზარეულოში გოგონებთან გავედი. ყავას სვამდნენ და რაღაცეებზე ჭორაობდნენ მეც მეტი რამინდოდა მივუსკუპდი და ლაპარაკი დავიწყეთ. იმდენი ვილაპარაკეთ პირდაპირი გაგებით ენა მეტკინა. ხან დაჩიზე ვილაპარაკეთ ხან დემეზე ალექსანდრეზეც და რავი თითქმის ყველა სულიერი უსულო გავჭორეთ.
     — ხალხო დაღამდაა გვშია!-შემოგვივარდა დემე
     — გული გამისკდა იდიოტო!-შეუღრინა მარიმ
     — ბოდიში ჩემო ლამაზო-უცებ დაარბილა ტონი დემემ. საყვარლებიიიი!-რამე გვაჭამეთ რა, 9 საათია უკვე
    — ხინკალი მოვხარშოთ?
    — აუ კიიი
    გემრიელად ვჭამეთ და ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. ჟანრი საშინელებათა ან რომანტიკა უნდა აგვერჩია. ბოლოს ხმათა უმრავლესობით საშინელებათა გადაწყდა. საშინლად დაძაბული და შეშინებული ვუყურებდი. უეცრად ყელზე ხელები ვიგრძენი. შეშინებულმა წიოკი დავიწყე მანამ სანამ შემშინებლის ხმა არ გავიგე...

_______________________________
  ვსო დღეს ბოლოა🫶🏻დავიღალეეე🥱

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now