part 20

1.4K 68 5
                                    

სახლში მალევე მივედით. ხმა არ ამომიღია ისე გადავედი მანქანიდან და სახლში შევედი. სწრაფად ავედი მეორე სართულზე ისე რომ არავისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ოთახში შევედი და ჩემს ლოგინზე დავწექი. პლედი გადავიფარე და დასაძინებლად გავემზადე, მაგრამ ვინ გაცადა ოთახში ნიკა შემოვიდა. ჩუმად ჩამოჯდა საწოლზე და თმაზე ფერება დამიწყო მე ჭირვეული ბავშვივით ხელი გავაშვებინე.
— ნუ მაბრაზებ!
— ...
— ძალიან გაწყენინე?...ბოდიში რა! მართლა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ხოიცი ყველაზე მეტად შენს ცუდად ყოფნას ვერ ვიტან...ანანოო...ეს ერთხელაც მაპატიე-გვერდით მომიწვა და პლედი თვითონაც გადაიფარა. მისკენ გადავბრუნდი, ძლიერად მივეხუტე და პატარა ბავშვივით ავტირდი. არ შემიძლია ნიკაზე დიდი ხნით ვიყო გაბრაზებული. ვიცი რომ ჩემთვის ცუდს არაფერს მოინდომებს. ტირილში ჩამეძინაა...

დილით ვიღაცის ძლიერ ხელებს ვგრძნობდი წელზე, თვალები ფრთხილად გავახილე და ჩემს გვერდზე წამოკოტრიალებულ დაჩის შევეჩეხე, რომელიც მშვიდად ფშვინავდა. ამას ყურადღება არ მივაქციე სწრაფად მოვიშორე მისი ხელები და გვერდით გადავბრუნდი. დაჩის გაეღვიძა და უკმაყოფილების ხმები ამოუშვა ხოლო როცა გაიაზრა რაც ხდებოდა, მაშინვე მოულბა ხმა
— კიდე გაბრაზებული ხარ?
— არ უნდა ვიყო?
— კარგი რა, შევრიგდეთ! გთხოვ...
— ...
— დუმილი თანხმობის ნიშანია-უკნიდან მომეხუტა კოცნა დამიწყო
— არაფერიც! გადი არ მიპატიებია
— რა გავაკეთო რომ მაპატიოთ თქვენო აღმატებულებავ!
— მაგას თბილისში მოვიფიქრებ
— ანუ შემიძლია მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება და შენი არ მეშინოდეს?
— ჰმმმ...კარგი შევრიგდეთ, მაგრამ მთელი დღე სურვილები უნდა მისრულო!
— რასაც ისურვებ პრინცესა...-ლოყაზე მაკოცა და ისე ჩამეხუტა ლამის გამჭყლიტა...

უკვე თბილისში ვართ. კარგი იყო ყაზბეგში მეგობრებთან ერთად გართობა.
მე და დაჩი ერთად წამოვედით დანარჩენები ნიკას და დემეს მანქანაში განაწილდნენ. ყველა სახლში წავიდა. დაჩიმ ჩემთან წავიდეთო მაგრამ დასვენება მინდოდა, თან სახლიც მომენატრა. ახლა ჩემს ფუმფულა საწოლზე ვწევარ და ტიკ ტოკს ვსქროლავ. ძალიან ბედნიერი ვარ რადგან ხვალ შაბათია და მეცადინეობა არ მომიწევს. ნიკა რის ნიკაა დასვენება თუ არ ჩამაშხამა
— დაიკო ახალი ამბავი მაქვს-ოთახში შემომივარდა და საწოლზე დახტა
— გისმენ აბა
— დღეს საღამოს კლუბში დავაწვეთ?
— დასვენებას დამაცდით?
— შეგიძლია დარჩე მაინც ზედმეტი სადარდებელი ხარ-დამცინავი ტონით მითხრა რაზეც თავში ბალიში მიიღო
— კაი წავიდეთ ეხლა კი აქედან დამეკარგე უნდა გამოვიძინო
— კაი მიდი-ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. მეც პლედი გადავიფარე და დავიძინე...

საღამოს დაჩის ზარმა გამაღვიძა. ჯერ ისევ ნამძინარევი ხმით ვუპასუხე ტელეფონს
— გისმენ
— გეძინა?
— კი
— მე გაგაღვიძე?
  — კი
— ბოდიში
— არაუშავს რამე გინდოდა?
  — 10 წუთში შენთან ვიქნები და იცოდე
  — კაი
— მიდი გააგრძელე ძილი რო მოვალ კიდე გაგაღვიძებ.
— ნუ ტლიკინებ!-დაჩის გავუთიშე და საწოლიდან ზოზინით ავდექი. საათს დავხედე და უკვე საღამოს 10 იყო. რამდენ ხანს მეძინა
    — ჯანდაბა 12 ზე კლუბში მივდივართ-დავიწუწუნე ჩემთვის და სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე, რა დროსაც დაჩი შემოვიდა. უკნიდან ჩამეხუტა და კოცნა დამიწყო
      — უკვე მომენატრე
      — მე არა
      — ვიცი რო შენც მოგენატრე ნუ მენაგლები-თმა ამიჩეჩა და საწოლზე ჩამოჯდა-რას ეძებ?
       — რამე კაბას კლუბისთვის
        — დაგეხმარო?
       — კიი-რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ ატლასის ამოღებულ მოკლე კაბაზე შევაჩერეთ არჩევანი. სწრაფად გავემზადე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე
        — აბა როგორ გამოვიყურები?-დაჩის წინ დავტრიალდი და ღიმილიანი სახე მივაბყარი მას
        — არაჩვეულებრივი ხარ! ყველაზე ლამაზი და თვალის მომჭრელი დღეს შენ იქნები პატარა ქალბატონო?!-დაჩიმ წელზე ხელები შემომხვია და მისკენ მიმიზოდა, ტუჩებზე ნაზად მაკოცა და დამატრიალა
      — დაჩი პომადა წაგესვა ტუჩებზე-ვუთხარი სიცილით და ოთახიდან გავედით
      — დანარჩენები უკვე იქ არიან-მითხრა ნიკამ და დაჩის თვალი ჩაუკრა. მალევე დავტოვეთ სახლი და წავედით ჩემი საყვარელი კლუბისკენ...

_____________________________
      ცოტა პატარაა მარა არაუშავს ხვალ დიდს დავდებ🫶🏻 ამის წერის დროს 200 სიტყვა ინგლისურად დავწერე და მერე გავიაზრე რო ქართულად უნდა დამეწერა🥲

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now