part 1

4.1K 112 0
                                    

გამარჯობა, მე ანანო ვარ.
ააააჰ! როგორ არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი. 21 წლის ვარ, თბილისში ვცხოვრობ, მყავს დიდი ძმა რომელიც სულ ნერვებს მიშლის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს შეიძლება ითქვას ყველაზე მეტადაც კი. ჩემი ცხოვრება არცთუისე მოსაწყენია, უნივერსიტეტში ვსწავლობ დიზაინის ფაკულტეტზე ბავშვობიდან მომწონდა ხატვა და ასევე ადვოკატობაც, მაგრამ თავი ავარიდე. მეგობრები არ მაკლია და არც თაყვანისმცემლები, მაგრამ მაინც მარტო ყოფნას ვამჯობინებ მგონი უკვე დაგღალეთ ამ უაზრო ლაპარაკით ნელ-ნელა მოგიყვებით ჩემზე სხვა დანარჩენს...
როგორც, ყოველი დღე ეს დღეც ჩვეულებრივ დაიწყო. ჩემმა ძმამ გამაღვიძა ყვირილით უნიში დაგაგვიანდებაოო მეც სხვა რა გზა მქონდა ავდექი, ჩავიცვი, ვისაუზმე და ნიკამ მანქანით გამიყვანა (ხო მართლა ნიკა ჩემი ძმაა) და, აიი დაიწყოო ჩვენი უაზროო დღეც. შესვლისთანავე მარი და სოფო ვნახე ჩემი ბავშვობის განუყრელი მეგობრები, რომელთან ერთადაც ათასი სისულელე მაქვს ჩადენილი (ღმერთოო ორივე რა გოგოა ნეტა განახათ)
— აუუ როგორ მეძინება რა-დაიწყო წუწუნი სოფომ
— დაგეძინა მერე ადრე გამთენიისას რო დაეგდე!-მკვლელი მზერით შეხედა მარიმ
— ყოველდღე თქვენი წუწუნით დავიღალე?!-შევუღრინე ორივეს

პირველი ლექციაა დაიწყო სამივე ერთად ვიყავით. შუა ლექციაზე ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, სოფო იყო დღეს საღამოს კლუბში გავდივართო მეც რათქმაუნდა დავთანხმდი და დავიწყე ფიქრი თუ რა ჩამეცვა. ამაზე ფიქრში გავიდა ყველა ლექცია. სახლში ნიკამ წამიყვანა მანქანაში საშინელი მუსიკები ჰქონდა ჩართულიი და გიჟივით ატარებდა მანქანას 24 წლის მუტრუკია და კიდე ვერ დაჭკვიანდა?!

მისვლისთანავე ჩემი ტანსაცმელი გადმოვყარე და რამდენიმე საათიანი წუწუნის შემდეგ ავარჩიე კლუბისთვის ჩასაცმელი წითელი, ამოღებული, ტანზე მომდგარი მოკლე კაბა რომელიც საშინლად სექსუალური იყო. 7 საათისკენ გამზადება დავიწყე 8ის ნახევარზე გოგონებს უნდა გამოევლოთ. კაბას წითელი მაღალქუსლიანები შევურჩიე სადა მაკიაჟი გავიკეთე სამკაულობა ავისხი და სარკეში ჩემს თავს რამდენჯერმე გავეპრანჭე. მე და ნიკა სახლში მარტო ვცხოვრობთ, მშობლები სოფელში არიან დღეს ნიკა ძმაკაცთან რჩებოდა და ჩუმად გასვლაზეც პრობლემა არ შემქმნია, დათქმულ დროს ჩავედი დაბლა, სადაც სოფო და მარი მელოდებოდნენ ისეთი ლამაზები იყვნენ თვალები ზედ დამრჩა! მარის ვერცხლისფერი მკერდთან ამოღებული ტანზე მომდგარი ბრჭყვიალა მოკლე კაბა ეცვა საშინლად უხდებოდა. სოფოს იისფერი ბეჭზე ამოღებული მოკლე მომდგარი კაბა ორივე მაღალქუსლებზე შემხტარიყვნენ და მე მელოდნენ, ჩასვლისთანავე დაიწყეს ჩემი შექება
— მარი დღეს ამ გოგოს მოგვტაცებენ შეხედე რალამაზია
— გეთანხმები ფრთხილად უნდა ვიყოთ დაქალის გარეშე არ მოგვიწიოს წამოსვლა თორე ნიკას ვერ გადავურჩებით-ორივემ გადაიხარხარეს
— გეყოთ ეხლა ჩემზე ნაკლებად გამოპრანჭული არცერთი ხართ ჩავსხდეთ მანქანაში და წავიდეთ ეხლა-სამივემ კარგად გავიცინეთ და სოფოს მანქანით წავედით
მისვლისთანავე ალკოჰოლის და მოსაწევის ძლიერი სუნი იგრძნობოდა, რამდენიმე გარყვნილი მამრის მზერაც დავიჭირე, რომელიც ჩვენ სამისკენ იყო მომართული მაგრამ ფეხებზე გვეკიდა მხოლოდ გართობა გვინდოდა. ბარისკენ წავედით და სასმელი შევუკვეთეთ სოფო და მარი მაშინვე საცეკვაოდ გაიქცნენ მე კი მარტო დამტოვეს ქერა ბარმენთან, რომელიც ჩემს შებმას ცდილობდა მაგრამ ყურადღებასაც არ ვაქცევდი. როგორც იქნა სასმელი ჩამოასხა, რამდენიმე ჭიქის შემდეგ უკვე ვიგრძენი ენერგიის მოზღვავება და საცეკვაოდ გავედი. შუა ცეკვის დროს ვიგრძენი ვიღაცის ძლიერი ხელები წელზე რასაც მალევე მოყვა ჩურჩული
— ბევრის დალევა ხომ არ მოგივიდა პატარა ქალბატონო?
— შენ ვინ ხარ რო გამიკონტროლო?!
— არც გიკონტროლებ უბრალოდ გკითხე ნუ ბრაზდები, რა გქვია?
— ანანო შენ?
— ლამაზი სახელია, მე დაჩი მქვია
— სასიამოვნოა დაჩი-მის სიტყვებზე გამეღიმა
— ლამაზი ღიმილი გაქვს
— მადლობა-დავიმორცხვე და ალბათ საშინლად გავწითლდი. მუსიკის ფონზე მშვიდად ვცეკვავდით და ახლაღა დავაკვირდი მას ჩემზე ბევრად მაღალი დაკუნთული ტიპი იყო სავსე ტუჩები, თაფლისფერი თვალები და საშუალო ზომის ცხვირი, თმა გადაპარსული ჰქონდა საშინლად სიმპატიური იყო!
მუსიკა დამთავრდა და სწრაფად გამოვეცალე მას ბართან მივედი და დალევა გავაგრძელე უკვე ზედმეტი მომდიოდა მაგრამ მაინც არმადარდებდა ახალი ჭიქის დალევას ვაპირებდი როდესაც ვიღაცამ გამომგლიჯა საშინლად გავბრაზდი და უკვე უნდა გადავსულიყავი შეტევაზე როცა ხელში დაჩი შემომრჩა
— ჭიქა დამიბრუნე იდიოტო?!
— ზედმეტი მოგდის?!
— შენ ვინ ხარ საერთოდ რომ ერევი?!
— აჰჰჰ! უკვე დამღალე?!-სიტყვა დაასრულა, მხარზე გადამიკიდა ჩემი ნივთები აიღო და კლუბიდან გამიყვანა. ფართხალი დავიწყე მის მხარზე და ვემუქრებოდი გამიშვითქო, მაგრამ ვინ მომისმინა მანქანაში ძალით ჩამსვა და სწრაფად მოსწყდა იმ ადგილს
მანქანაში დავუწყე ჩხუბი, მაგრამ არ მომისმინა და გაბრაზებულს ჩამეძინა.

შენ მე მეკუთვნი Kde žijí příběhy. Začni objevovat