Epilogue

144 26 79
                                    

*Flashback*

Villenell's POV

რომიდან ერთი დღით ადრე ვბრუნდები ბინისკენ ფრთხილი ნაბიჯებით ავდივარ, მესამე სართულიდან ნაცნობი ხმები მესმისი, ვაყურადებ, ერთ-ერთი მათგანი ივანია, მეორე კი ის ახალი მეზობელი.

ფეხს ვუჩქარებ და კიბეებთან ვიმალები საიდანაც მათ დანახვას შევძლებ, ივანი მკაცრად ესაუბრება ანტონიოს თუ, რა მოვალეობები აკისრია.

აჰა, ახლა გასაგებია, რატომ იჩენდა ჩემს მიმართ ასეთ ყურადღებას ტონიო!
ის ივანმა ჩემს სათვალთვალოდ დაიქირავა და ამაზე ის ყვითელი ფულის შეფუთვაც, მეტყველებს, რომელიც ახლა გადასცა ანტონიოს.

ისინი საუბარს ასრულებენ, ივანი კიბეებისკენ მოდის,
აქ არ უნდა დამინაოხოს! ამიტომ სასწრაფიდ ლიფტში შევდივარ, რომელსაც არასდროს არ იყენებენ, მაგრამ ამ წუთებში დასამალად ყველაზე კარგი ადგილია.

ლიფტში დამალული უკვე გეგმებს ვსახავ იმის შესახებ, თუ როგორ გავარკვევ ვინ არის სინამდვილეში ის კარამელისფერ თვალება ჯაშუში და როგორ შევძლებ საჩემოდ მის გამოყენებას, ან იქნებ უბრალოდ მომეკლა კიდეც?

არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს, მისი მოკვლა ნებისმიერ წამს შემიძლია, მაგრამ მისი საჩემოდ გამოყენება უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

****

ლონდონიდან დაბრუნებული საბოლოოდ ვაცნობიერებ, რომ ამას ივანი უკვე აღარ მაპატიებს, რომ ზეინი უკვე საჩემოდ უნდა გამოვიყენო ვიცი ამას თუ არ გავაკეთებ, როდესაც ივანი ჩემს მოკვლას დააპირებს, რაც აუცილებლად მოხდება სრულიად მარტო მოკავშირის, გარეშე დავრჩები.

ამ ფიქრებში გართულმა გადავწყვიტე ზეინთან შემევლო, და კი მისი ნამდვილო სახელი და გვარი ზეინ მალიკია.

  ის აბაზანიდან ახლად გამოსული დამხვდა ამიტომ უკან დავბრუნდი და მის მოლოდინში მაგიდა გავაწყვე.

PsychoWhere stories live. Discover now