Pretty face

359 36 61
                                    

Villanell's POV

  კარებს ვაღებ, ფეხსაცმელებს ვიხდი და შემოსასვლელში იქვე, კუთხეში ვყრი. შვება ერთიანად მივლის მთელს სხეულში, როდესაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიდან ჩამოსული პირველად ვეხები ცივ ხის იატაკს, ჩემი ფერმკრთალი ტერფებით.

  სიამოვნებისგან ვკრუსუნებ, ლუი ვიტონის, შავ ტყავის ჩანთას მაგიდაზე ვაგდებ,  რადიოს ვუახლოვდები და ვრთავ იქიდან კი მსუბუქი ჯაზის ჰანგები ავსებს, პარიზის მზის სხივებით განათებულ, სამ ოთახიან, მყუდრო ბინას.

  ძველებურ თეთრ მაცივარს ვაღებ, ინტერესით ვიყურები შიგნით თითქოს და "შატო ბოლიე-ბერჟევის" მწვანე ბოთლების გარდა, სხვა რამის დახვედრას ველოდი.

მეღიმება, როდესაც დღევანდელ შესრულებულ დავალებაზე მეფიქრება... მეღიმება, როდესაც მახსენდება იმ მამაკაცის სახე, როდესაც მისმა სულმა მისი სხეული დატოვა...

-ვილენელ!

  სწრაფად ვტრიალდები უკან და ხელში ივანი მრჩება, მისი მოულოდნელი გამოჩენის გამო ახლად გახსნილი შამპანიურის ყლუპი მცდება და ხველება მიტყდება.

-ჯანდაბა ივან! გაფრთხილებ კიდევ ერთხელ თუ მაინც შემოიპარები, ჩემს ბინაში კარზე  ზარის დარეკვის გარეშე, თავს ამ შამპანიურის ბოთლით გაგიტეხავ და სწორედ იმ ხალიჩაში გავახვევ შენს უსულო გვამს, რომელზეც ახლა დგახარ!

ივანის მკაცრ სახეზე, წამით შეშფოთება კრთება, მაგრამ მალევე თოკავს თავს, შავ პიჯაკს ისწორებს, ყორნისფერ მოკლედ შეჭრილ თმაში, უხერხულად იცურებს გრძელ, წლებისგან დაღარულ ხელს და თაფლისფერ თვალებს ცივად მანათებს.

-ლონდონის დავალებამ, როგორ ჩაიარა?
-როგორც მთხოვე უბედურ შემთხვევას დავამსგავსე, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არ შედიოდა ჩემს გეგმებში...
-ვიცი შენს გეგმებში რაც შედის ვილანელ! პომპეზურობა! და ათამდე თვითმხილველის წინ მსგავსი ძვირფასი ფერად-ფერადი სამოსით თავის მოწონება, შემდეგ კი მათი თანდასწრებით სამიზნისთვის ყელის გამოჭრა!
-ოჰ საკმაოდ კარგად აღწერე ვენაში ჩემი შესრულებული წინა საქმე, მაგრამ ამჯერად არ გადამიჭარბებია ის მსუქანი ნაძირალა სისხლისგან მაშინ დაიცალა, როდესაც მე უკვე ლონდონის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდი...

PsychoWhere stories live. Discover now