"I know you're watching"

88 28 13
                                    

*მადლობა, რომ აქტიურობთ ამისათვის აგერ, ძალიან სწრაფად ვდებ შემდეგ თავს, გამიზიარეთ აზრი და დაავოუთეთ, შემდეგს ისევ 20 ვოუთზე დავდებ💙*

Eva's POV

ძილში ვგრძნობ ვიღაცის დაჟინებულ მზერას, სიზმრისაგან გამოფხიზლება არ მინდა მაგრამ როდესაც სახეზე ხელი მეხება და თმებს მიწევს ვფხიზლდები, იმდენად, რომ ვაცნობიერებ ეს ჰარის მუდმოვად, თბილი ხელია.

ვცდილობ თვალების გახელას, ვცდილობ საპასუხოდ რაიმე ვთქვა, მაგრამ იმდენად გათანგული ვარ, რომ ერთადერთი რაც შემიძლია ეს მისი მოსმენა და თვალდახუჭული შეგრძნებაა.

ის იშმუშნება და საუბარს იწყებს, მის მოსმენას ვიწყებ მისი სიტყვები კი მაიძულებს ყურადღება აღარ მოვადუნო, რადგან მას ჰგონია, რომ მძინავს ყველაფერს მიყვება მე კი ნელ-ნელა ვაცნობიერ მისი ასეთი გაუცხოვების მიზეზს.

როდესაც ის საუბარს ასრულებს სურვილი მიჩდება თვალები გავახილო და პასუხი გავცე იმას რაც მან მიამბო, მაგრამ არ შემიძლია, თავს საშინლად ვგრძნობ...

შინაგანად ვნადგურდები თითქოს ყველაფერი ჩამოიშალა ჩემში, თითქოს 3 წლიანი ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით განადგურდა...

მაგრამ მე ვიცოდი, უკვე 1 წელია ველოდი მსგავს დასასრულს, არ ვიცი რატომ მაგრამ ცხოვრებაში ჰარის კარიერა ვამჯობინე და საპასუხო დარტყმაც მივიღე, თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო რასაც ჰარი ჩემი არჩევანის გამო განიცდის!

მძულს საკუთარი თავი, რომ გავცივდი, რომ ის არჩევანი გავაკეთე რაც 2 წლის წინ წარმოუდგენელი მეგონა...

მე ჰარი დავკარგე კარიერის გამო! მის დაბრუნებას ვერ შევძლებ, არა მას მერე ვეღარ შევძლებ რაც ფსიქოპათი გადავიმტერე, მე ის უნდა გავათავისუფლო!

გულს მირევს ის ფაქტი, რომ ჰარის სხვა ადამიანი  შეეხება, სხვა ადამიანი შეიყვარებს მას და მის პატარა საყვარელ თვისებწბს, რომელიც მასზე 4 წლიანი დაკვირვების შემდეგ მოვიპოვე...

PsychoWhere stories live. Discover now