Do I really sorry?

82 27 20
                                    

Villenell's POV

განადგურებულ ბინის კარებს ვაღებ, ყველაფერი ისევ ისე ყრია, როგორც იმ დღეს, როდესაც სახლში დაბრუნებულს მოულოდნელი სტუმარი, ევა დამხვდა მისაღებში...

მისი გახსენება ტკივილს მაყენებს, ეს გრძნობა კი ჩემთვის უცნობია, თითქოს გულზე ათასი პატარა ჭრილობა მომაყენეს, თითქოს ეს ჭრილობები 2 დღის შემდეგაც არ აპირებენ მოშუშებას...

თითქოს იმის მუხედავად რაც გავაკეთე დანაშაულისა და სინდისის გრძნობა, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდი არ აპირებენ ჩემს წამების შეწყვეტას.

მისაღებში შევდივარ, სამოსი სრულიად გამურული მაქვს, ხელებზე ჟანგისფერი ლაქები მაქვს შემხმარი.

ფეხებს გაჭირვებით ვადგავ, მიჭირს მოძრაობა, მიჭირს სუნთქვა, მიჭირს იმ გრძნობების მოთოკვა, რომლებმაც კაშხალი გაარღვიეს და ჩემი გონება წალეკეს.

მისაღებში ღვინით დალაქავებულ ხალიჩაზე მუხლებით ვეცემი, თავს ვხრი და პირველად ბავშვობის მერე გულამოსკვნილი ვქვითინებ.

მე მიზანი დავკარგე, მე ყველაფერი დავკარგე, ანა, ევა, ივანი... სამსახური...

დედა...
დედა, უკვე წლებია არ გამხსენებია...
მონატრების მწვავე ტკივილი კლანჭებს მარსობს და მის სახეს მახსენებს.

მის მუქ მწვანე თვალებს მიტივტივებს გონებაში, მისი ღიმილი მახსენდება, მისი თბილო ჩახუტება, მისი სურნელით ფილტვები მევსება და ისტერიულად ვაგრძელებ ტირილს.

თუ გინდათ, რომ ადამიანი გაანადგუროთ გაუთიშეთ გრძნობები, საშინელებები ჩაადენინეთ და შემდეგ დაუბრუნეთ ემოციები, მერწმუნეთ იმის გააზრება თუ რასაც აკეთებდა, ეს სიკვდილზე მეტად გაანადგურებს მას.

-მამა, მე პირობა შევასრულე! დღეს უკანასკნელად მოვკალი, დღეს უკანასკნელად გავისვარე სისხლში ხელი... დღეს ის დღეა, როდესაც შენი ნაწვალები სიკვდილის აპარატი ცეცხსლ მივეცი მასში მომუშავე მონსტრებთან ერთად!
შენი საყვარელი მარჯვენა ხელი ივანიც იმ შენობაში იყო, სადაც შენი ადგილის დასაკავებლად მივედი. გაინტერესებს როგორ გავწმინდე შენი დანატოვარი ბოროტება ამ ქვეყნიდან? ახლავე მოგიყვები!
მათ დამიბარეს, მომილოცეს ყველა იმ სამსახურის წარმატებით შესრულება რასაც მანამდე ვაკეთებდი, შემდეგ მთავარ დარბაზში შემიყვანეს და ბოროტების სათავის სხვა მმართველები გამაცნეს, პირველი სამუშაო დღის შემდეგ სახლში წავედი ყველას დასანახად დავტოვე შენობა, შემდეგ კი შუა ღამით ტონაზე მეტი ასაფეთქებლით დავბრუბდი.
  დღეს დილით კი ყველაფერი ცეცხლს მივეცი, როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველა შენი ბოროტების მანქანა შენობაში იყო დინამიტები გავააქტიურე... მამა, უნდა გენახა ცაში აჭრილი ცეცხლის ალები, როგორ ეკროდნენ გარს შენს საოცნებო ცათამბრჯენს.
უნდა მოგესმინა, როგორ გაჰკიოდნენ შენი თანაშემწეები, უნდა გენახა ივანი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძოდა...
ამ ყველაფერს ვუყურებდი, მოშორებით უსაფრთხო ადგილიდან და სიხარულით ვივსებოდი, რადგან შენი სიბოროტის ბუდე გავანადგურე!  და მაინც...
მიუხედავად ამისა...
რატომ ვგრძნობ ასეთ სიცარიელეს?! რატომ მტკივა გული? რატომ მარსობს კლანჭებს მონატრება?!

PsychoWhere stories live. Discover now