"Oh you take all of the pain away"

97 29 40
                                    

*ვინაიდან წინა თავი ძალიან მალე ავიდა 20 ვოუთზე აგერ დაპირებული ლარის მომენტის თავს ვდებ!*

Harry's POV

ლურჯი თვალები...
ლურჯი თვალები ყველგან დამყვებიან, მაშტერდებიან, მაწითლებენ, მაიძულებენ თავი დამნაშავედ ვიგრძნო იმის გამო რასაც ვგრძნობ...

ევა მიყვარს, მიყვარს მისი თბილი შოკოლადისფერი თვალები, მიყვარს მისი ღიმილი, მასში ყველაფერი მიყვარს...

მაგრამ ვგრძნობ როგორ დამშორდა, ვგრძნობ როგორ ააგო აგურის კედლები ჩვენს შორის და  საკუთარ სამსახურში გამცვალა...

უკვე 5 თვეა ეს ოკეანისფერი თვალები არ მასვენებენ, არ მტოვებენ სიზმრებშიც კი, სურვილი მწვავს მასთან მივიდე და ისევ ვიგრძნო მისი ფაფუკი ტუჩების შეხება მთელს ჩემს სხეულზე, მაგრამ არ შემიძლია, თავს ვერევი, რომ ეს არ გავაკეთო...

მე ევას ვუღალატე! ლუისთან ვუღალატე 5 თვის წინ, როდესაც ის სამსახურის თაობაზე მივლინებაში იყო წასული და ამის შემდეგ თავს, ვერ ვპატიობდი იმას რაც ჩავიდინე.

ვგრძნობდი დანაშაულის გრძნობა, როგორ მაშორებდა ორივე მათგანისგან!
რაიმე უნდა მეღონა ასე აღარ შემეძლო!
სამსახურში წასულს ლუის მზერას ვერ ვუსწორებდი სახლში დაბრუნებული კი ევასთან არ შემეძლო ძველებურად მოქცევა...

ახლა როდესაც ბილი გარდაიცვალა ყველაფერი აირია, ევას მარტო ვერ ვტოვებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ძლიერი იყო ვიცოდი ამ ტკივილს თავს უჩემოდაც გაართმევდა, მაგრამ რა მოხდებოდა თუ ახლა შეიტყობდა სიმართლეს?

რა მოხდებოდა თუ თავად ვეტყოდი, რომ 3 წლიანი ჩვენი ურთიერთობა და საერთოდ ჩვენი სიყვარული დასრულდა, რადგან ერთადერთი გრძნობა რასაც მის მიმართ გამვიცდიდი ახლა სიბრალული იყო, ბილის გარდაცვალების გამო და საერთოდაც ვგრძნობდი, რომ გავცივდი მის მიმართ...

თავს ვებრძვი, რომ არაფერი ვუთხრა, სახლში დაბრუნებული მას სამზარეულოში ვპოულობ, განადგურებული სახით ტრიალდება ჩემსკენ...

PsychoWhere stories live. Discover now