Do I know you?

95 25 33
                                    

Eva's POV

ძილბურანიდან ჰაზას ბუტბუტი მაღვიძებს, თვალებს ვახელ კისერი საშინლად მტკივა, ძლიერად ვისრესს და ჰარის ვაშტერფები, უკვე მოესწრო სამსახურისთვის გამზადება...

თეთრი პერანგი და შავი კლასიკური შარვალი აცვია, ზედ კი ასეთივე შავ კოსტუმს იცმევს და ყავის წრუპვით მიემართება სამზარეულოში.

ფეხზე გაჭირვებით ვდგები, ხმამაღლა ვამთქნარებ, დაკუჭულ სამოსს ყურადღებას არ ვაქცევ.

  თავს საშინლად ვგრძნობ, სამზარეულოში შევდივარ და ჰარის ვუყურებ, რომელიც ჩემთვის ყავის აპარატიდან მაცოცხლებელ შავ სითხეს ასხავს.

იგი ფეხის ხმაზე ჩემსკენ იხედება, მის უზარმაზარ ზურმუხტისფერ თვალებს მაპყრობს და თვალოს მომჭრელად მიღიმის.

მისკენ ვიხრები და მის მარწყვისფერ ტუჩებს ვეწაფები, ის საპასუხოდ სინაზით აღსავსე ხანგრძლივ კოცნას მჩუქნის და შემდეგ უკან იხევს.

-დილამშვიდობისა ზღარბო!
-დილამშვიდობისა მწვანეთვალებავ...
-გუშინ იმაზე გვიან დაბრუნდი ვიდრე ჩვეულებრივ, რამე მოხდა? დაიცა ვეცდები გამოვიცნო სამსახურის ამბებია ხო?
-სამსახურიდან გამათავისუფლეს ჰარი...

ნაღვილანად ვპასუხობ, თვალებს ვხრი და იმ ფიქრებს ვუბრუნდები სადაც მიზნად იმ ქალის დაჭერა და საკუთარი ღირსების აღსადგენად მას მოვკლავდი...

-ვწუხვარ საყვარელო, ვიცი ეს სამსახური შენთვის ყველაფერი იყო, მაგრამ ამით ცხოვრება არ სრულდება! ახლა კი აწიე ეგ ლამაზი სახე და ახალი სამსახურის მოძებნა დაიწყე, ვიცი რომ პირველივე გასაუბრებაზე აგიყვანენ და ისევ შეგეძლება ვახშამზე დაგვიანება, წვწულებების გამოტოვება და ღამით ჩემი გაღვიძება, როდესაც გადაღლილი გვიანობამდე მომუშავე დაბრუნდები ხოლმე და საწოლში სრულიად გაყინული შემომიძვრები!
-მართალი ხარ, ამდენ წლიანი სტაჟის შემდეგ სხვა ნებისმიერ კომპანიაში ამიყვანენ... უბრალოდ ახლა აჯობებს რამდენიმე დღიანი შვებუალება ავიღო და ეს დრო ჩვენს ბედნიერებაზე დავხარჯო... თან მინდა ის ყველა ვახშამი ავანაზღაურო, რომელიც გამოვტოვე...

PsychoWhere stories live. Discover now