Revenge has triumphed over love

83 24 44
                                    

Eva's POV

მანქანით ნახევარ საათზე მეტია რაც მივდივართ, სალონში ხმას არცერთი ჩვენგანი არ იღებს.

ზეინი ჩემს გვერდით ზის და მაკვირდება, ავტომობილს სახე შებრაძული მამაკაცი მართავს, რომლის სახელიც საუბრისას ზეინმა გამიმხილა, მას ივანი ჰქვია და ისაა ვილენელის უფროსი ვინც მას საქმეებს აძლევდა.

როგორ მინდა ისიც ვილენელთან ერთად მოკვდეს, ვისურვებდი მისი მოკვლა შემეძლოს, რადგან ის მაიძულებს საყვარელ ადამიანს ვუღალატო!

ეს ნაბიჭვარი, რომელმაც პატარა გოგონას შერყეული ფსიქიკა, კიდევ უფრო შეურყია მაიძულებს მისი მხარე დავიჭირო, მძულს ისიც და ყველა ის ადამიანი ვინც მსგავს გზას ატარებს დაუცველ და განადგურებულ გოგონებს!

გზას ვაშტერდები, უკვე ლონდონის ხიდს ვუახლოვდებით, ივანი მანქანას მაღალ შენობასთან აჩერებს და ჩემსკენ ტრიალდება, ზეინს რაღაცას ანიშნებს ის კი მიზან დასახული გადადის მანქანიდან და საბარგულიდან გრძელ, შავ ჩანთას იღებს, შემდეგ კი შენობის შესასვლელისკენ მოხდენილი ნაბიჯებით გარბის.

-ახლა კი შენ მომისმინე ყურადღებით ევა, ის იქ ხიდის  შუაში ტროტუარზე გელოდება,  მისი გაფრთხილება არ ცადო, რადგან ზეინი იმ სახურავიდან დაგაკვირდებათ, თუ ვილენელი გაქცევას დააპირებს ის ჯერ მას ესვრის შემდეგ კი შენ, ყოველი შემთხვევისთვის მე უკან გამოგყვები, და შორი ახლოს გავჩერდები, რათა დანაშაულის ადგილიდან მოგაშორო ახლა კი წადი და გახსოვდეს, ის ცივსისხლიანი ფსიქოპატია, რომლის იმ ქვეყნად გასტუმრებაც ორივე ჩვემგანის ვალია!
-ნაბიჭვარი ხარ ივან! მინდა ეს იცოდე!

ამას ვბურტყუნებ, მანქანიდან გადავდივარ და გზას მივუყვები, ათასი ფიქრი მესხმის თავს, საკუთარი გონების ხმის მოსმენა უკვე მიჭირს.

იმდენად ბევრი აზრი მაწვება ერთდროულად, რომ თავი მიბრუის.
ბოლოს ერთ-ერთი აზრი იმარჯვებს და გონებაში საშინლად ხმამაღლა გაყჰვირის, რომ დროა დადუმდეს ყველა და ყველაფერი, რადგან ჩემს  ცხოვრებაში პირველად ხელები სისხლში უნდა გავისვარო...

PsychoWhere stories live. Discover now