this is my end.

97 26 20
                                    

Billy's POV

ორ საათიანი ფრენის შემდეგ მყუდრო სასტუმროს რბილ საწოლზე დასასვენებლად მიწოლა საოცარი შეგრძნება იყო, რაც კი განმიცდია.

ევას გავხედე, თავით ისევ საქმეში იყო ჩაფლულო, თვალების ქვეშ უძილობისა და გადაღლილობისგან შავი წრეები გასჩენოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ისევ ისეთი მომხიბლელი იყო როგორც ყოველთვის.

-ევა გარდა იმისა, რომ ფსიქოპატი მკვლელის საქმემ გაიძულა ღამეები გეთენებინა სხვა მიზეზი ხომ, არ არის იმისა, რომ ასეთი გამოფიტული ხარ არა?

ეჭვნარევი მზერით ვეკითხები, ის წამით მისწორებს თვალს მის მზერაში შფოთვამ და დაბნეულობამ გაირბინა, მაგრამ მაინც შეძლო თავის მოთოკვა, სახეზე მისი საუკეთესო ნიღაბი აიკრა და მაცდური ღიმილით, უარყო ყოველივე ჩემი შეთავაზებული დიაგნოზი.

-ჰარისთან ყველაფერი კარგად გაქვს?
-მოდი ამაზე საუბარი ახლა არ გვინდა, აჯობებს დანაშაულის ადგილას წავიდეთ, სამხილებს გავეცნოთ და შევეცადოთ მკვლელის ვინაობსი დადგენას!
-რამდენიმე დღის წინ მისი ხელწერის მიხედვით ჩავატარე გამოკვლელვა, შენ მიერ მისი აღწერილობის მიხედვით შექმნილი ავტოპორტრეტი გამოვიყენე და რამდენიმე ადამიანი ამომიგდო ბაზამ, აქედან ყველა ციხეში იჯდა, ეროვნებით ყველა რუსია და რაც მთავარია მათგან მხოლოდ ერთი ქალი იჯდა მაკაკაცის მკვლელობისთვის მოსკოვის ციხეში!
-მანახე!

აღფრთოვანებული წამოხტა ფეხზე და ჩემს საწოლს მოუახლოვდა, ლეპტოპის ეკრანი მისკენ შევატრიალე და კატერინა პეტროვას საქმე და მის შავ-თეთრში გადაღებული ფოტოსურათი ვაჩვენე.

  ევას სახის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი, როგორ შეეცვალა სახე, როგორ გაუბრწყინდა თაფლისფერი თვალები, ტაში შემოჰკრა და ხმამაღლა ხალისით იყვირა:

-ის არის ბილი! ღმერთო ჩემო ეს ჩვენი მკვლელია! მსგავსი ინფორმაციის გამო თანახმა ვარ, გპატიო ჩემი ჩემოდანის დაკარგვა აეროპორტში! ბილი ადამს საუკეთესო ხარ!

PsychoWhere stories live. Discover now