I have to kill you

81 25 41
                                    

"You didn't see it coming
You were not that smart
You thought you could fix my mind...
I had to kill you"

Villanell's POV

  მის წინ ვდგავარ, იარაღს ვუმიზნებ, გული სწრაფად მიცემს, რაც მაოცებს, ასე არასდროს დამმართნია.

ადრენალინი მემატება, ხელები მიკანკალებს, თვალზე ცრემლი მაწვება და თავს საზიზღად მაგრძნობინებს.

ისეთი ეგოისტი ვარ, რომ მირჩევნია ერთადერთი ადამიანი მოვკლა, ვინც ისევ დამიბრუნა გრძნობა ვიდრე სიმართლე გავუმხილო. მირჩევნია აქ სისხლის გუბეში მწოლიარე დავტოვო ვიდრე მამაჩემზე და ჩემს წარსულზე მოვუყვე.

-ვილენელ, გხედავ შენს თვალებს ვხედავ, ვიცი, რომ ამის გაკეთება არ გინდა ამიტომ დაუშვი იარაღი და ვისაუბროთ! გთხოვ ასე ნუ მომექცევი, მე ხომ შენს გამო ყველაფერი დავკარგე!

ეს ბოლო წვეთია, თითქოს მისი გამოჩენით მე არაფერი დამშავებია, თითქოს ივანი მკვლელებს მას უგზავნიდეს და არა მე, თითქოს მის დადებულ პირობას ემუქრებოდეს საფრთხე და არა ჩემსას.

-დამღალა შენმა წუწუნმა ევა, ისე იქცევი თითქოს სასუწარკვეთით არ გსურდა ჩემი პოვნა!
ვიცი ახლა მიზეზად ისევ ბილის სიკვდილს მოიყვან, მაგრამ ორივე ჩვენგანმა ვიცით, თან ძალიან კარგად, რომ შენს ცხოვრებაში წლებია ამაღელვებელი არაფერი მომხდარა.
  როგორც კი შანსი მოგეცა გეგრძნო ეს ამაღელვებელი ექსტაზი, თავი დაადე და ამ დაწყევლილ საქმეში გადაეშვი!
შენ გინდოდა, სასუწარკვეთით გინდოდა, რომ გეპოვნე, ხოდა ახლა შენს წინ ვდგავარ, მაგრამ ვერაფერს აკეთებ!
  იარაღი, რომც არ მქონდეს შენ მაინც ვერაფერს გახდებოდი, რადგან იცი თუ გისოსებს მიღმა აღმოვჩდები შენი ცხოვრება ისევ ერთფეროვანი გახდება. მაგრამ ახლა ამ ერთფეროვნებას ვერც შენი ხუჭუჭა ქმარი გამოასწორებს! შენ, სიმარტოვის ისე გეშინია თანახმა ხარ მთელი ცხოვრება მე მდიო ოღონდ უკან მარტოს დაბრუნება არ მოგიხდეს! მეცოდები ევა, და ამის გამო გაძლევ იმას რაც გჭირდება! თან კარგი ვაღიარებ, შენს ჩემს პირობის შესრულებაში ხელს მიშლი.
  ჩემთვის ძვირფასი ხარ, რადგან შენს გვერდით ისევ დავიწყე გრძნობა, მაგრამ გრძნობები სისუსტეა მე კი არ მივცემ საკუთარ თავს სისუსტის გამოჩენის უფლებას, ამიტომ კარგად იყავი ევა ოლდმან!

PsychoWhere stories live. Discover now