სიცოცხლის არსი(დასრულებულია)

Galing kay withlove___Lady

7.5K 815 209

"სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს." Higit pa

1 თავი
2 თავი
3 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
17 თავი
18 თავი
:::::::::
20 თავი
21/22 თავი
მკითხველისთვის
გირჩევთ

19 თავი

217 30 29
Galing kay withlove___Lady

13.05.17
მექსიკა,ვერაკრუსი

თვალებს ვახელ და ვხვდები,რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია ვიდრე საყვარელი მამაკაცის დანახვა შენს გვერდით,გაღვიძების თანავე,ყოველ დილით.შეუძლებელია ახლა, ამ ამომენტში ჩემზე ბედნიერი ქალი არსებობდეს.

შეიშმუშნა და ზურმუხტისფერი თვალები,რომლებშიც მე ვიძირები დაუშურებლად მომანათა.გამიღიმა,წამოდგა და კვლავ საწოლში დამაბრუნა.ზევიდან მაკვირდებოდა,თითქოს ხელოვნების ნიმუშს აკვირდებაო,ხელს ისე ნაზად მისვამდა,თითქოს ფაიფურის ვიყავი და გავტყდებოდი.ბოლოს დაიხარა და აი დილის პირველი კოცნაც მაჩუქა,ამის შემდეგ შეუძლებელია ჩემი დღე ცუდად წავიდეს.თუმცა უცებ ისევ დავსევდიანდი.

-რამე მოხდა?
-მეშინია.
-რისი საყვარელო,მე შენთან ვარ!
-ყველაფერი ზედმეტად იდეალურად არ გეჩვენება?როცა ასე ვართ ყოველთვის რაღაცაშია საქმე,ახლაც მგონია რაღაც საშინელება დატრიალდება.
-ჩემი პატარა.
-ჰარი,ის მე მამაჩემით დამემუქრა.
-რა?
-უნდა ვიჩქაროთ,გესმის? მამა გავაფრთხილე,ყველაფერი მოვუყევი და გადავმალე,მაგრამ ხო იცი ტერეზას ეგ ვერ შეაჩერებს.
სასწრაფოდ გვჭირდება ხალხი.
-ნაილმა და ზეინმა გაარკვიეს კამილას ადგილ -სამყოფელი,დღეს უნდა წავიდე.
-წავიდე-თ,ჰარი.
-შენ აქ დარჩები,და გაფრთხილებ თუ წამოხვალ არ ვიცი რას გიზავ.
-მეც მოვდივარ!
-არა მეთქი,საშიშია!-ფეხზე წამოდგა და აბაზანაში შევიდა. ,,მაინც გავიტან ჩემსას",გავიფიქრე და მეც აბაზანაში შევედი.საშხაპის მინა დაორთქლილიყო და არაფერი ჩანდა,საღამური და შიდა თეთრეული გავიხადე,შუშის კარი გავაღე და მეც ჰარის შევუერთდი.
მხრებზე მოვკიდე ხელები და ნელ ნელა ქვევით დავუყევი.
-თამაში გინდა პატარავ?
-შენი შებმა.
-ლილი არ...
-შშშშ-საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივუტანე.

♡♡♡♡♡

ასეთი მარტივი თუ იქნებოდა არ მეგონა.უკვე მანქანაში ვზივარ და იმ ლოკაციაზე მივდოვარ,რომლებიც ბიჭებმა მომწერეს.ჰარი საბარგულშია,ძვლივს დავარწმუნე რომ იქ ჩამჯდარიყო,ბოლოს და ბოლოს მენდოზასთვის ის მკვდარია.
სვეტაფორზე წითელი აინთო და მეც შევაჩერე მანქანა,მწვანეზე გზა კვლავ განვაგრძე,რამდენიმე ხნის შემდეგ შევამჩნიე,რომ მანქანა რომელიც სვეტაფორთან ჩემს უკან იდგა მე მომყვებოდა.ტელეფონი ავიღე და ჰარის დავურეკე,ამ დროს მანქანამ წინ გადამასწრო და ჩემი დამტვრევა სცადა.
-გისმენ!
-მანქანა მომყვება,მათ იციან!
-ჯანდა,ამის დედაც,შეეცადე გადაუსწრო დანარჩენს მე მივდედავ.

,,შეეცადე გადაუსწრო",მარტივი სათქმელია,მიდი აბა გააკეთე როგორი გასაკეთებელია,დაკლაკნილად მიდის და გზას მოჭრის.მანქანა სპორტ რეჟიმზე გადავრთე და წინ მდგომ ტრაილერს მოვუარე,გზა ვიწრო იყო,თუმცა მაინც გავრისკე გზიდან გადასვლა და ისე გასწრება.თავი დავაღწიე და სადღაც გადავუხვიე.უკვე ქალაქგარეთ ვიყავით აშკარად,ირგვლივ ტყე იყო და გზა დაუმთავრებლად გრძელდებოდა,ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა და ვნერვიულობდი, ვფიქრობდი გავექეცი და დამკარგა მეთქი.თუმცა მალე ჰორიზონტზე ნაცნობი ნომრები შევნიშნე,მაშინვე ჰარის მივწერე.არ ვიცოდი ეს ბიჭი რას აპირებდა.

მაგრად შევინჯღრიე,უკნიდან დამარტყა და მეც გასროლის ხმა გავიგონე.ეს ჰარიმ გააკეთა.არც იმათ დაუკლიათ,სულ ტყვიების ქარცეცხლში გავიარეთ.პირველად განვიცადე შიში ასეთ მომენტში,ალბათ იმისი ბრალია,რომ ამ სამყაროში მაქვს კიდევ რაღაც გასაკეთებელი და მაქვს დასაკარგი,ჰარის სახით.

საბოლოოდ მანქანა გავაჩერე,ჰარი მაშინვე გადმოხტა და სანამ მოწინააღმდეგე რაიმეს იზავდა ტყვია ისე დახალა წარბიც არ შეურხევია.მეც მას მივბაძე და მანქანიდან გადმოვედი.ავტომობილში 3 ცხედარი უკვე ესვენა,თუმცა შეტევას არ წყვეტდნენ.
ერთ-ერთი ჩემთან მოვიდა და დაჭერა სცადა,მაგრამ დამსახურებული წიხლი მაშინვე მიიღო.
-ლილი,ცოცხალი არცერთი არ გაუშვა!-მიღრიალა და იარაღი მესროლა.იმ მომენტში რაღაც ვიგრძენი,თუ ადრე შემეძლო ეს თვალის დაუხამხამებლად გამეკეთებინა,ტყვიები წამიერად ამეცილებინა და სხვისთვის სიცოცხლე წამერთმია,ახლა გაშეშებული და შეშინებული ვიდექი.
-ლილიან გამოფხიზლდი!-კვლავ გაქვავებული ვიყავი,ამჯერად ცხედრებს ვაშტერდებოდი.-ლილილიან,გაიწიეეეე!-იღრიალა ჰარიმ და სულ 1 წამის შუალედში,ძვლივს მოახერხა ჩემი ტყვიისაგან ხსნა.დანარჩენი არ მახსოვს,არ მახსოვს როგორ ჩავჯექით მანქანაში და როგორ მივედით დანიშნულების ადგილზე.
ერთადერთი რაც მახსოვს ის კადრია სადაც ათიოდე ცხედარი,ძირს მიმოფანტულნი ეყარნენ უპატრონოდ,საფლავსაც რომ არავინ აღირსებდათ.,,რისთვის ვიბრძვით,ვკლავთ ამდენ ადამიანს,რა უფლებით ვართმევთ მათ სიცოცხლეს!" ეს კითხვები მებადებოდა და ზუსტად ვიცოდი რატომაც.აბა ერთი წამით მათ ადგილზე ჰარი წარმომედგინა,მეც ზედ მივაკვდებოდი.მათაც ხომ ყავთ საყვარელი ადამიანები,როგორებიც არ უნდა იყვნენ,რასაც არ უნდა სჩადიოდნენ,ისინიც უფლის შვილები არიან,ისინიც ვიღაცამ გააჩინა,გაზარდა და ვიღაცისთვის,მათი სიცუდის მიუხედავად,საყვარელი ადამიანები არიან.ჩვენ ვებრძვით მტერს და რისთვის? იმისთვის რომ ის ხალხს კლავს,იმისთვის რომ ის ცუდია და მავნეა ამ სამყაროსთვის.და ჩვენ? ჩვენც იგივეს არ ვაკეთებთ? ჩვენ უარესები ვართ! ბოროტებას ჩავდივართ სიკეთის სახელით! ეს უარესია ვიდრე ტერეზას საქციელი,ჩვენც მათსავით სისხლში გვაქვს ხელები გასვრილი,თან იმ ადამიანებისაში,რომლებსაც შესაძლუა არც სურდათ ამის გაკეთება მაგრამ იძულებულნი იყვნენ.
და ახლა მე არ ვარ ეგოისტი? მე საშინელი ადამიანი ვარ,ყველაზე უარესი მათ შორის.ეს ყველაფერი მაშინ გავიაზრე,როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი,რომელსაც უანგაროდ,ყველაფრისდა მიუხედავად ვუყვარვარ და ვისთვისაც ღირს ცხოვრება ანუ ბრძოლა.ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი.

ავტომობილიდან გადმოვედით,ირგვლივ ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული,ორსართულიანი,არცთუისე დიდი სახლი იდგა,აგურით ნაშენი.ზეინის და ლუის მანქანაც იქ იდგა,თუმცა არც ისინი და არც დანარჩენები არსად ჩანდნენ.

-ლი,კარგად ხარ?
-კი,კი.
-მთელი გზა ხმა არ ამოგიღია,მაშინაც რაღაც დაგემართა.
-შეიძლება ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ? დილიდან ისედაც თავბრუ მეხვევა.
-ლილიან-ამოიხრა და თავზე ხელი გადამისვა.-ხომ გთხოვე სახლში დარჩენილიყავი,არა?სულ რატომ ჯიუტობ?
-მაპატიე!
-რაააა?მომესმა?-ჩამეცინა მის საქციელზე და თავი გავაქნიე.-მომესმა თუ ახლახანს თვით ლილიან როუზ ჯონსონ სტაილსმა პატიება მთხოვა?
-არ მოგესმა.ახლა შევიდეთ?
-ჩემი სიცოცხლე ხარ,ჩემი სუნთქვა ხარ ლილი.ეს გახსოვდეს მუდამ, ჩემო ერთადერთო.-სახეზე ორივე ხელი მომკიდა,თვალებში ჩამხედა,ამჯერად სერიოზული სახით მიყურებდა,ბოლოს მაკოცა და სახლში შემიძღვა.

დავინახე სავარძელზე მჯდომი ქალი,რომელიც აქამდე მხოლოდ ფოტოში მყავდა ნანახი.კუპრივით შავი თმით,ნახშირისფერი თვალებით და წითლად შეღებილი ტუჩებით.ისე მიმზერდა გეგონებოდათ მთელი სამყაროს ავი და კარგი ქონდა ნანახი,მეუბნებოდა შენ ჯერ არაფერი გეცოდინებაო თითქოს მრავალი საუკუნე ქონოდეს განვლილი.ვინ მისცა უფლება თავისი მზერით ჩემს სულში რომ დაძვრება.

ყველანი იქ იყვნენ:ზეინი,ლუი,ნაილი,ლიამი,ლივიც იქ იყო და...

-ზოიი? აქ რა გინდა!
-ლი,ამაზე მერე ვისაუბროთ.-ის ჩემი მეგობარი იყო.მართალია ,,სულიერი"მეგობარი არა,თუმცა გამგებია და რთულ მომენტებშიც ჩემთან იყო.ასე რომ მას ვაფასებ,ბოლოს მაშინ შევხვდი ჰარისთან რომ დავიწყე მუშაობა,პირველ დღეს,შესვენებაზე,13:45 ზე კაფე lore-ში.მაშინ შევხვდით ბოლოს,საფრანგეთში გადავდივარო საცხოვრებლად,გული ძალიან დამწყდა,ერთადერთი ოყო ვისაც იმ მომენტში ვიცნობდი და ვენდობოდი.და ის ახლა ჩემს წინ დგას.როგორც ჩანს მე ყველა შტერად და სულელად მთვლის,ყველა მიმალავს საკუთარ ვინაობას,ყველა შენიღბულია ჩემს წინაშე და ყველაზე ბოლოსაც მე ვიგებ ყველაფერს,ეს უკვე აუტანელი ხდება.

-შეგიძლიათ ამიხსნათ ამხელა გამოძიება ჩემს მოსაძებნად რატომ ჩაატარეთ?
-და თქვენ საიდან იცით.-უპასუხა ზეინმა და ყველამ ერთმანეთს გადახედა.
-ჩემი ხალხი ყველგან მყავს.
-მაშინ ხელი რატომ არ შეგვიშალეთ.
-ძალიან მაინტერესებდა ასე მონდომებით ვინ და რატომ მეძებდა,მე ხომ ყველამ გადამაგდო,უკვე გამოუსადეგარი ვარ.
-და ამ სიტყვების თავად გჯერათ?
-არა რათქმაუნდა,მე რამდენიც ვიცი,რაც ნანახი მაქვს დარამდენადაც გამოსადეგარი ვარ,თქვენნაირი ღლაპები,ყველა ერთად აღებულნი ჩემთან ახლოსაც ვერ მოხვალთ.
ახლა კი მითხარით,იმ საქმეზე ხართ რასაც ამდენი წელია ველი.
-დიახ!
-მაშინ დრო დადგა შურისძიების და ჩემი აღზევების!
-აი მანდ ცდებით.ცდებით თუ გგონიათ რომ დავუშვებთ კიდევ ერთი დაჯგუფების ჩამოყალიბებას.
-და რატომ გგონიათ რომ ამას ტერეზას ჩამოგდების მერე ვერ შევძლებ?
-მგონი თქვენ ვერ ხვდებით,ეს თქვენი დაჯგუფება მხოლოდ მაფია ან ნარკო დილერობა არაა.ეს ტერორისტული დაჯგუფებაა.მათ დასაშლელად ამერიკის მთავრობა,დიდი ბროტანეთი და საფრანგეთია გაერთიანებული.მათ არა მხოლოდ ნარკოტიკის დიდი გადაზიდვა არამედ მაშტაბური ტერორიზმიც ახასიათებს.
ლამის ნახევარი მსოფლიო დასდევს მათ და მათ შორის ჩვენც და რა გგლნიათ,ამის შემდეგ დავუშვებთ კიდევ ახალი და მასზე ,ლიერი დაჯგუფების ჩამოყალიბებას?
-ნუ მაცინებ,რა გინდა მითხრა,ეს ამხელა ამერიკა,ბრიტანეთი და საფრანგეთი დასდევს ტერეზას და მის ბანდას,ამხელა თავდასხმებს ანხორციელებენ და ხელს ვერავინ უშლის და რას მეუბნებით,რომ თქვენ აპირებთ მათ დაჭერას?
ეს ყველაზე დიდი სისულელეა რაცკი ოდესმე მსმენია!
-ასეც ნუ იტყვით კამილა.დედაჩემი, ეკატერინე ვუდი გახსოვთ?
-დედაშენი?ანუ შენ ხარ ლილიან ჯონსონი ხო?მაშინ გაიცანი ჩემი შვილი ზოი.
-რაა?ეს... ეს... ზოი შენ ყველაფერი იცოდი.
-ვაპირებდი თქმას...
-და როდის,ამდენი წელი გავიდა,ყველაფერი იცოდი,დედაჩემზე,დედაშენის საქციელზე,ჩემზე და იმაზეც მკვლელები და დედაშენის ხალხი რომ დამდევდა და ჩემს მოკვლას ცდილობდა,შენ კი....
ნამუსი არ გაქ? როგორ გაბედე ჩემთან დაახლოება!
-მომისმინე ყველაფერი ასე არ ყოფილა!
-ერთი სიტყვის გაგონებაც არ მინდა!
-გეყოს,ყოველთვის ასეთი იყავი,ახსნას არავია აცდი.ეს ამბავი 1 თვის წინ გავიგე,ჰარი იყო ჩამოსული ჩემთან,კამილას ადგილ სამყოფელი მეც არ ვიცოდი,არაფერი არ ვიცოდი შენზე.მასთან მე კონტაქტი არ მაქვს,ის დედაჩემი იმ დღიდან აღაარაა როცა მასზე სიმართლე გავიგე!-იმ მომენტში ხმა ვეღარ ამოვიღე,დარცხვენილი ვიდექი და ლვლავ ვემს თავს ვლანძღავდი.
-ჩხუბს თუ მორჩოთ ახსნა დაიწყეთ.
-ისინი ქვეყნები არიან,დიდები და შესამჩნევები.ტერეზას ამიტომ გამოდის მუდამ თავის დაღწევა მათი ხალხისგან.ჩვენზე არაფერი იცის.მხოლოდ ის რომ რამდენიმე ადამიანი დაადევს და ეს მას თქვენსავით სასაცილოდ არ ჰყოფნის.ამიტომ ასეთი გეგმა გვაქ:მოვძებნოთ ეკატერინე...
-მისი მოძებვნა არ დაგჭირდებათ,ვიცი სადაცაა.
-და მაინც სად?
-აქ არის.

Ipagpatuloy ang Pagbabasa

Magugustuhan mo rin

38.9K 1.6K 31
FIRST READ: Summer Sun (book 1) Autumn Rain (book 2) "I'm not over you, Lou. I don't think I will ever be over you. Don't you really care? Are you re...
4.9K 110 6
The story of Peggy Schuyler, the forgotten sister.
455K 24.9K 17
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...
2.3K 80 7
- Short stories about wonki cuz they are cuties lol -