28 თავი.

740 95 89
                                    

აივანთან მდგომი თეჰიონი სასახლეს გადაჰყურებდა და ფიქრებს ბოლომდე მისცემოდა.მისი გონება ახლა ისეთი დატვირთული იყო...ისეთ შორეულ ამბებზე ფიქრობდა...

-მოგილოცო?-გაისმა ლუჰანის ხმა,რამაც თეჰიონი გამოაფხიზლა.

პრინცი წელში გასწორდა და მზერა ლუჰანს მიაპყრო.

-რას გულისხმობ?(თე)ლუჰანმა გაიღიმა,თეჰიონს გვერდით ამოუდგა და სამეფოს გადახედა.

-ქორწინება...ამაზე ნუ იღელვებ,როცა ყველაფერი დასრულდება,მაგ გოგოსაც იუნგის ბედი ელის,ამიტომ ისევ თავისუფალი იქნები და ცოლსაც შენი სურვილით აირჩევ-თქვა ლუჰანმა გამამხნევებლად.

თეჰიონმა ლუჰანს გაუღიმა,მაგრამ ვაი რომ ეს მას საერთოდაც არ ახარებდა.რას განიცდიდა ის კაორის მიმართ?....ეს ძალიან ჩახლართულია,ამიტომ დროებით ამაზე ფიქრი არ სურდა...

-და როდის დამთავრდება?(თაე)ახლა ეს საკითხი ბევრად მნიშვნელოვანი ეჩვენა ბიჭს.

-ოო ამას შესაძლოა დიდი ხანი არც დასჭირდეს,მაგრამ მეფის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება,მან კი შესაძლოა იუნგის კორონაციაც დააჩქაროს-თქვა ლუჰანმა ჩაფიქრებულად.

-და შენს გეგმას როდის განახორციელებ?კორონაციის შემდეგ?-ჩააცივდა თეჰიონი ლუჰანს,ლუჰანმა ბიჭს წარბაწეულმა გამოხედა.

-ასეთი ინტერსი რამ გამოიწვია?-იკითხა.

-სურვილმა,რომელსაც ამ ყველაფრის დასრულება და მშვიდად ცხოვრება სურს-თქვა თეჰიონმა მაშინვე.ლუჰანმა წარბი ასწია და ბიჭის სიტყვები კარგად აწონ-დაწონა,თეჰიონს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა,განსაკუთრებით იმის მერე რაც შეიტყო მისი ორმაგი ცხოვრების შესახებ."თეჰიონი ცბიერია" ეს მის გონებაში წრესავით ტრიალებდა,ამ ბიჭს მართლაც კარგად გამოსდის თამაში,მაგრამ გრძნობები მისი სუსტი წერტილია,ამიტომ ლუჰანი უპირატესობას ფლობდა...

*სამი დღის შემდეგ*

ამ დღეებმა საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა,მთელი სასახლე ქორწილის სამზადიზში იყო ჩაბმული.თეჰიონი უმეტეს დროს თავის ოთახში,ფიქრებში, ატარებდა.კაორის კი ქორწინების შემდგომი ცხოვრებისთვის ამზადებდნენ.ერთმანეთს არ შეხვედრილან და არც თეჰიონმა იცის ბავშვის შესახებ.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now