14 თავი.

867 96 104
                                    

ჯონგუკის პაემნის შემდეგ,პაემანი ჯონ ჰოსოკთან და კიმ სოკჯინთან მქონდა.ორივე სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ.დღის მანძილზე ან საკუთარ თავზე საუბრობდნენ,ან მე მაიძულებდნენ მომეყოლა ჩემი ისტორიები,რომლებიც არ მქონდა,ამიტომ უმეტეს წილად ისტორიების მოგონება მიწევდა ყველა ისტორიის.

ღმერთო მათთან დროის ტარებისას,ასე მეგონა ბრმა პაემანზე ვიყავი.რომელიც როგორ გიტ5ხრათ,არაკომფორტული იყო.

იუნგი?ამ დღეების მანძილზე არ გამოჩენილა.არცერთი პაემანი არ ჰქონია ჯერ.ასევე კიმ თეჰიონიც!როგორც გავიგე სადღაც გაემგზავრა და მარტო ერთ გოგონასთან მოასწრო პაემანზე წასვლა.

ნაწილობრივ მიხარია იუნგის გამო.არცერთ გოგონასთან არ უსაუბრია და არც პაემანი ჰქონია.მაგრამ თან ნერვები მეშლება,როცა დაუკითხავად ქრება ხოლმე.თან არც კაორია სადმე,ის რომ აქ იყოს ყველაფერი მეტად მარტივი იქნებოდა.მას მაინც ვკითხავდი რამეს,სადაა?როგორაა?როდის დაბრუნდება?მაგრამ შენც არ მომიკვდე,არც ის არ ჩანს არსად.თეჰიონს გაჰყვა.

ნუ ახლა ლოგინში უაზროდ წრიალის დრო არ მაქვს,რაღაც უნდა მოვიფიქრო.

ფეხზე ფრთხილად წამოვდექი,მოსაცმელი მოვიხურე და ფეხაკრეფით მივედი კარებთან,კარი გამოვაღე და გარშემო მიმოვიხედე.არავინ იყო!გარეთ გამოვედი.იუნგის სახლის გზა მახსოვდა ამიტომ იქ უნდა წავიდე.სხვა გამოსავალი არ მაქვს!

მის სახლთან მისასვლელი გზა კარგად დამიმახსოვრებია.მალევე მივედი და კიბეებს ავუყევი.კარი ჩუმად გავაღე,შიგნით შესულს უკუნეთი სიბნელე დამხვდა,მარტო ერთი ოთახიდან გამოდიოდა მბჟუტავი სინათლე.იმ ოთახისკენ წასვლა დავაპირე როცა კისერზე ცივი მეტალი ვიგრძენი,ადგილზე გავიყინე და ყელზე მომარჯვებულ ხმალს დავხედე.

არვიცი რატომ მაგრამ ხელები ზემოთ ავწიე.

-მე...მე...-ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.მთლიანად ვკანკალებდი.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now