3 თავი.

1K 114 94
                                    

იცით ამ უცნაური "კალათით" გადაადგილება ძალიან არაკომფორტულია.უცნაურად ჯანჯღარებს.ხან რომელ კუთხეს ვეჯახები,ხან რომელს.კინოებში ის გოგონები რა გამართულები ზიან ხოლმე,არც კი ირხევიან მათი შემხედვარე ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი,რომ ეტლით მგზავრობა ასეთი უსიამოვნო,მოუხერხებელი და რთული იქნებოდა.

ნუ კარგი ამ არაკომფორტულობას მიუჩვეულებლობას დავაბრალებ,მაგრამ ტვინი რომ ამილაყდა და ამ დახუთულობაში ძლივს რომ ვსუნთქავ,იმას რა ვუყო?

ფანჯარა გამოვაღე(ამას თუ ფანჯარა ჰქვია,პატარა ჭუჭრუტანა უფროა ვიდრე ფანჯარა)და გარეთ გავიხედე.ისე ძველი კორეა ძალიან ლამაზია .ხალხის ძველებური ჩაცმულობა,ვაჭრობის სცენები.მელოდიასავით გაისმის მყიდველის მოსაზიდად წარმოთქმული ფრაზები."იყიდეთ ჩვენთან,საუკეთესო სასმელი გვაქვს!","მოდით,ეს თქვენი შანსია,ძალიან კარგი ხარისხის ტანისამოსია!","კარგი ხორცი!" და ა.შ.
კარგია ამის ყურება თავისებურ სიამოვნებას მანიჭებს.ქურდბაცაცა ბავშები,რომლებიც ვაშლის დახლთან ჩასაფრებულან და ელოდებიან როდის გაიხედავს მევაჭრე,რომ ვაშლები ხელში ჩაიგდონ და აი ესეც მოხდა,ვაშლის აღების შემდეგ თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ.

ჩამეღიმა და ფანჯარა დავხურე.საზურგეს მივეყრდნობითქო და კინაღამ წავაქციე ჩემი "კალათი".

მხრებში გავსწორდი და ვეცადე თავი შემეკავებინა,რომ კიდევ რომელიმე კუთხეს არ მივჯახეოდი,თუმცაღა ეს იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ერთი სიტყვით ჩანს.

თითქმის ნახევარი დღე დასჭირდა ჩვენი სახლიდან სასახლემდე მისვლას.დედაქალაქი მართლაც,რომ დიდი ყოფილა.ნუ თან ამხელა ტვირთით რომ მიზოზინებ აბა რა იქნება?ცხენით ალბათ ერთ საათშიც ჩავა კაცი.

პატარა კიბე მიწაზე დადეს და კარი გააღეს. ჩვენმა ერთერთმა დაცვამ ხელი გამომიწოდა და მეც ხელი ძლიერად მოვკიდე,ჩასვლისას ინერციით უკან რომ არ გადავვარდნილიყავი.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now